Home » ფინანსები » 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 11.2%-ით გაიზარდა და $204.9 მლნ შეადგინა

2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 11.2%-ით გაიზარდა და $204.9 მლნ შეადგინა

2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 204.9 მლნ აშშ დოლარი (638.6 მლნ ₾) შეადგინა, რაც 11.2% – ით (20.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოდან საზღვარგარეთ კი, 27.4 მლნ აშშ დოლარი (85.5 მლნ ₾) გადაიგზავნა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.2% მოდიოდა.
2021 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.4 მლნ აშშ დოლარი (85.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აგვისტოს (23.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით მეტია.
Share