Home » ფინანსები » 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა 1 მილიონ 159 ათას მონაწილეს შეადგენს
ვინ არიან საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრები

2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა 1 მილიონ 159 ათას მონაწილეს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა ­1 მილიონ 159 ათას მონაწილეს შეადგენს.

მათი ინფორმაციით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.51 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მილიონი ლარია.

როგორც საპენსიო სააგენტოში აღნიშნავენ, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 873-მა ადამიანმა.

მათივე განმარტებით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს

Share