Home » ეკონომიკა » 2021 წელს საქართველოში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა

2021 წელს საქართველოში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა

2021 წელს საქართველოში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტი 14.5 პროცენტით გაიზარდა. ჯამში აღნიშნული პროდუქტის იმპორტში საქართველომ  101.8 მილიონი დოლარი დახარჯა.

შედარებისთვის, 2020 წელს სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტის ღირებულებამ 88.9 მილიონი დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში საქონლით ვაჭრობით ექსპორტმა 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 10 073.3 მლნ. აშშ დოლარი.

2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1 პროცენტი შეადგინა.

პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 823.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 028.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი).

Share