Home » ფინანსები » 2021 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.080 მლრდ ლარი შეადგინა

2021 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.080 მლრდ ლარი შეადგინა

2021 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.080 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 21-ჯერ მეტია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელი კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მხოლოდ მარტში ბანკები 943,1 მილიონიან ზარალზე გავიდნენ. მარტის შემდეგ ბანკები ზარალზე არ გასულან და 2020 წელი სექტორმა 99,262 მლნ ლარიანი მოგებით დაასრულა. რაც შეეხება პანდემიამდელ 2019 წელს, ბანკების 2021 წლის მოგება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ მეტია. პანდემიამდე წელს ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება დეკემბერს, 2021 წლის ბოლო თვეს კომერციულმა ბანკებმა 111,976 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი ნოემბერთან შედარებით – 97,227 მლნ ლარით ნაკლებია; 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 11,246 მლნ ლარით მეტია. 2020 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება 100,730 მლნ ლარი იყო.

2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:

  • იანვარი – 113,368 მლნ ლარი;
  • თებერვალი – 132,115 მლნ ლარი;
  • მარტი – 166,324 მლნ ლარი;
  • აპრილი – 173,071 მლნ ლარი;
  • მაისი – 180,117 მლნ ლარი;
  • ივნისი – 294,628 მლნ ლარი;
  • ივლისი – 177,956 მლნ ლარი;
  • აგვისტო – 233,123 მლნ ლარი;
  • სექტემბერი – 171,159 მლნ ლარი;
  • ოქტომბერი – 117,488 მლნ ლარი;
  • ნოემბერი – 209,206 მლნ ლარი;
  • დეკემბერი – 111,976 მლნ ლარი.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 553,845 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 441,102 მლნ ლარი. დეკემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 425,207 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,865 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 37,830 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 48,829 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

Bpn.ge

Share