Home » 2020 (page 5)

Yearly Archives: 2020

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმება-უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული მაჩვენებლები წარადგინა, რომლის მიხედვითაც დასაქმება – უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა. დღემდე ქვეყანა დასაქმებული მოქალაქეების მაჩვენებელს 1982 წელს მიღებული სახელმძღვანელოთი ითვლიდა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულად ითვლებოდა ყველა ის პირი, რომელიც საოჯახო მეურნეობაში იყო ჩართული. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, საოჯახო მეურნეობაში ჩართული პირები დასაქმებულებად იმ შემთხვევაში ჩაითვლებიან, თუ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის 50%-ზე მეტი ბაზარზე ხვდება. „შრომის ...

Read More »

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კომუნალურების შეღავათით ვერ სარგებლობთ ქვითრის ამონაწერის დაგვიანების გამო

საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ დახმარების მიხედვით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ს ჩათვლთ ელექტროენერგიას და 200 კბ/მ – გაზს სახელწიფო დაუფარავს. აღნიშნული დახმარება თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მიუხედავად ამ შეღავათისა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) დასახმარებლად არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ისინი ვერ სარგებლობენ კუთვნილი კომუნალური სუბსიდიით, ...

Read More »

რუსთავში „ქართული ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა

რუსთავში „ქართული ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. ცერემონიაზე სიტყვით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდნენ. საწარმო 5 თვეში აშენდა. ამ ეტაპზე საწარმოში 700 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 4 ათასამდე გაიზრდება. საწარმო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ დახმარებით აშენდა.

Read More »

ენერგო-პრო ჯორჯია – ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

“უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია”. – ამის შესახებ ენერო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორი, მიხეილ ბოცვაძე აცხადებს. “ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა ...

Read More »

სალომე ვარდიაშვილი: დღეს ყველა წინაპირობა არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის

წლის ბოლოს ვადა ეწურება ელექტროენერგიაზე სემეკის მიერ 3 წლის წინ დადგენილ ტარიფებს, რომელთა გადახედვა, არსებული გლობალური და ლოკალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, გარდაუვალია. ელექტროენერგეტიკის სპეციალისტები და ექსპერტები გარდაუვლად მიიჩნევენ დენის ტარიფის ზრდას, რაც, მათი აზრით, აუცილებელია დარგის გადარჩენისა და გამართული მუშაობისთვის. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროცესებში, მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს ყველა წინაპირობა არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის. „დაზუსტებით დღეს ვერაფერს ...

Read More »

ბიტკოინი რეკორდულ $27 ათასამდე გაძვირდა და საბაზრო ღირებულებით Visa-ს გადაუსწრო

ბიტკოინის კაპიტალიზაციამ საგადასახადო სისტემა Visa-ს კაპიტალიზაციას გადააჭარბა. ამის შესახებ CoinTelgraph-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 27 დეკემბრის დილისთვის ბიტოკინის ღირებულებამ 27 ათას დოლარს გადააჭარბა და 27 474 დოლარი გახდა, კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება კი 512,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. CoinTelegraph-ში მიაჩნიათ, რომ ის, რომ ბიტკოინმა Visa-ს გადაუსწრო სიმბოლურია, რადგან ასეთი კაპიტალიზაციით ბიტონიკი მსოფლიოში მე-13 კორპორაცია იქნებოდა.

Read More »

ირაკლი ზარქუა – სახელმწიფოს საგარეო ვალი კრიტიკულ 60%-იან ზღვარზეა, თუმცა გვაქვს მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალი წლებიდან ვალის შემცირება მოხდება

სახელმწიფოს საგარეო ვალი კრიტიკულ 60%-იან ზღვარზეა, თუმცა გვაქვს მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალი წლებიდან ვალის შემცირება მოხდება, – ასეთი პროგნოზი ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუას განცხადებით, ეკონომიკური თავისუფლების აქტით, იმ პირობებში, როდესაც გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, “შესაძლებელია გადახრა მოხდეს“. „განხორციელდა სწორი რეფორმა. მადლობა ბატონ გახარიას, რომელმაც სწორი ფინანსური და საგადასახდო რეფორმა განახორციელა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ...

Read More »

რისკ-ჯგუფები, რომლებიც საქართველოში Covid 19-ის ვაქცინით პირველები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე იდენტიფიცირებულა რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველები აიცრებიან. როგორც გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, უკვე სრულდება ვაქცინის დანერგვის გეგმის შემუშავება. „დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებით. დღეს და ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც 8 მიმართულება აქვს. უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან ქვეყანაში. პირველები იქნებიან ...

Read More »

„ტარიფის ზრდა გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ელექტროენერგეტიკის სისტემის დეგრადაცია“

საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი აბულაშვილის აზრით, ტარიფის ზრდა გარდაუვალია. „ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ხოლო ადგილობრივი გამომუშავების ზრდა ვერ ეწევა ამ ტემპს. ამდენად, ტარიფის გაზრდა არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ გარდაუვალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ელექტროენერგეტიკის სისტემის დეგრადაცია, რაც 90–იან წლებში გამოვიარეთ. საქართველოს ენერგოდამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე იზრდება, რაც ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის უპირობო საფუძველია“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი. მისივე თქმით, თუ რამდენით უნდა ...

Read More »

„საბა“ 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკური მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარდგა მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ყავს. საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ: ...

Read More »