Home » 2020 (page 4)

Yearly Archives: 2020

ნათია თურნავა – თუ ტარიფების კორექტირება არ მოხდება, შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს

ჩვენ ვიცით, რა ხდება ენერგეტიკის დარგში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ტარიფები ვერ დარჩება იგივე და მათი ზრდა მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგიის წინა ტარიფი 3 წლის წინ დამტკიცდა, მომდევნო 3 წელიწადში კი ბევრი რამ მოხდა. „სემეკი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს ...

Read More »

ლილუაშვილი: ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონებისა და გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება

პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას, რამეთუ, ამ დარგში ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქეა დასაქმებული, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მან პარლამენტში წარდგენილ საგადასახადო შეღავათების საკანონმდებლო ინიციატივაზე ილაპარაკა. „2021 წელს ქონების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება ტურიზმის სექტორი. ასევე ეს სექტორი თავისუფლდება გადავადებული საშემოსავლო ...

Read More »

“რუსული სახელმწიფო კომპანია ქართველი მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე აპელირებს და ამით ცდილობს სასამართლოზე მანიპულირებას”

29 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში საქართველოში სტოლიჩნაიას სავაჭრო ნიშნების შესახებ საქმის განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას SPI ჯგუფის ნაწილი, ZHS IP Worldwide Sarl ავრცელებს. მათი ცნობით, რუსული სახელმწიფო კომპანია, FKP Sojuzplodoimport მანიპულირებს ქართველ მომხმარებლებზე. „ქვედა სასამართლომ მანამდე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ სახელმწიფო კომპანია FKP Sojuzplodoimport-ის სასარგებლოდ, რაც ფაქტობრივად აბათილებს (გასაჩივრებადია) SPI ჯგუფის საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ეს საქმე საერთაშორისო დავის ნაწილია, რომელიც ...

Read More »

2018-2020 წლებში წყალმომარაგება GWP-ს 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა

GWP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სოფო ნატროშვილის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, რომელიც ორიენტირებულია წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებაზე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებლების მომსახურების ხარისხი. „მაღალი ხარისხის სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური უზრუნველყოფა მუდმივად მოითხოვს ინვესტირებას კომპანიის მხრიდან. 2018-2020 წლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ორიენტირებული იყო კომპანიის ინფრასტრუქტურის – მაგისტრალური ქსელების, სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და სატუმბე სადგურების განახლება-განვითარებაზე. აღნიშნული პროექტების შედეგად 100 000-ზე მეტ აბონენტს ...

Read More »

თეგეტა მოტორსი წინასაახალწლოდ განსაკუთრებულ აქციებს გთავაზობთ

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს წინასაახალწლო აქციას „20+21“ სთავაზობს, რაც გულისხმობს 20% ფასდაკლებას და დამატებით 21% ქეშბექს. აქცია ყოველდღე თითო კატეგორიის პროდუქტზე მოქმედებს: 28 დეკემბერი – ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები; 29 დეკემბერი – BRIDGESTONE-ის ზამთრის საბურავები; 30 დეკემბერი – Motul-ის, Shell-ის და Fuchs-ის ზეთები და ასევე ნებისმიერი ბრენდის ფილტრები; 31 დეკემბერი – VARTA-ს აკუმულატორები. შეგახსენებთ „თეგეტა ქარდზე“ დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში როგორც სერვისის, ...

Read More »

„ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან აქვეყნებს წლის ადამიანების ვერსიას. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და ჩვენი ტრადიციული რესპოდენტების თვალსაზრისი. ბოლო წლებში, საბოლოო ვარიანტის დადგენისას, სოციოლოგიური ჯგუფი ითვალისწინებდა გაზეთის – BFM.GE-ს მომხმარებელთა ონლაინ გამოკვითხვის შედეგებსაც. დებულების თანახმად, გამოკითხვის მონაწილეებს სთავაზობდნენ გაეთვალისწინებინათ მთავარი კრიტერიუმი: წლის ადამიანად (წლის ადამიანებად) დასახელებულს უნდა ჰქონოდა შესრულებული განსაკუთრებული როლი საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში გასული წლის ...

Read More »

საქართველოდან პირველი აგვისტოდან თხილის ექსპორტმა 70.7 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოდან პირველი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 70.7 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 4 ათასი ტონით (41%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 21.5 მილიონ დოლარით (44%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 694 ტონა), იტალიაში (3 368 ტონა), ჩეხეთში (660 ტონა), ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს, რეალური სურათი მკაფიოდ დავინახოთ

საქსტატი სამუშაო ძალის სტატისტიკაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად დათვლას გულისხმობს. ახალი სტანდარტის შესაბამისად, თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, ...

Read More »

საქსტატი: ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში უმუშევრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%–ით გაიზარდა და 17% შეადგინა

ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. „საქართველოში დღემდე მოქმედი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო, რომელიც მიღებულია 1982 წელს, შრომის სტატისტიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე. ხოლო ახალი სტანდარტი ILO-ს მიერ შემოთავაზებულ იქნა 2013 წელს, ...

Read More »

300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება. მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ კომპანიებს, ...

Read More »