Home » 2020 (page 30)

Yearly Archives: 2020

ვალებში ჩაძირული ეკონომიკა – საქართველოს საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა

შემდეგი წლისთვის სახელმწიფოს საგარეო ვალის 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. თავისუფლების აქტის მიხედვით, სახელმწიფოს საგარეო ვალი, მშპ-ს 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, საგულისხმოა, რომ ამას არამხოლოდ ადგილობრივი კანონი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მაგალითად, ევროკავშირი ახალი წევრებისათვის საგარეო ვალის 60%-ზე მაღალ ნიშნულს სარისკოდ მიიჩნევს და რეკომენდაციას გასცემს, რომ ეს ნიშნული 60%-ზე ნაკლები იყოს. სახელმწიფოს საგარეო ვალის მაღალი მოცულობა მოხვდა აუდიტის ანგარიშშიც. კერძოდ, ...

Read More »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით გამოდის

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას „ექვსეულის პლატფორმა“ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ბაქოში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის გასავითარებლად“, – განაცხადა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ...

Read More »

ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდებათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განმარტავს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ნოემბერში ისარგებლეს ელექტროენერგიის სუბსიდირებით, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე გადაიხადეს ნოემბრის ქვითარში ასახული სასმელი წყლის გადასახადი, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ და აისახება მათ კომუნალურ დეპოზიტებზე. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართონ კომისიას საკითხის შესასწავლად. „ბოლო დღეების განმავლობაში კომისიას მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც ...

Read More »

NASDAQ-ზე წყლით ვაჭრობა დაიწყო

„ბლუმბერგის“ ინფორმაცით, NASDAQ-ის ბირჟაზე წყლით ვაჭრობა დაიწყო. როგორც სააგენტო წერს, წყლის ფიუჩერსების დახმარებით ამერიკელი ფერმერები, ჰეჯ-ფონდები და მუნიციპალიტეტები დაიზღვევენ თავს წყალზე ფასის გაძვირებისგან მისი დეფიციტის გამო. ბირჟაზე კონტრაქტებით ვაჭრობა კალიფორნიაში ამ შემოდგომაზე გაჩენილი ტყის ხანძრების შემდეგ გადაწყვიტეს. წყლის ფიუჩერსები მიბმულია ინდექსზე NASDAQ California Water Index, რომელიც ჩაეშვა არსებული რესურსის საშუალო შეწონილი ფასის განსასაზღვრად. ახლა ის შეადგენს 500 დოლარს ერთ არკ-ფუტზე ...

Read More »

„აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიკის მიმართ“

სი ძინპინი: აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიკის მიმართ. მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიკის ერთგულების შენარჩუნებისას, ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი დასავლური პუბლიკაციების შესწავლაზე, რაც ფინანსებს, სავაჭრო კონკურენციას, სახალხო მეურნეობის დარგების მართვის მეთოდებს ეხება. ამ დაჟინებული შესწავლისას აუციელებელია მარცვლის გარჩევა ღვარძლისგან. არ შეიძლება დასავლური თეორიების კოპირება, რომლებიც კაპიტალიზმის არსს ასახავენ. არ შეიძლება იმ კონცეპტების ათვისება, რაც უცხოა სოციალიზმისთვის. (სი ძინპინი, იდეოლოგიური ...

Read More »

ჯიმ გილმორი – მოსკოვი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას

ეუთოში აშშ-ს ელჩის განცხადებით, მოსკოვი კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას და ყირიმში საკუთარი ინტერესების გატარებას. ამის შესახებ ჯიმ გილმორმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „კრემლი ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ ინტერესებს რკინის მუშტით აწესებს და ავიწროებს, აპატიმრებს ყირიმის მცხოვრებლებს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, ან ოკუპაციაზე მათი ოპოზიციური შეხედულებების გამო. მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას“, – აცხადებს გილმორი.

Read More »

Mastercard-მა და Visa-მ Pornhub-ზე საკუთარი ბარათების გამოყენება აკრძალეს

Mastercard-მა და Visa-მ პოპულარულ ვებგვერდ Pornhub-ზე საკუთარი ბარათებით გადახდების განხორციელება აკრძალეს. ამის შესახებ New York Times-ი წერს. მანამდე საგადასახადო სისტემებმა განაცხადეს, რომ Pornhub-ის დედობილი კომპანიის MindGeek-თან დაკავშირებით გამოიებას ატარებენ. ამის საბაბი New York Times-ის სტატია გახდა, რომელშიც საუბარი იყო, რომ პორნოგვერდი არასრულწლოვნებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით ფულს აკეთებს. Mastercard-ის განცახდებაში წერია, რომ გამოძიებამ მათი სტანდარტების დარღვევა დაადასტურა, Visa კი სიტუაციის შესწავლას განაგრძობს. ...

Read More »

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და “თიბისი” სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და “თიბისის” შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „თიბისის“ ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, „თიბისი“ BTU-ს ფინანსური მხარდამჭერი გახდა როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო პროექტების ფარგლებში. მათივე ცნობით, „თიბისი“ იზრუნებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებასა და მათ ჩართულობაზე “თიბისის” როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. „თიბისის“ მხარდაჭერით, უნივერსიტეტში მოეწყობა და ტექნიკურად აღიჭურვება ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს

ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ინფორმაციით, ჩარჩოს შემუშავება ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მოხდა. “ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა კიდეც, მათ შორის, აღსანიშნავია ფინანსური ინოვაციების ოფისისა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა. სწორედ ფინანსურ სექტორში ...

Read More »

„თიბისი ბანკმა” გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა

“თიბისი ბანკმა” გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატის მიღების პროცესშია,- ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი” ავრცელებს. როგორც “თიბისიში” აცხადებენ, ეს ადასტურებს, რომ “თიბისის” გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად იმართება. „გვეამაყება, რომ “თიბისი” ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელმაც გამოწვევებით სავსე რეალობის პარალელურად, სერტიფიცირების აუდიტის პროცესი დისტანციურად გაიარა და წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნული სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ ყველა ...

Read More »