Home » 2020 (page 3)

Yearly Archives: 2020

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 580 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ...

Read More »

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ (სემეკი) თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდა მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს. ახალი ტარიფის ორივე შემადგენელი კომპონენტი – „წყლის მიწოდება“ და „წყალარინება“ (კანალიზაცია) გაძვირებულია. სემეკი-ის გადაწყვეტილებით, ახალი ტარიფები ასე განისაზღვრება: 1) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ სულზე თვეში 3.829 ლარი იქნება, რაც არსებულ ტარიფს 0.531 ლარით აღემატება. 2) ...

Read More »

2020 წლის ეკონომიკა – პანდემია, კრიზისი, ეკონომიკური ვარდნა, უმუშევრობა…

წლის შემაჯამებელ პუბლიკაციაზე როცა ვფიქრობდი, ერთი ძველი გამონათქვამი გამახსენდა, რომელიც, ალბათ, ყველაზე კარგად ასახავს წლევანდელ მოვლენებს – “ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, თორემ სხვა ყველაფერი ვნახეთ! პანდემია, კრიზისი, ეკონომიკური ვარდნა, უმუშევრობა, გახშირებული სიღარიბე, პოლიტიკური კრიზისი – ყველა ეს სიტყვა მინდა 2020 წელს გავატანოთ და მომავალი წლიდან თუ წელგამართულნი ვერ დავდგებით ფეხზე, ნელ-ნელა რეაბილიტაცია მაინც დავიწყოთ. მთავრობა გვარწმუნებს, რომ ...

Read More »

კახა კახიშვილი: თუ ბანკები არ იფიქრებენ რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას

თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ეკონომიკას და ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. „ფაქტობრივად ერთი წელია, პანდემიის გამო, ბიზნესი გაჩერებულია და ბიზნესმენების ძალიან დიდი ნაწილი უკვე გაკოტრების პირასაა. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ იმიტომ, რომ ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 800,0 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. მისი თქმით, განსაკუთრებული ზიანი მიდგა ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. „განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის 10%-ს შეადგენდა. 2019 წელს ტურიზმიდან ჩვენმა ეკონომიკამ 3,3 მილიარდი დოლარი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წელს 90%-მდე შემცირდება. გასულ წელს, ექსპორტი 3,8 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა წელს ...

Read More »

ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) შემადგენელ – ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ ორ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად. მათივე ინფორმაციით, ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს, დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – ანტიკრიზისული გეგმით მოქალაქეთა დახმარებისთვის 2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, როგორც მოქალაქეთა, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. მისი თქმით, მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 310 მილიონ ლარამდე, მათ შორის, კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი. ივანე მაჭავარიანის თქმით, თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 210 მილიონი ლარი ...

Read More »

ნათია თურნავა – არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, რაც ბიუჯეტშიც აისახება. მან დღევანდელ ბრიფინგზე არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს. „ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, რაც ბიუჯეტში აისახება. აქედან გამომდინარე, ერთწლიანი გეგმა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე შეგახსენებთ, რომ შემდეგი ერთი წელი იქნება პოსტკრიზისული წელი, ყველაზე მძიმე. ნამდვილად სწორი და გამართლებულია, ...

Read More »

გახარია: საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდება

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება ის, რომ ტარიფის ზრდა არ აისახება საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტების ფასზე. „ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არამხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და რა თქმა უნდა, არსებობს რისკი გაზრდილი ტარიფის გადაცემის საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასზე. ამ მიზეზის გათვალისწინებითაც, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ...

Read More »

მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას წყლის გაზრდილ საფასურსაც დაუსუბსიდირებს

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოსალოდნელია წყლის ტარიფის ზრდაც და მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველებისთვის სრულად დაასუბსიდირებს წყლის გაზრდილ ტარიფს. მისივე თქმით, წყალმომარაგების ტარიფი წლების განმავლობაში არ გადახედილა. „წყალმომარაგების ტარიფს, რომელიც გაიზრდება, რამეთუ წლების განმავლობაში არ გადახედილა, თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს სოციალურად დაუცველებისთვის გაზრდილ ტარიფს”, – განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ მთავრობა ასევე გეგმავს 2021 წელს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ...

Read More »