Home » 2020 (page 20)

Yearly Archives: 2020

სემეკმა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებს ახალი ტარიფები და საფასურები დაუდგინა

სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურებისათვის დადგინდა 3-წლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის, ერთ წლიან რეგულირების პერიოდზე. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან. შპს „ენგურჰესისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 1.857თეთრი/კვტსთ-ით. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 1.358 თეთრი/კვტსთ. შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფმა შეადგინა 2.565 თეთრი/კვტსთ. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 2.206 თეთრი/კვტსთ. ...

Read More »

ევროკავშირმა საქართველოს აგროსექტორის განვითარებისთვის 55 მლნ ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას. „2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ...

Read More »

„ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან გეოპოლიტიკურ ხაფანგში ვიმყოფებით და ასეთ დროს ელჩები გავაგიჟეთ“

„დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს, რომ ელჩობა დაივიწყეს და არიან მედიატორები, მაგრამ ეს ძალიან ცუდი პოლიტიკურ-ეთიკური ჟესტია ჩვენი ვაიპოლიტიკოსების მხრიდან, რომელთაც გააგიჟეს ელჩები“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. „სტერილური პარლამენტი“, „დენდროლოგიური პარკი“, -ოპოზიციის მხრიდან ასეთი შეფასებები დაიმსახურა მე-10 მოწვევის პარლამენტმა. მათივე მტკიცებით, ეს ისტორიული დღეა, რადგან, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მაშინ ბერკეტი აღარ ექნებოდათ, ახლა კი მათ არსენალში რჩება ...

Read More »

გიორგი გახარია: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, 82 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დავიკავეთ

მინდა გითხრათ სასიხარულო შეფასების შესახებ, რომელიც გააკეთა OECD-მა, ეს გახლავთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ 82 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა. „უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენ დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას ...

Read More »

კობახიძე: ხელფასი გაუნულდება პარლამენტის წევრს, რომელიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრება

გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. “აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან ...

Read More »

სასტუმროები, რომლებიც საახალწლოდ სტუმრებს მიიღებენ, მკაცრად გაკონტროლდებიან – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული ინდუსტრია, სადაც შეზღუდვები ნაკლებად გავრცელდა, განსაკუთრებით ემზადებიან ახალი წლისთვის. თურნავა მოუწოდებს მათ, რომ მკაცრად დაიცვან მთავრობის მიერ დადგენილი რეგულეციები, რომლის თანახმადაც მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით: “მოდის ახალი წელი, ბუნებრივია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც იქ სადაც შეზღუდვები მასზე არ გავრცელდეა ასევე ემზადება ამისთვის, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება ეს, რომ არსებობს მთავრობის მიერ ...

Read More »

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება და გავრცელდება მხოლოდ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვნის მშობელზე. მთავრობის ინიციატივით მომზადებული პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. ამავე ცვლილებებით, საქართველოში 6 წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისას, უცხოელს შეეძლება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება. როგორც მთავრობა განმარტავს, ამით ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს გამოუსწორდება პრობლემა, რადგან მასზე აღარ გავრცელდება მოქალაქეობის ...

Read More »

“რისკები დიდია” – IMF მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და სავალუტო ინტერვენციების საჭიროებას ხედავს

ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის მიზნობრივ (3%-იან) ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნებაზე მიანიშნებს. სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი ქვეყანაში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, ეკონომიკის მკვეთრ შენელებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით შეკავების მიუხედავად, შემთხვევების ბოლოდროინდელმა ზრდამ ახალი ზომების მიღება მოითხოვა, რამაც აღდგენის პროცესი შეიძლება შეასუსტოს. “რისკები დიდია და, მეტწილად, ნეგატიური”, ...

Read More »

„ჩვენი მთავარი ამოცანაა პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების მიწოდება“

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი „ლეტერატო“ არაფორმალური განათლების სივრცეა, რომელიც სპეციალური პროგრამებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიფართოონ თვალსაწიერი, აიმაღლონ ერუდიცია და ჩამოუყალიბდეთ თავისუფალი აზროვნების, საკითხისადამი შემოქმედებითი ჭვრეტის და ინოვაციების შექმნის უნარები. ამ ყველაფერთან ერთად მოზარდები სწავლობენ ინტერპერსონალურ კომუნიკაციას, მეგობრობას, თანადგომას, ჰუმანიზმს. პანდემიის პირობებში როგორ ახერხებენ ეს ყველაფერი დისტანციურ რეჟიმში კვლავ მიაწოდონ მოზარდებს და რა ვითარებაა არაფორმალური განათლებისა და სასწავლო პროგრამების შეთავაზების თვალსაზრისით. ამ ...

Read More »

სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 113,7 მილიონი დოლარის ოდენობით მორიგი დახმარება დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოსთვის მორიგი დახმარება 113,7 მილიონი დოლარის ოდენობით დაამტკიცა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სავალუტო ფონდისთვის სანდო პარტნიორია. “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი აღმასრულებელი საბჭოს სხდომა შედგა, დასრულდა საქართველოს მორიგი მიმოხილვა, ძალიან დადებითი შეფასება მიიღო საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა, ასევე კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ეფექტურმა სტრატეგიამ. ...

Read More »