Home » 2020 (page 2)

Yearly Archives: 2020

„ევროპა და აშშ შეიძლება უკეთეს აკეთებენ თანხით, ციფრით, მაგრამ არა იმ მიმართულებების აღმოჩენით, რაც ჩვენ გავაკეთეთ“

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ წლების შემდეგ, ძალიან მაღალი შეფასება მიეცემა იმ ანტიკრიზისულ პაკეტებს, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში გასცა. როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განმარტა, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ხელისუფლებამ რაიმე დააკლო ან არალოგიკური დახმარება გაწია. „ერთმნიშვნელოვნად მინდა იცოდეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩვენი ანტიკრიზისული პაკეტები, სოციალური მხარდაჭერის თუ ბიზნესის, საუკეთესო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი. არა მარტო ის არის, რაც უცხოეთში კეთდება, ...

Read More »

ბილ გეითსი: მომავალი 4-6 თვე შესაძლოა გაცილებით რთული აღმოჩნდეს

Microsoft-ის დამფუძნებლის, ბიზნესმენისა და ფილანტროპის ბილ გეითსის განცხადებით, მომდევნო ოთხიდან ექვს თვემდე კორონავირუსის პანდემიის თვალსაზრისით, შესაძლოა, ყველაზე რთული აღმოჩნდეს. ამის შესახებ ბილ გეითსმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. “სამწუხაროდ, მომდევნო ოთხიდან ექვს თვემდე შეიძლება პანდემიის მხრივ ყველაზე ცუდი აღმოჩნდეს. IHME (ჯანდაცვის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტი) პროგნოზით, კიდევ 200,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება. თუ დავიცავთ პირვადის ტარებისა და დისტანცირების წესებს, სიკვდილიანობის მარალ პროცენტს თავიდან ავიცილებთ”, – განაცხადა ბილ გეითსმა. ...

Read More »

მაჭავარიანი – 2021 წელი პრივატიზაციაში გარღვევის წელი ალბათ, ვერ იქნება

2021 წელი პრივატიზაციაში გარღვევის წელი ალბათ, ვერ იქნება – ზოგადად წელი იმდენად მძიმეა, რომ უცხოელი ინვესტორები, ვინც ინტერესს გამოიჩენდა სხვა შემთხვევაში, უბრალოდ არ გამოჩნდება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად სახელმწიფო პრივტიზაციას მხარს დაუჭერს და ამ მიმართულებით „აგრესიული იქნება“. „პრივატიზაციას მხარს ვუჭერთ და ვიქნებით იმდენად აგრესიული რამდენდაც შესაძლებელია. 2021 წელი ვერ იქნება პრივატიზაციაში ალბათ, ...

Read More »

„ტარიფების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში ენერგო კომპანიები გამართულად ფუნქციონირებას ვერ შეძლებდნენ“

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ანდრია გვიდიანის თქმით, „ელექტროენერგიაზე ტარიფის ბოლო გადახედვის შემდეგ საკმარისი დრო გავიდა. მისივე თქმით, ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა და ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტარიფების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში, ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიები. ანდრია გვიდიანს მიაჩნია, რომ არსებული ტარიფის გადახედვით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. „ამას ემატება პანდემია, რომელმაც გააუარესა ზოგადად ეკონომიკური სიტუაცია და დაზარალდა ენერგეტიკის ...

Read More »

ცნობილი დიზაინერი, პიერ კარდენი გარდაიცვალა

ცნობილი დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა. ის 98 წლის იყო. ამის შესახებ Le Figaro წერს. პიერ კარდენი იტალიაში დაიბადა. 2 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. 1940-იან წლებში ის ჟანა პაკენის, ელზა სკიაპარელისა და კრისტიანის დიორის მოდის სახლებში მუშაობდა. 1950 წელს კარდენმა საკუტარი მოდის სახლი შექმნა.

Read More »

ივანე მაჭავარიანი – ეფექტურად უნდა დავხარჯოთ ყოველი თეთრი

„კრიზისი არის უპრეცედენტო. პასუხები საჭიროა ასევე არაორდინალური“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, მთავრობამ ყოველი თეთრი ეფექტურად უნდა დახარჯოს. „ყველამ უნდა ვფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და დაგვეხმარონ ჩვენც შემოსავლების მობილიზების ისეთი გზებისკენ, რომლებიც შედარებით უმტკივნეულო, მაგრამ სამართლიანი იქნება. ეს არის ერთი ნაწილი და მეორე მხრივ, ხარჯების ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: თბილისის გამართული წყალმომარაგებისთვის ადეკვატური ტარიფი დადგინდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე წყალმომარაგების კომპანიებისთვის განახლებული ტარიფები დაადგინა. ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ თბილისის წყალმომარაგების სტაბილური და ხარისხიანი უზრუნველყოფისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო აღნიშნული ინვესტიციების და, ასევე, სამომავლო ინვესტიციების ტარიფში ასახვა. „სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა კომპანიის მხრიდან მუდმივ ინვესტირებას მოითხოვს. სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი აუცილებელია იყოს ადეკვატური ...

Read More »

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლების მინისტრად დაინიშნა

ჟურნალისტი, ეკა ხოფერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ „რადიოთავისუფლებას” თავად განუცხადა. მისი თქმით შეთავაზება, ავტონომიის მთავრობის მეთაურისგან, რუსლან აბაშიძისგან მიიღო. „ვფიქრობ, რომ ამ შემოთავაზების წინაპირობა იყო პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დაიწყო , სახელწოდებით „მე აფხაზეთისთვის ვარ”. ვეძებდით ახალ სახეებს, მათ შესახებ ვწერდით. მალე რუსლან აბაშიძემ მიიღო გადაწყვეტილება შემოეთავაზებინა ეს ...

Read More »

პაატა ბაირახტარი – მიმდინარე წელს ეკონომიკას, პანდემიაზე მეტად გაუაზრებელმა შეზღუდვებმა დარტყა

“მიმდინარე წელს ეკონომიკას, პანდემიაზე მეტად გაუაზრებელმა შეზღუდვებმა დარტყა” ეს იყო ეგზოგენური და გლობალური შოკი, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ეკონომიკას, თუმცა ჩვენი ეკონომიკისთვის უფრო დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ხელისუფლებისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად გაუაზრებლად მიიღეს და რომელმაც ჩვენი ეკონომიკა, ფაქტობრივად, მოკლა. ამ სიტყვას შემთხვევით არ ვამბობ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ეკონომიკა მეორე ლოკდაუნს ვერ გაუძლებდა და ეს მას მოკლავდა. ჰოდა, ...

Read More »

„2020-2021 წლებში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 4,9 მილიარდი ლარია“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2017-2019 წლებში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ქვეყანაში მნიშვნელოვნად – 24,6 პროცენტიდან 21,4 პროცენტამდე შემცირდა მიმდინარე ხარჯები. ამავე დროს, 8 პროცენტზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა კაპიტალური ხარჯები, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „პანდემიის შედეგად, შეიცვალა მიმდინარე ხარჯების ტენდენციაც, რამაც გვაიძულა გაგვეზარდა მიმდინარე ხარჯები, თუმცა 2020-2021 წლებში, შევძელით კაპიტალური ხარჯების მაღალი ნიშნულის შენარჩუნება. 2020-2021 წლებში ჯამურად, ...

Read More »