Home » 2020 (page 10)

Yearly Archives: 2020

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, რის შედეგადაც, ფერმერებმა 11 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. უწყების ცნობით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. „არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას. „როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით, დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების ...

Read More »

“მადლი ღვთისას” 4 აბი 60 ლარად – საკვები დანამატი, რომლის ანოტაციაშიც წერია, რომ ის კორონავირუსს კურნავს

“მადლი ღვთისა” – ქართული წარმოების საკვები დანამატი, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ის “კოვიდ 19-ის” საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა და რომელიც ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში იყიდება. “ავერსი” ადასტურებს, რომ “მადლი ღვთისა” მათ სააფთიაქო ქსელში იყიდება. საკვები დანამატის 4 აბი 60 ლარი ღირს და ურეცეპტოდ გაიცემა. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის შექმნას ერთი წელია ელოდება, საქართველოში კომპანია “მადლი ღვთისა” ირწმუნება, რომ ამავე ...

Read More »

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკრაინის ეროვნულ ბანკთან და IFC-ისთან ერთად მდგრადი დაფინანსების შესახებ ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და IFC-ის მიერ მხარდაჭერილ მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით უკრაინის ეროვნულ ბანკთან ცოდნის გაზიარების ღონისძიებას უმასპინძლა. სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაში ცენტრალური ბანკების როლის განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას დაეთმო. ეროვნული ბანკი SBN-ში 2017 წლის სექტემბერში გაწევრიანდა და მას შემდეგ მდგრადი დაფინანსების სხვადასხვა პროექტების ფარგლებში SBN-თან წარმატებით ...

Read More »

საახალწლო მენიუ „ქვევრისგან“ ყველაზე საახალწლო განწყობით და ხელმისაწვდომი ფასებით

სიამოვნებით გვინდა გაცნობოთ, რომ ქვევრში საახალწლო მენიუებზე შეკვეთების მიღება დაიწყო! ჩვენი შეფ–მზარეულის ტრადიციულად გემრიელი, მადის აღმძვრელი კერძები, თქვენი საახალწლო სუფრის მშვენება გახდება! შეუკვეთე 30 დეკემბრის ჩათვლით მხოლოდ #ქვევრში და მოიწყვე ნამდვილი დღესასწაული.   

Read More »

EBRD-ის ხელშეწყობით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ზრდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “თიბისი ლიზინგს” 6 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად, რომელიც ძირითადად  რეგიონულ პროექტებზე იქნება მიმართული. თიბისი ლიზინგი ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, ის მთლიანად ეკუთვნის თიბისი ბანკს და EBRD-თან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს. COVID-19-ის კრიზისის დროსაც, EBRD საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვან ...

Read More »

„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჩვენს მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს, ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ სასამართლოში, ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) მიერ BGEO Group Limited-ის (ყოფილი BGEO GROUP PLC) („BGEO”) წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2020 წლის 16 დეკემბერს ჩანიშნულ საჯარო მოსმენასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, იმის გამო რომ BGEO-მ შეატყობინა ...

Read More »

სტატისტიკის მოყვარულებისა და „ურწმუნო თომებისთვის“

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებში განთავსებული ლარის დეპოზიტები საშუალოდ წლიურად 20%-ზე მატად იზრდებოდა და ჯამურად 146%-ით გაიზარდა”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სტატისტიკის მოყვარულებისა და „ურწმუნო თომებისთვის“: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებში განთავსებული ლარის დეპოზიტები ...

Read More »

“პროფესიონალები ქვეყნიდან მიდიან, სტუმარი მხოლოდ ლესელიძით კმაყოფილი ვერ იქნება”

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული პროფესიონალები, რომლებიც შეზღუდვების გამო სამსახურის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ქვეყნიდან მიდიან. „ამ ხალხის დიდი უმრავლესობა უკვე გავიდა, ან გასვლას აპირებს უცხოეთში. ის ხალხი, რომლებიც პროფესიონაელბი არიან, გაიზარდნენ და ჩვენ გავზარდეთ ეს სფერო, ამ შემთხვევაში დავკარგავთ პროფესიონალებს. ეს ვითარება, რა ვითარებაც ვთქვათ 15 წლის [წინ] გვქონდა, სადაც დანა-ჩანგლის დადება და რომელი ...

Read More »

მთავრობის მიერ ფქვილის ფასის სუბსიდიამ პურის გაძვირება ვერ შეაჩერა

ფქვილის ფასი საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საქართველოში 1 ტომარა ფქვილის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მისი ღირებულება 6-7 ლარით გაიზარდა. ფქვილზე ფასის ზრდა ავტომატურად აისახება პურპროდუქტებზე ფასის ზრდით, რისგანაც პრევენციის მიზნით, სახელმწიფომ პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირება გადაწყვიტა. აღნიშნული სუბსიდიის ფარგლებში დაახლოებით 10 მილიონ ლარი დაიხარჯება. შედეგად, 1 ტომარა ფქვილის ფასი მაქსიმუმ 53 ლარი იქნება. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან სუბსიდირების ...

Read More »