Home » 2020 » December » 04

Daily Archives: December 4, 2020

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი საჯაროდ დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საჯაროდ სიკვდილით დასაჯა მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Radio Free Asia საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნოემბრის ბოლოდან კორეის შრომის პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები გაამკაცრა. მათ საჯაროდ დახვრიტეს ადამიანი, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დაეშინებინათ. იყო შემთხვევები, როცა ჩინეთის საზღვართან მცხოვრები ადამიანები გადაღმა მცხოვრებ პირებთან ურთიერთობდნენ“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში პროვინცია ჩრდილოეთ ...

Read More »

„თიბისი დაზღვევა“ მომხმარებლებს COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამას სთავაზობს

თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს. კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს, შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ისCOVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება. – ამის შესახებ “თიბისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ბიზნესის წარმატებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება. თუმცა, ...

Read More »

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება – კულა

საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს. „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი ...

Read More »

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს. ინფორმაცია მედიას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ გააცნო. მისივე ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათგან 16 733 გააფრთხილეს, 7 კი დააჯარიმეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია კომერციული საქმიანობის არაერთი ფორმა. მათ შორის, მოლების მუშაობა, ბაზრობებზე ტანსაცმლის გაყიდვა, რესტორნებში სტუმრის ...

Read More »

საქართველოში საერთაშორისო IT კომპანიები შემოდიან

2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისმობს საშემოსავლო გადასახადის 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაბეგვრას. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოში შემოდიან მსოფლიოს უმსხვილესი ...

Read More »

მთიანაჭარას კაპნისთავის ტურისტული მიმართულება შეემატა

ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, ძველი წისქვილები, ღვინის მარანი და ულამაზესი საფეხმავლო ბილიკი ბუნებაში – მთიანაჭარას კაპნისთავის ტურისტული მიმართულება შეემატა. ახალი ტურისტული ბილიკის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ წელს განახორციელა. სააგენტომ ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურაც მოაწყო, სადაც მოგზაურებს ბუნებაში დასვენება და განტვირთვა შეუძლიათ. სოფელი კაპნისთავი ბათუმიდან 26 კილომეტრში მდებარეობს. კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ყოფასა და ...

Read More »

საქართველოში სტუდენტის სტატუსის შეჩერების გამო, სწავლას 30,101 ახალგაზრდა ვერ ახერხებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სტუდენტური სტატუსის შეჩერების მაჩვენებელზე არსებულ ინფორმაციას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქმედითი და აქტიური ღონისძიებები განახორციელოს სწავლის საფასურის დავალიანების მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად, განათლების ხელმისწავდომობისთვის, ვინაიდან მდგომარეობა არასახარბიელო და წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც შეეხებოდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების, აღდგენის და გამომწვევი მიზეზების კვლევას. საქართველოს ...

Read More »

ნამახვანის კასკადი – ყოვლად არამდგრადი პროექტი

პოლიტეკონომიკური შეფასება ფაქტები და რიცხვები: ნამახვანის კასკადის ჰესების დაგეგმილი საერთო სიმძლავრე ჯამში 433 მეგავატია, სავარაუდო გამომუშავება – 1,6 მლრდ კვტ/სთ. კაშხლების სარკის ზედაპირი შეადგენს 100+510=610 ჰა, რაც მეტია 30 კმ სიგრძის 200-მეტრიან მონაკვეთზე – შედარებისთვის რომ  ვთქვათ, თბილისიდან რუსთავამდე ფეხბურთის ორი მოედნის სიგანის ზოლი. კაშხლების სიმაღლე იქნება 60 და 105 მეტრი. ზუსტად არ ვიცით, რამდენი ჰექტარი მიწის ფართობი მოექცევა წყლის ...

Read More »

ფეისბუქი COVID-19-ის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ თეორიებს წაშლის

ფეისბუქი წაშლის ცრუ პოსტებს კორონავირუსის ვაქცინების შესახებ. „მათ შორის იქნება ცრუ ცნობები ვაქცინების უსაფრთხოების, ეფექტიანობის, ინგრედიენტებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ. მაგალითად, წავშლით ისეთ ყალბ ცნობებს, როგორებიც არის თუნდაც ის, რომ COVID-19-ის ვაქცინა მიკროჩიპებს ან რაღაც ისეთს შეიცავს, რაც შემადგენლობის ოფიციალურ სიაში არ არის მოხსენიებული. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის ვაქცინების შესახებ ფაქტები ჯერ ახლა ქვეყნდება და ასე გაგრძელდება, რეგულარულად მოვახდენთ ისეთი ...

Read More »

როგორ ამარტივებს ცხოვრებას თიბისის გამოწერის ინოვაციური მოდელი

ცოტა ხნის წინ, თიბისი, საქართველოში პირველად, საბანკო სერვისების და პროდუქტების გამოწერის ინოვაციურ ბიზნესმოდელზე გადავიდა. სიახლე თიბისიმ მომხმარებლების ინდივიდუალურ  საჭიროებებს მოარგო და სამი განსხვავებული ტიპის ნაკრები  –  ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ შექმნა. „ბანკი გამოწერით” ბიზნესმოდელის ფარგლებში, მომხმარებელი საკომისიო გადასახადს თვეში ერთხელ იხდის და  მისთვის სასურველ საბანკო სერვისებს და პროდუქტებს  ერთიანი ნაკრების სახით უფრო მარტივად და ნაკლები დანახარჯით იღებს. ...

Read More »