Home » 2020 » December » 03

Daily Archives: December 3, 2020

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58,061.76 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო 58,061.76 ლარით დააჯარიმა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების ...

Read More »

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა” დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, 462 594 პოლისი გააფორმა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის” მიერ 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 7 მლნ ლარამდე ზარალი, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა” ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიამ 2020 წლის 9 თვის მონაცემებით 462 594 პოლისი გააფორმა. „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან. მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ მომხმარებლებს 11 მლნ ლარზე მეტის ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 7 მლნ ლარამდე ზარალი. ქონების, ...

Read More »

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 19 822 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 3 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 25 მლნ. აშშ დოლარი. სებ-ის ცნობით, აუქციონზე 19 822 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3111 შეადგინა. ცენტრალური ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე 25-ე სავალუტო ინტერვენციაა. ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 843 222 000 დოლარი გაყიდა.

Read More »

ტრადიციული 14+3 თეთრიანი აქცია სოკარის ქსელში ყოველ პარასკევს და შაბათს გრძელდება

პარასკევს და შაბათს განახლებული ენერჯი ბარათის მფლობელთათვის, მოქმედებს განსაკუთრებული, 14 თეთრიანი ფასდაკლება ბენზინსა და დიზელზე. ამასთანავე,  თითოეულ შეძენილ ლიტრზეშეგიძლიათ დამატებით დააგროვოთ 3 ქულა. 1 ქულა = 1 თეთრს.​ დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელიასაწვავში და სხვა პროდუქტებში, სოკარისნებისმიერი სერვის ცენტრის ან მობილურიაპლიკაციის  (SOCAR Geo) და ვებ–გვერდის(www.sgp.ge) მეშვეობით. ენერჯი ბარათზე დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია მომდევნო წლის ბოლომდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზს: *0001

Read More »

„დეფოლტის შესაძლებლობას კატეგორიულად გამოვრიცხავ“ – ვახტანგ ჭარაია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს

“მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უდიდეს წილად დამოკიდებული იქნება კოვიდინფექციის საქართველოში გავრცელებასა და მის მართვაზე”, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჭარაიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. „მსურს, გამოვეხმაურო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხს. ბევრი არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადება გავრცელდა ბოლო პერიოდში, რომელიც ...

Read More »

მიხეილ დუნდუა – ქვეყანაში დაცულია ბიზნესი, დაცულია ინვესტორთა უფლებები და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და მიუთითებს საქართველოს მაღალ რეპუტაციაზე კორუფციული რისკისგან თავისუფლების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ Trace International – ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ისეთი მთავარი ქვეკომპონენტის მიხედვით, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისგან თავისუფლება” საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. „ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ...

Read More »

ვაჭრობის დაფინანსება ვითიბი ბანკში კიდევ უფრო მოქნილი ხდება

სავაჭრო ოპერაციების დაფინანება, ვითიბი ბანკში,  მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადენს, ფაქტორინგი კი მისი ერთერთი ყველაზე მოქნილი და სწრაფად მზარდი ინსტრუმენტია. ვითიბი ბანკში ფაქტორინგული ოპერაციების წარმოება  2012 წლიდან დაიწყო, ხოლო 2015 წლიდან ვითიბი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაცია FCI (Factors Chain International) წევრი გახდა, რაც ბანკის კლიენტებს კიდევ უფრო უმარტივებს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ჩატარებას.  FCI-ს 2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 2,9 ტრილიონი ევროს მოცულობის ოპერაცია ...

Read More »

სტომატოლოგიური მომსახურება 33%-ით გაძვირდა

33%-ითაა გაძვირებული სტომატოლოგის მომსახურება კერძოდ კი კბილის ამოღება, ხოლო კბილის დაბჟენა 17%-ით გაძვირდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის დღეს განახლებულ ინფლაციის მაჩვენებლებში. სპეციალისტები სტომატოლოგიური მომსახურების ფასის ზრდის მიზეზად იმ რეგულაციების დაწესებას ასახელებენ, რომელიც მთავრობამ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის აამოქმედა პანდემიის მართვის და გავრცელების პრევენციის მიზნით. მედიკოსების განმარტებით, მათი დაცვა ბიზნესს ხარჯს უზრდის და უწევთ ეს ხარჯი დააბალანსოს მომსახურების გაძვირებით. შეგახსენებთ, ეს სტომატოლოგიური ...

Read More »

შემოსავლების სამსახური განმარტავს, როგორ უნდა მიიღონ დახმარება იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებსაც შეზღუდვების გამო საქმიანობა შეუჩერდათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, როგორ უნდა მიიღონ დახმარება იმ თვითდასაქმებულებმა,რომლებსაც შეზღუდვების გამო საქმიანობა შეუჩერდათ. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. „დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა ...

Read More »

ნათია თურნავა: რესტორნების ინდუსტრიისთვის დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა

დღეს ჩვენ დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. პირველ რიგში ეს ცვლილება ეხება რესტორნების ინდუსტრიას, რაც მოიცავს სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას. განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში ასევე ჩაერთვებიან ივენთ კომპანიები და კინოთეატრები და სახელმწიფო მათ მაქსიმალურად დაეხმარება. როგორც ...

Read More »