Home » 2020 » December » 02

Daily Archives: December 2, 2020

ანდრია გვიადიანი: რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენ ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება

გლობალურ ეკონომიკას დიდი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველო არის, ღია ტიპის მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ნებისმიერი პროცესი, რაც ხდება ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს რეგიონში და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ბუნებრივია, პირდაპირ პროპორციულად აისახება ეს საქართველოს ეკონომიკაზე, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ანდრია გვიადიანმა „დღის ქრონიკაში ისაუბრა „თვალი რომ გადავავლოთ ქვეყნებს, რომლებთანაც აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ყველგან პანდემიამ გამოიწვია ეკონომიკური რეცესია, მაღალი ინფლაცია და სხვა ტიპის ნეგატიური ...

Read More »

მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ – დავით ნარმანია

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ მათ შო­რის, არც 2021 და 2022 წლებ­ში. რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის” მიერ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფის ზრდის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორ­ში გა­ზის ტა­რი­ფის ზრდა სე­მეკ­თან შე­თან­ხმე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილს, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი სე­მე­კის მიერ 3 ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ

ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში. როგორც პირველ დეკემბერს გასაჯაროვებულ დოკუმენტშია ნათქვამი, 6-დან 11 წლამდე ბავშვებმა პირბადის ტარების გადაწყვეტილება რისკების შეფასების საფუძველზე უნდა მიიღონ. ასეთი რისკის ფაქტორები შეიძლება იყოს კორონავირუსის გადაცემის მაღალი რისკი, რამდენად შეუძლია ბავშვს პირბადის წესების დაცვით ტარება და თუ ჰყავს მას ზედამხედველი უფროსი ადამიანი, ადგილობრივი სოციალური ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო – არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება

ფინანსთა სამინისტრო – არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება; ბიუჯეტში საგანგებოდ გამოთავისუფლებული ეკონომიები მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუდიტის სამსახურის ანგარიშის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს დამატებითი განმარტება. არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე. რეალური სურათი, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ...

Read More »

აუდიტის სამსახური – მთავრობამ ორ კვარტალში 445 მლნ ლარი ვერ აითვისა და მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც

მთავრობას 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში წლიურ გეგმასთან შედარებით ჩამორჩენა აქვს. აუდიტის სამსახურის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პირველ ორ კვარტალში მთავრობამ 445 მლნ ლარი ვერ აითვისა და მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება მესამე კვარტალშიც. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 8 თვის მდგომარეობით, გადასახდელების შესრულება წლიური გეგმის 60.1%-ს (9.6 მლრდ ლარს) შეადგენს ...

Read More »

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

ლიბერთი ბანკი სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს – 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს. ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. ახალი აქციის პირობებიც სწორედ იმ მიზნით შემუშავდა, რომ რთულ და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი მომხმარებელს და შეუმსუბუქოს პანდემიით გამოწვეული სიძნელეები. ახალი აქცია ფიზიკური პირებისთვის  სამომხმარებლო სესხზე ...

Read More »

კალაძე: წელს საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა, დასახარჯი თანხა სარეზერვო ფონდში გადაირიცხება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, წელს საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოფლის მოწყობის შემთხვევაში, კონტროლი გაჭირდებოდა. “ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო სოფელი წელს არ იქნება. ეს ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იქმნებოდა იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიები, ბაბუები და გაჭირდებოდა კონტროლი. უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ არ ...

Read More »

„დეფოლტის რისკი არ არსებობს, ასევე, უსაფუძვლოა შიში, რომ ინვესტორები ქვეყნიდან გავლენ“ – გიორგი ცუცქირიძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს

პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ წუთში, ამ მოცემულობით, საგარეო ვალის მართვით არც არანაირი დეფოლტის რისკი არსებობს და ასევე უსაფუძვლოა შიში, რომ ინვესტორები ქვეყნიდან გავლენ”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა. ცუცქირიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. მისი განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა ხარჯების ზრდამ და შემოსავლების კლებამ გამოიწვია. „2021 წლის ბიუჯეტი ბევრ რამეში, ფაქტობრივად, იმეორებს იმ ...

Read More »

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

​ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ. შესაბამისი განცხადება ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს გააკეთა. ამერიკელმა გენერალმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ და ნატო უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ამ რეგიონზე. მან ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც მისი აზრით, აშშ-მა საქართველოს მხარდასაჭერად უნდა გააკეთოს. „პირველი – ...

Read More »

სოსო ფხაკაძე: ლარის კურსი ქართული ეკონომიკისთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა

„ლარის კურსი არის ყველაზე დიდი პრობლემა თუ რაიმე გააჩია დღეს ქართულ ეკონომიკას და ბიზნესს,” – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა განუცხადა. სოსო ფხაკაძის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კომუნიკაცია გრძელდება. „ლარის კურსთან დაკავშირებით ბიზნესასოციაცია დიდი ხანია ღიად საუბრობს. ფაქტია, რომ ამ პრობლემას რაიმე გზით უნდა ეშველოს და ბიზნესისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ხელისუფლებასთან,“- განმარტა სოსო ფხაკაძემ. წყარო: business-partner.ge

Read More »