Home » 2020 » December » 01

Daily Archives: December 1, 2020

გიორგი ცუცქირიძე: პანდემიის ახალი შემოტევისას, ბიუჯეტის განხილვის პროცესში პოლიტიკური ძალების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

„როგორც მოსალ აჭიროებების დაფინანსებაზე, აისახა ახალ ვარიანტში,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. ექსპერტის განცხადებით, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში კვლავ პრიორიტეტად ორი მთავარი მიზანი რჩება – ზრუნვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაზე. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია როგორც ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები. „ნიშანდობლივია, რომ ბიუჯეტის ...

Read More »

„სახელმწიფო ვალი 2021 წელს მშპ-ს 60,1%-ს მიაღწევს, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი“

„სახელმწიფო ვალი 2021 წელს მშპ-ს 60,1%-ს მიაღწევს, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი“, – ამის შესახებ ეკონომისტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს. “რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე: პანდემიურმა დღის წესრიგმა ცხადია მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზეც მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა და ხარჯვა დაიგეგმა იმგვარად, რომ პრაქტიკულად თანაბარზომიერად არის გათვალისწინებული, როგორც მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის საკითხი, ...

Read More »

“ზოომარტი” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 10 ტონა საკვებს უსასყიდლოდ გადასცემს

“ზოომარტი” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 10 ტონა საკვებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ კომპანიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ ინფორმაციას. “მოგესალმებით, როგორც იცით, არსებული შეზღუდვების ფონზე რიგი მიზეზების გამო ქუჩაში ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე. “ზოომარტმა” მოახდინა 10 ტონა საკვების მობილიზება, რომელიც დეკემბერსა და იანვრის თვეში უსასყიდლოდ გადაეცემა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს. ვისაც მიკედლებული გყავთ ან ზრუნავთ ქუჩის მიუსაფარ ცხოველებზე, , დამატებითი დეტალებისათვის ...

Read More »

წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა

წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა. ” სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის ...

Read More »

ამერიკელებმა „შავ პარასკევს” ინტერნეტ-შოპინგზე 9 მლრდ დოლარი დახარჯეს

ამერიკელებმა ახალი კორონავირუსის პირობებში მიმდინარე წლის „შავ პარასკევს“ ონლაინ შესყიდვებზე რეკორდული 9 მილიარდი დოლარი დახარჯეს. Associated Press-ის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაცემებს ავრცელებს კომპანია Adobe Analytics-ი, რომელიც ამერიკის 100-დან 80 ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელის ანალიზირებას ახდენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 7 მილიარდ 400 მილიონი, 2018 წელს კი 6 მილიარდ 200 მილიონი დოლარი. როგორც მკველვარები ამბობენ, ინტერნეტ მაღაზიებისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია იმით, ...

Read More »

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ. ამის შესახებ სამშაბათს თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. “მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც ეხება თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის საფუძვლებსა და პრინციპებს და ხელი მოეწერა შეთანხმებას. მიმდინარეობს საჭირო სამუშაოები ერთობლივი ცენტრის ადრეული მუშაობის დასაწყებად”, – ნათქვამია კომუნიკეტში. ამავე დროს, თურქული მხარე არ ასაჯაროებს დეტალებს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. ...

Read More »

იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტი კეთილი იყოს შენი მობრძანება, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველი ოჯახებზე იყო განკუთვნილი, ახლა საყოველთაო ხდება. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ მშობლები ახლა მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტი ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, ...

Read More »

„ბანკები მზად არიან სოციალური დახმარების მქონე პირებს სესხების რესტრუქტურიზაცია შესთავაზონ”

იმ პირებს, რომელთაც ახალი შეზღუდვების გამო სამუშაო ადგილები დაკარგეს, კომერციულ ბანკებში სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეს არ იქნება ავტომატური გადავადება და კომერციული ბანკი გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე მიიღებს. „დღეს საბანკო სისტემისგან რესტრუქტურიზაციებზე მზაობა არის. იმ პირებს, ვინც სიაში მოხვდებიან და მიიღებენ სოციალურ დახმარებას, არის მზაობა, რომ კომერციულმა ბანკებმა რესტრუქტურიზაცია ...

Read More »

ცომაია – საქართველოს საგარეო ვალის მაჩვენებელი კრიტიკულია – ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე

ეკონომიკური ექსპერტის, აკაკი ცომაიას განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული საგარეო ვალის მაჩვენებელი კრიტიკულია. მისივე განმარტებით, როდესაც ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიო საზოგადოების შეფასებით, ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე. ცომაიას თქმით, იმ ფონზე, რომ ლარი შეიძლება კიდე უფრო მეტად გაუფასურდეს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საგარეო ვალის ტვირთი. „როდესაც ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიო საზოგადოება ამას უყურებს, რომ ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე ...

Read More »

ცერცვაძე: გუშინ ხელი მოეწერა სამთავრობო ხელშეკრულებას და დაახლოებით, ორ კვირაში „რემდესივირს“ შემოვიტანთ

„როგორც ვიცი, გუშინ მოეწერა ხელი სამთავრობო ხელშეკრულებას, სადღაც ორ კვირაში მოხდება მისი შემოტანა“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირზე“ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ, ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა თავის გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანა და უწევს რეკომენდაციას. ამავდროულად, ჯანმო-მ არ შეიტანა თავის ...

Read More »