Home » 2020 » December

Monthly Archives: December 2020

ივანე მაჭავარიანი: ენერგეტიკის შემთხვევაში, საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში

იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შესახებ საუბრისას განაცხადა. „2021 წელი რთული იქნება, შესაბამისად, ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი, დავეხმაროთ და თანადგომა გამოვუცხადოთ მოსახლეობასა და შესაბამისად, ბიზნესის ...

Read More »

იტალიაში 10 ტონა ქართული თაფლის ექსპორტი განხორციელდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინფორმაციით, იტალიაში 10 ტონა ქართული თაფლის ექსპორტი განხორციელდა. სეს-ს განცხადებით, ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების (მძიმე მეტალები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) მონიტორინგის გეგმა. რომლის ფარგლებშიც, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იღებს 100 ნიმუშს და იკვლევს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. „2016 წლის ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იფქლი“ ახალ საწარმოს აშენებს

„საქართველოს ბანკი” ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ ფართოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკის” პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის მიწოდებაა. „ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციით კომპანია ახლა უკვე ქუთაისში ახალ საწარმოს აშენებს, რომლის გახსნაც 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. ევროპული ...

Read More »

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის – FMCG სექტორის მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის – FMCG სექტორის შესახებ მიმოხილვა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კვლევის მიხედვით, ორგანიზებული ბაზარი პანდემიის პირობებში ზრდას განაგრძობს და მოსალოდნელია ორგანიზებული მოთამაშეების ბაზრის წილისა და კონკურენციის ზრდის პირობებში, 2019 წლის დონე შეინარჩუნოს. „ორგანიზებულ ბაზარზე საშუალო ზომის მოთამაშეების წილი ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ 2021 წელს ჩვენ გვექნება მთავრობის ვალის და დეფიციტის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2021-2022 წწ-ში მკვეთრად იზრდება რისკები, რაც საფრთხის შემცველია მაკროეკონომიკური, მონეტარული სტაბილურობისთვის, ლარის კურსისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განმარტა, გაზრდილმა რისკებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულაციას და ასიგნებების განხორციელებას. „არ დაგიმალავთ და ვიტყვი, ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ 2021 წელს ჩვენ გვექნება მთავრობის ვალის და დეფიციტის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა. ეკონომისტებისთვის ...

Read More »

„ინვესტიციები სანთლით საძებარი იქნება“ – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმადო დამძიმებულია და ქვეყნის ეკონომიკა 2021 წელს პრობლემებით დახუნძლული ხვდება. ამის შესახებ მან პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მიერ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა. „პანდემიის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე არის 7.1 მლრდ ლარზე მეტი. 2021 წელს ჩვენი ეკონომიკა მოწყვლადი და საკმაოდ პრობლემებით დახუნძლული ხვდება – გაზრდილია უმუშევრობა; შემცირებულია მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლები; ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააკრიტიკა

ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ მომავალ წელს მთავრობის ვალისა და დეფიციტის მაღალი ზრდა გვექნება. მათი შემცირების მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ 2021 წელს თუ არა 2022 წელს, ქვეყნის რეიტინგი შეგვიმცირონ და კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დავდგეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 ...

Read More »

,,დაზარალდება მომხმარებელი და არა ბიზნესი. ფასები ტოტალურად გაიზრდება“- მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია ტარიფების ზრდაზე

ტარიფების ზრდა იქნება ბიძგი, დიდი ინფლაციისკენ – ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, კომუნალური გადასახადების ზრდის ეფექტს იგრძნობს მომხმარებელი და არა ბიზნესი. ,,პანდემიისგან დამძიმებულ ეკონომიკურ პირობებში, ტარიფების ზრდა ბიზნესისათვის ძალიან მძიმე ტვირთია. ბიზნესი გაზრდის ფასებს და მოხდება კიდევ უფრო დიდი ინფლაცია. ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი ამისაკენ. ბიზნესს, ნამდვილად არ აქვს იმის ...

Read More »

მაჭავარიანი – დიდად არ მგონია, რომ მაღალმთიან რეგიონებზე დაწესებული შეღავათები ეფექტურია

გამოგიტყდებით, დიდად არ მგონია, რომ მაღალმთიან რეგიონებზე დაწესებული შეღავათები ეფექტურია, – ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. “არის მაგალითად, მთის საწარმო. შეგიძლია მოიკითხოთ, აბა რამდენი საწარმოა და ამ შეღავათმა რა მისცა?! კი ბატონო, დახმარებები და სოციალური კომპონენტი არის. მაღალმთიან რეგიონებში პენსიას 20%-ით მეტს იღებენ, დახმარება არის დენის ნაწილშიც და ეს იმ სოციალურ პოლიტიკას მიჰყვება, რაც პენსიებზე და სოციალურ დახმარებებზეა“, ...

Read More »

ლანა გალდავა – დასავლეთისკენ უნდა გვქონდეს მიმართული ხედვა, რომ შავი ზღვა არ გახდეს რუსული ტბა

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა იან კელის ინტერვიუს აფასებს. როგორც გალდავამ აღნიშნა, იან კელის განცხადება მრავალმხრივი და საინტერესო იყო, რომელიც შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განვიხილოთ. მისი თქმით, იან კელის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ცხადყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. “აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ხედვა, ჰელსინკის აქტის პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, სამხრეთ კავკასიაში არსებული ...

Read More »