Home » 2020 » November » 30

Daily Archives: November 30, 2020

Moderna-ს ვაქცინა საბოლოოდ დამტკიცდა – ის 100 პროცენტით ეფექტურია

კომპანია Moderna-ს ვაქცინამ 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა. „ეს პოზიტიური პირველადი ტესტი ადასტურებს ჩვენი ვაქცინის შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს COVID-19 დაავადება 94,1 პროცენტიანი ეფექტურობით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ვაქცინა გახდება მძლავრი ახალი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს პანდემიის მიმდინარეობა”, – განაცხადეს კომპანიაში. primetime.ge

Read More »

Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის ნებართვისთვის დღეს მიმართავს

​ამერიკული კომპანია Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვისთვის დღეს მიმართავს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, რეგულატორებმა უნდა დაადგინონ, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია პრეპარატი, რის შემდეგაც მისი ფართო გამოყენების რეკომენდაციის გაცემაზე იმსჯელებენ. კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 94%-ს აღემატება. ტესტირებაში მონაწილეობა 15 ათასმა მოხალისემ მიიღო. ნახევარმა პლაცებო მიიღო, ნახევარმა კი ნამდვილი ვაქცინა. საკონტროლო ჯგუფში კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 185 იმ ჯგუფის წევრებს შორის დაფიქსირდა, ვინც პლაცებოს იღებდა. პრეპარატს ...

Read More »

ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ონლაინვაჭრობაზე გადასვლას ურჩევს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა. “მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული”, – თქვა ჯანდაცვის უწყების წამომადგენლებმა. 28 დეკემბრიდან ამოქმედებული რეგულაციებით რამდენიმე ათასი ადამიანი ...

Read More »

მეცნიერებმა თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაყვანილ თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ებრძვის. იაპონიის აერონავტიკის საძიებო სააგენტოს (Jaxa) და ტოჰოკუს უნივერსიტეტის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ კოსმოსში ყოფნისას თაგვებმა განიცადეს ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერის მსგავსი, მაგრამ უფრო სწრაფად პროგრესირებადია. Jaxa- ს თანახმად, ცილა, რომელმაც ტრანსფორმაციის პროცესი შეანელა, Nrf2-ია. კვლევის ფარგლებში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 თაგვი წაიყვანეს, სადაც მათ 31 ...

Read More »

„ჰორეკა სექტორს 30 მლნ ლარზე მეტი აქვს დავალიანება, 2-თვიანი ჩაკეტვა კიდევ უფრო მძიმე იქნება“

„ჰორეკა სექტორს 30 მლნ ლარზე მეტი აქვს დავალიანება. ამოსაღები თანხა კოლოსალურია, შესაბამისად, 2 -თვიანი ჩაკეტვა კიდევ უფრო მძიმე იქნება“ ,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცახადა. მისი თქმით, ე.წ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ჩაკეტვა, სადისტრიბუციო ქსელის მიმართ არსებული დავალინების ამოღებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ივა ჭტყონია განმარტავს, ბევრ ობიექტს, რომელიც ოპერირებას ვერ გააგრძელებს, ეს ვალები უბრალდო ჩარჩება და ...

Read More »

„ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა“

2020 წლის მაისში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქვედა “ნამახვანი” ჰესის მშენებლობისთვის, რომელიც “ნამახვანის” ჰესების კასკადში შედის და 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია 433 მგვტ დადგმული სიმძლავრით. პროექტი 105 მეტრიანი ბეტონის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს, რასთან დაკავშირებითაც გარემოსდამცველების და ადგილობრივების ნაწილი სეისმურ საფრთხეებზე საუბრობენ და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. რამდენად უსაფრთხოა რიონის ხეობაში ბეტონის კაშხლის მშენებლობა, კონკრეტულად რა მექანიზმებით ხდება საქართველოში მსგავსი ინფრასტრუქტურული ...

Read More »

IGG თავის მომხმარებლებს საახალწლოდ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას ლიმიტით – 2 000 აშშ დოლარს, თბილისი პარკინგის 6-თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს ერთდროულად გადასცემს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი თავის მომხმარებლებს საახალწლოდ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას (TPL) ლიმიტით – 2 000 აშშ დოლარს, თბილისი პარკინგის 6 თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს ერთდროულად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით მომხმარებელს ბაზარზე არსებულ მინიმალურ ტარიფს სთავაზობს. საახალწლო აქციის ფარგლებში, მსუბუქი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში მინიმალურ ტარიფის გარდა, ...

Read More »

გოჩა თუთბერიძე: ვირუსული პანდემიიდან გაკოტრების პანდემიამდე მივალთ

კოვიდ პანდემიისა და, შესაბამისად, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობა იძულებული გახდა, ეკონომიკური აქტივობა მეორედ შეეზღუდა. რა შედეგებამდე მიიყვანს ეს საქართველოს ეკონომიკას? „კვირა“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ეკონომისტ გოჩა თუთბერიძეს ესაუბრა. -საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ეკონომიკა 3.9 %-ით შემცირდა, ცხრა თვეში – 5.1 % -ით. პანდემიის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, ეკონომიკის ნაწილი ჩაეკეტა. ამ ყველაფრის ფონზე, წლის ბოლოსათვის რა სურათს მივიღებთ? ვფიქრობ, წლის ...

Read More »

1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, თხილის ექსპორტის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1 აგვისტოდან – 29 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11 311 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3 060 ტონით (37%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.7 მლნ აშშ დოლარით (46%) ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგმა 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგება გამოაქვეყნა

  2019 წელს კომპანიამ 10-მდე მსხვილი სოციალური პროექტი განახორციელა. განხორციელებული პროექტებისთვის ჯიპიაიმ 5 ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ჯიპიაი ჰოლდინგმა, ანგარიშგების პორტალზე Reportal.ge   და ვებგვერდზე GPIH.GE  2019 წლის მმართველობითი ანგარიშგების დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი ძირითად ფინანსურ მაჩენებლებსა და არაფინანსურ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს, რომელიც კომპანიამ 2019 წლის განმავლობაში განახორციელა. ანგარიშგება საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის და მასში დეტალურადაა გადმოცემული ყველა ის პროექტი, რომელიც ...

Read More »