Home » 2020 » November » 27

Daily Archives: November 27, 2020

ლადო პაპავა – სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება

მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, რადგან მოლოდინია, რომ ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ინფიცირების მზარდი დინამიკა. სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესორმა ლადო პაპავამ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა. ლადო პაპავას შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ გარკვეული შეზღუდვები ადრე დაწესებულიყო, თუმცა თუ პოლიტიკურ პროცესს გავითვალისწინებთ, მთავრობა სწორად მოიქცა. „ის პროცესი, რაც დღეს მიდის პანდემიის მეორე ...

Read More »

ნინა კეკელიძე – საქართველოს ეკონომიკა წითელ წიგნშია შესატანი

„დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორი, ნინა კეკელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მთავრობის მიერ წარდგენილი დახმარების პაკეტები კი მათთვის ზღვაში წვეთია. „ის შეღავათები, რომელიც დაანონსდა, რა თქმა უნდა, კარგია, მისასალმებელია, თუმცა კერძო სექტორის გადასარჩენად ზღვაში წვეთია. ეს არ არის ის მექანიზმი, რომელიც კერძო სექტორს გადაარჩენს, ან შეუნარჩუნებს მზაობას. დღეს საქართველოს ეკონომიკა წითელ წიგნშია შესატანი. იმდენად რთული ...

Read More »

აკაკი ცომაია – რესტორნების და ასეთ ტიპის ობიექტების შეზღუდვა არასამართლიანი გადაწყვეტილებაა

ეკონომიკის ექსპერტის, აკაკი ცომაიას შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი მიდგომაა. როგორც ცომაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, კვების ობიექტები არ არის ის ადგილი, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია. „რესტორნების და ასეთ ტიპის ობიექტების შეზღუდვა არასამართლიანი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდ რისკზონას წარმოადგენს. ავიღოთ დიდი საწარმოები, მშენებლობის სექტორი და სხვა სექტორები, ...

Read More »

ლევან ყარალაშვილი: სავაჭრო ცენტრების ზარალი დღეში 10 მლნ-ია

თბილისი ცენტრალის მმართველი კომპანიის, GRDC Holding BV გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სავაჭრო მოლებთან შეხვედრის დროს მთავრობის წარმომადგენლებს არ უთქვამთ, რომ მსგავს მკაცრ შეზღუდვებს დააწესებდნენ. ლევან ყარალაშვილი აქვე ამბობს, რომ თითოეული დახურული დღე სავაჭრო ობიექტებს 10 მილიონი ლარი უჯდებათ. “საცალო სავაჭრო სექტორი სქართველოში ერთ-ერთი ძირითადი დამსაქმებელია. მხოლოდ 2019 წელს ამ სექტორის ბრუნვა 10 მილიარდ ლარზე მეტი იყო. წელს ეს ყველაფერი შემცირებულია ...

Read More »

თიბისი – მსოფლიოში საუკეთესო ბანკი სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის

თიბისი, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის – Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში – სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში თიბისიმ რეგიონალური ჯილდოც აიღო, როგორც საუკეთესო კორპორატიულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საერთაშორისო აღიარება თიბისიმ  ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, ...

Read More »

იმნაძე – ხომ შეხედეთ, როგორ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები, ჯომოლუნგმაზე ავდივართ

შეხედეთ, როგორ მიდის კორონას შემთხვევები, ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „გუშინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გადასული ვართ სპირალის ეტაპზე, რას ნიშნავს ეს ეტაპი?“ „ამას ხომ ჩვენს ვებვგვერდზე ყოველდღე ვაქვეყნებთ, დღესაც იქნება, ხომ შეხედეთ, როგორ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება

მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნებოდა პურზე ფასები. „იყო ძალიან ბევრი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ როგორც პურის მწარმოებელთა, ისე პურის მწარმოებელთა კავშირის ან ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მხრიდან. საუბარი ...

Read More »

დავითაშვილი – I ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიან ტომარაზე სახელმწიფო სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა

პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიან ტომარაზე სახელმწიფო სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, პირველი ხარისხის ფქვილზე იმოქმედებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა და ის ოთხ თვეს, 31 მარტამდე გაგრძელდება. „ჩვენ განვსაზღვრეთ ფასი 53 ლარით. ეს არის ...

Read More »

გერმანიის მთავრობამ 180 მილიარდი ევროს მოცულობის სახელმწიფო ვალის აღების გადაწყვეტილება მიიღო

გერმანიის კოალიციური მთავრობა კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევის მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტში 180 მილიარდი ევროს მოცულობის სახელმწიფო ვალის აღებაზე შეთანხმდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა 17 საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გამოცემა წერს, რომ ვალის მოცულობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შოლცის მიერ სექტემბერში წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით იყო გათვალისწინებული, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს 96.2 მილიარდი ...

Read More »

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ ადამიანებს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით ემგზავრათ. „მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია ...

Read More »