Home » 2020 » November » 26

Daily Archives: November 26, 2020

პასუხები შეზღუდვებთან დაკავშირებულ კითხვებზე

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ▶ გადაადგილება 1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა? დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. 2. შესაძლებელია თუ არა, კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად ...

Read More »

“გალერია თბილისი“ მოიჯარეებს საიჯარო გადასახადისგან ათავისუფლებს

“გალერია თბილისი“  მასთან არსებულ მოიჯარეებს  იჯარის გადასახადისიგან ათავისუფლებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში განუცხადეს, იმ პერიოდში სანამ ობიექტი დახურული იქნება მაქსიმალურად შეეცდებიან მოიჯარეებს არსებული მდგომარეობა შეუმსუბუქონ. როგორც სავაჭრო ცენტრში განმარტავენ, სამწუხაროდ დღესდღეისობით არც ერთ სავაჭრო ცენტრს საქართველოში არ აქვს დანერგილი ონლაინ გაყიდვები, რადგან ტექნიკურად ეს ძალიან რთულია. ამიტომ,გადაწყვეტილების შესაბამისად, 28 ნოემბრიდან „გალერია თბილისი“ წვეტს მუშაობას. „გალერია თბილისის ადმინისტრაციაში მუშაობს 27 ...

Read More »

„მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია“

მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, იმ სფეროებში, სადაც შეიზღუდა საქმიანობა მთავრობა დასაქმებულებს 300 ლარიან კომპენსაციას გადაუხდის. „ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანხის გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა, გადასახადის გადამხდელმა პირებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია დასაქმებულების ...

Read More »

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და უმრავლეს სოციალურ ჯგუფზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები, როგორც ელექტროენერგიის, ასე ბუნებრივი აირის გადასახადი დაიფარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Read More »

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან – სრულად

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: · 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ...

Read More »

3-დან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე/დასვენების დღეები ცხადდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები, ასევე აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში, ამასთან ერთად არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. დღეს საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა.

Read More »

სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება

სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „საუბარი არის არა სესხების სუბსიდირებაზე, არამედ გადავადებაზე. ამაზე ვისაუბრეთ ბანკებთან, გვაქვს კომუნიკაციის კარგი არხები როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან. ყველაფერს ავამუშავებთ, რათა კონკრეტულად ამ სფეროში ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს გარკვეული ...

Read More »

ჩხენკელი: პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა

პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა. განათლების მინისტრმა ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. შესაბამისად, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება მედიცინის აკადემიური პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად“, – აღნიშნა ჩხენკელმა. მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში სამედიცინო პროტოკოლის დაცვა უნდა გაგრძელდეს

Read More »

რა დაუჯდება სახელმწიფოს დახმარების მეოთხე ტალღის პაკეტი

პრემიერმა განმარტა, რა დაუჯდება სახელმწიფოს დახმარების მეოთხე ტალღის პაკეტი. შესაბამის ციფრებზე გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. „დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების, სახელმწიფოს დაუჯდება 1,1 მილიარდი ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დღეს“, – განაცხადა პრემიერმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილები სახელმწიფოსგან კვლავ მიიღებენ ...

Read More »

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას.რაც გულისხმობს კონკრეტული კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლი-სამსახური-სახლი, ასევე შეხვედრებზე გადაადგილებას. სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივენების და მიკროავტობუსების მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე კომპანია უზრუნველყოფს მძღოლების და მგზავრებისთვის პირბადეებს, თერმოსკრინინს, ავტომობილების სრულ დეზინფექციას ყოველი დღის ბოლოს, ავტომობილების და მგზავრთა დაზღვევას, ასევე საწვავს. საერთაშორისო სტანდარტების ...

Read More »