Home » 2020 » November » 25

Daily Archives: November 25, 2020

„თიბისი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის ბიზნეს კლუბს ქმნის

„თიბისი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის ბიზნეს კლუბს ქმნის, რომელიც კლუბის წევრების მხარდაჭერაზე, განვითარებასა და სოციალიზაციაზე იზრუნებს.  ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიზნეს კლუბის შექმნით კომპანია მომხმარებლებს ბიზნესის კეთებას უმარტივებს, უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან. „ჩვენ ბიზნეს კლუბის შექმნით გავაერთიანეთ ორი სრულიად ინოვაციური მიდგომა საქართველოში, პირველი ეს არის „ბანკი გამოწერით“ და მეორე, ერთი სოციუმის ადამიანებისთვის, ...

Read More »

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონი დღეს შედგა. „2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Read More »

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია გაგრძელდება 31 დეკემბრამდე. „ლიბერთი უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენთვის. პედაგოგებისთვის ჩვენი სამომხმარებლო სესხის პირობები ყოველთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა წელს, პანდემიით გამოწვეული ...

Read More »

ერდოღანი – ვაპირებთ, აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია და მომავალი წლის აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინის გატანას გეგმავს. „ადგილობრივ ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მივაღწიეთ. ვაპირებთ, რომ აპრილამდე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ ბაზარზე”, – განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ვაქცინების განვითარებას ჩინეთში, რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში. „ზოგიერთი მათგანისთვის წინასწარი შეკვეთა მიცემული გვაქვს. იმედია, ამ თვის ბოლოს ...

Read More »

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ...

Read More »

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი – ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას განაგრძობს,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით, ქვეყნის ფინანსური სექტორი ჯანსაღია და საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს. „წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა ...

Read More »

საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ დოლარი შეადგინა

საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება. 2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება ...

Read More »

კომერციულმა ბანკებმა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს. სებ-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 36.35 მლრდ ლარი შეადგინა. „კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით (0.09%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – „ლოკდაუნის“ შედეგები ძალიან მძიმე იქნება, მასობრივად მოხდება სამუშაო ადგილების დაკარგვა

„ლოკდაუნის“ შედეგები ძალიან მძიმე იქნება, მასობრივად მოხდება სამუშაო ადგილების დაკარგვა“, – ამის შესახებ საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა, სადაც მან ეპიდვითარებასთან დაკავშირებით შეზღუდვების შესაძლო გაფართოებაზე ისაუბრა. გიორგი ცუცქირიძის თქმით, „ლოკდაუნმა“ შესაძლოა, ბიზნესისს „გაკოტრების მთელი სერია გამოიწვიოს“ . „ლოკდაუნზე“ საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი, ამ „ლოკდაუნს“ კი, გადავიტანთ, მაგრამ შედეგები ძალიან მძიმე იქნება. დიდი ალბათობით, ქვეყანა ...

Read More »

​​​​​​​Tesla-ს კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა

აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters წერს. 2020 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციებზე ფასი 6-ჯერ გაიზარდა. Tesla-ს აქციებზე ბოლოს, ფასის ნახტომი კომპანიის განაცხადს უკავშირდება. 21 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ Dow Jones-ის ინდექსზე კომპანიის აქციები განთავსდება. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Tesla-ს ფასიანი ქაღალდები 28%-ით გაძვირდა. ამასთან კომპანიის მფლობელის, ილონ მასკის ქონება $127,8 მილიარდამდე გაიზარდა. 2020 წლის დასაწყისში ილონ მასკი Bloomberg Billionaires Index-ში 35-ე იყო, ახლა კი მეორე ადგილზეა. წყარო: imedinews.ge

Read More »