Home » 2020 » November » 24

Daily Archives: November 24, 2020

ივანე მაჭავარიანი: ყველანაირად ვცდილობთ სრული „ლოკდაუნი“ ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში

ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება და ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გამოსავალი. „ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სრული ლოკდაუნი, სრული ჩაკეტვა ავირიდოთ განსაკუთრებით დეკემბერში, რომელიც ყველაზე აქტიური პერიოდია საცალო ვაჭრობის სფეროში წლის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად ...

Read More »

covid 19-ის ვაქცინაში საქართველო $17 მილიონს იხდის – ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-სთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანს შეადგენს. „ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ჩემი კოლეგებია. პირველ რიგში, ალბათ ყველგან სამედიცინო პერსონალი აიცრება. იგივე აშშ-ც სამედიცინო პერსონალით იწყებს, რადგან ყველაზე მოწყვლადი ...

Read More »

მედია – რუსულმა ვაქცინამ 95%-ზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ზე ჩატარებულმა კლინიკური ცდის შუალედურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ინექციიდან 28 დღის შემდეგ ვაქცინის ეფექტურობა 91,4%-ი, 42-ე დღეს კი -95% -ზე მეტი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ანალიზი 18 794 მოხალისიდან მიღებულ მონაცემს ეფუძნება, რომელიც კლინიკურ ცდაში მონაწილეობდა და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის პირველი და მეორე დოზა ან პლაცებო გაუკეთეს. შეგახსენებთ, ...

Read More »

ანა დოლიძე – ვითხოვთ, ხელისუფლებამ დადოს გეგმა და აკრძალოს ონლაინ აზარტული თამაშები

როგორ ხდება, რომ ონლაინ აზარტული თამაშები ყოველ წელს რეკორდულ მოგებას დებენ?! ვითხოვთ, ხელისუფლებამ მაგიდაზე დადოს ერთწლიანი გეგმა და აკრძალოს ონლაინ აზარტული თამაშები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ონლაინ აზარტული თამაშები ხელისუფლებამ მოსახლეობას განგებ დაუტოვა, როგორც გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. “დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თითოეული ლარი საშოვარი აქვთ, როდესაც ჩვენ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს განვიცდით, ონლაინ ...

Read More »

„თიბისი” აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს

„თიბისიმ”, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. როგორც „თიბისიში” აცხადებენ, საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. მათივე ინფორმაციით, აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა “თიბისის” მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან. „აკადემიაში პირველი ნაკადისთვის სწავლა 2021 ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონი დღეს გაიმართა და მასში ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. „2020 წლის 24 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 155 617 000 ლარი. ...

Read More »

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 10 848 ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 10 848 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 57.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 993 ტონით (38%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.4 მლნ აშშ დოლარით (48%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ...

Read More »

ცქიტიშვილი – უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება ვირუსის გავრცელების ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს

როდესაც ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების ...

Read More »

ინტელექტუალური რესურსის გადინება ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია – კოლინ დონოჰიუ

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დარჩეს ის ინტელეტუალური პოტენციალი, რაც არსებობს, – ამის შესახებ „სტარტაპ გრაინდ თბილისის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კოლინ დონოჰიუმ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები, ბრწყინვალე ტექნოლოგიური აზროვნებით მიდიან ქვეყნიდან, მუშაობას იწყებენ Geoogle-ში, ლონდონის სილიკონის ველში მუშაობას, საქართველო კი ამ  რესურსს კარგავს. როგორც დონოჰიუ აღნიშნავს, ქვეყანამ თუ დაკარგა ასეთი მაღალი უნარის მქონე ექსპერტები, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი დანაკარგი იქნება. დონოჰიუ ...

Read More »

საქართველოდან 2.2 მლნ აშშ დოლარის ვაშლია ექსპორტირებული

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე წელს წარმოებული ...

Read More »