Home » 2020 » November » 23

Daily Archives: November 23, 2020

სესხების ინდივიდუალური გადავადებები გაგრძელდება – სებ-ი მზადაა, ბანკებს ლიკვიდობისთვის შესაბამისი რესურსები მიაწოდოს

„მასიური გადავადებების საჭიროება აღარ დგას, თუმცა სესხების ინდივიდუალური გადავადებები გაგრძელდება,“ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის უფროსმა განუცხადა. დავით უტიაშვილის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზადაა, ბანკებს ლიკვიდობისთვის შესაბამისი რესურსები მიაწოდოს. „ჩვენ ამ დრომდე გვაქვს საკმარისი ბუფერები, რომელიც ჯერ არ გამოგვითავისუფლებია. იგივე კაპიტალის და ლიკვიდობის კუთხით. შევძლებთ, რომ ეს რესურსები გამოვათავისუფლოთ. ასევე თუ ამის საჭიროება დადგა, შეგვიძლია გავაფართოვოთ ლიკვიოდობის ...

Read More »

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის ხელახალი ინფიცირების ვადამ საკმაოდ გადაიწია

ინფექციონისტისა და კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანში, განმეორებითი ინფექცია უკიდურესად იშვიათია. მისივე განცხადებით, დღეს არსებული ვარაუდებით, დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება. “ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანი ხელახლა დაინფიცირდეს, უკიდურესი იშვიათობაა. მსოფლიოში ამის უიშვიათესი შემთხვევებია აღწერილი. ანტისხეულები დაახლოებით 2 კვირის თავზე ჩნდება. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა რომ ანტისხეულებზე ტესტის ...

Read More »

“რუსები მოგვთხოვენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნას” – რა პროექტები განიხილეს ერევანსა და ბაქოში ვიზიტისას კრემლის მაღალჩინოსნებმა

შესაძლოა რუსეთმა საქართველოს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მოსთხოვოს, რადგან ირანთან ჰქონდეს პირდაპირი კავშირი, ხოლო ირანის საზღვაო პორტების მეშვეობით გავიდეს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის” საზღვაო-სატრანზიტო კორიდორზე – ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რომელიც სომხეთთან დაკავშირებული პროექტების განხილვას შეეხებოდა. მისი თქმით, რუსეთი თავის ინტერესებზე ზრუნავს, თუმცა სომხეთსაც აძლევს გარანტიას ჩაერთოს სატრანზიტო ...

Read More »

„ლილო არენას“ პროექტზე მუშაობა დასრულებულია

„ლილო არენას“ პროექტზე მუშაობა დასრულებულია. მულტიფუნქციური და სპორტული კომპლექსი ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ მსურველს. ასევე, კომპლექსის ბაზაზე იქნება მინიატურული ქალაქი, საბავშვო ზონა, ოფროუდ პარკი და რა თქმა უნდა, ავტოდრომი. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ მიწის ნაკვეთი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას გადაეცა, სადაც სულ მალე მულტიფუნქციურ კომპლექსს ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ Lilo Arena პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს“ გამარჯვებულია.

Read More »

სი ძინპინი ქვეყნებს QR კოდების გამოყენებით საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და სწრაფი გზა, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გადაადგილებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა სი ძინპინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მოგზაურების ჯანმრთელობის სტატუსი ე.წ. QR-კოდებით უნდა გადამოწმდეს. სი ძინპინმა განმარტა, რომ კოდების გამოყენებით შესაძლებელია ნუკლეინის მჟავის ტესტის შედეგებზე ...

Read More »

რას გულისხმობს “კოვიდ პასპორტი”, რომლის შემოღებაზეც უკვე დიდ ბრიტანეთში მსჯელობენ

რას გულისხმობს “კოვიდ პასპორტი”, რომლის შემოღებაზეც უკვე დიდ ბრიტანეთში მსჯელობენ დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლავს სა­კითხს “კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბის“ შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ. ე.წ. კო­ვიდ პას­პორ­ტი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ჩა­ი­ტა­რებს. ამის შე­სა­ხებ The Sunday Times-ი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ასე­თი ზო­მე­ბი ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის მფლო­ბე­ლებს, ქვე­ყა­ნა­ში გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დნენ, ვიდ­რე ისი­ნი, ვინც ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უარს იტყვის. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ...

Read More »

უჰანი პანდემიის დასაწყისში და დღეს – როგორ დაამარცხა ვირუსი covid-19-ის „სამშობლომ“

2019 წლის დეკემბერში ჩინეთიდან დაუდგენელი პათოგენით გამოწვეული პნევმონიის მასობრივად გავრცელებამ მსოფლიო შეძრა. ახალი კორონასვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა.  9 მილიონიან ქალაქში მალე კარანტინი გამოცხადდა და მოქალაქეებს ქალაქის დატოვება აეკრძალათ. კორონავირუსმა ვუჰანიდან გამოღწევა შეძლო, ჩინეთის საზღვრებსაც გასცდა და მსოფლიო სრულად შეცვალა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა, რასაც მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვების დაწესება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ...

Read More »

იგორ აფციაური: თუ არ მოვემზადეთ, ზაფხულის სეზონიც ჩაგვივარდება

Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი, იგორ აფციაური მთავრობას ურჩევს, ახლავე დაიწყოს მზადება 2021 წლის ზაფხულის სეზონისთვის. აფციაურის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში წლევანდელის მსგავსად მომავალი წლის სეზონიც ჩავარდება. „ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ნოემბერ-იანვარში, ზაფხულის სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მაგ დროისთვის რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდეს. თუ ახლა არ გადავდგით სწორი ნაბიჯები და თუ არ მოვემზადეთ, სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონიც ჩაგვივარდება. ...

Read More »

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია. გამორჩეული მადლობა გიორგი ...

Read More »

ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მუხათგვერდის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივნიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე, გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, მუხათგვერდის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ფარნავაზ მეფის გამზირის, გიორგი ბალანჩინის ქუჩის, მირიან მეფის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც შეიცვლება. ...

Read More »