Home » 2020 » November » 20

Daily Archives: November 20, 2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

20 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე – ჯამში, 45 კბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის ...

Read More »

მე-3 კვარტალში ხორცის წარმოება 6.4%-ით, კვერცხის – 9.6%-თ შემცირდა, ხოლო რძის 2%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მე-3 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 955 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453 ათას 800 სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ ...

Read More »

გერმანია ავტოინდუსტრიას დამატებით 3 მილიარდით დაეხმარება

გერმანიის ხელისუფლება ქვეყნის ავტოინდუსტრიის დასახმარებლად დამატებით 3 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა. ჯამში კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ავტოინდუსტრიისთვის ხელისუფლების მხრიდან გაცემული იქნება 5 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა. გაცხადებული თანხიდან 1 მილიარდი გადაირიცხება ე.წ. „ავტომრეწველობის მომავლის ფონდში“, რომელიც განკუთვნილია საშუალოვადიან და გრძელვადიან სტრატეგიებზე ამ სექტორის ტრანსფორმაციისთვის. ბერლინმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ მომავალი წლის ბოლომდე ...

Read More »

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ციფრული საბანკო პლატფორმა უზბეკეთში წარმატებით განვავითარეთ

ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ციფრული საბანკო პლატფორმა უზბეკეთში, – ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. TBC ბანკის 2020 წლის 9 თვის აუდიტორულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 12 ოქტომბრის მდგომარეობით, დამთავრდა “friends and family” ტესტირება და პლატფორმა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი პირდაპირ ბეტა რეჟიმში გახდა. ასევე, Space app, რომელიც PlayMarket- სა და Appstore- ზე გამოჩნდა, უზბეკეთში უკვე ბრენდირებულია, როგორც TBC UZ და ...

Read More »

საბერძნეთის სოფელი, 9 მოსახლით, სადაც მკაცრ კარანტინს და დისტანციას იცავენ

საოცარი დისციპლინის მქონე ხალხის შესახებ ბერძნული მედია წერს. საუბარია დრამას ერთ-ერთ სოფელზე, პაპადეს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ 9 ადამიანი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის უცხოა სიტყვა ხალხმრავლობა, მკაცრად იცავენ ყველა ზომას, რომელიც უსაფრთხოებისთვის არის მიღებული. გიორგოს მიხალიდისი, საკუთარ მეუღლესთან და რამდენიმე თანასოფლელთან ერთად, კარანტინის წესებს ისევე იცავს, როგორც დიდი ქალაქების მაცხოვრებლები და გარეთ გასვლისას პირბადის გაკეთებაც არ ავიწყდებათ. გარდა ...

Read More »

შესაძლოა, ევროპაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოხმარებისთვის დეკემბერში დამტკიცდეს – მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ შესაძლოა, ევროპაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოხმარებისთვის დეკემბერში დამტკიცდეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს ევროკავშირის ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „უნდა აღვნიშნო, რომ ვაქცინის შესახებ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებული სიახლეები ძალიან დადებითია და ვფიქრობთ, დეკემბერში ან შემდეგი წლის დასაწყისში უკვე მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინა გვექნება, და შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციებიც დაიწყება“, – განაცხადა მერკელმა. გერმანიის კანლცერმა ასევე განაცხადა, ...

Read More »

თემურ ჭყონია – მეგობრებო, სახელმწიფოს უჭირს… პრობლემის გადავადება არ ნიშნავს მის გადაწყვეტას

პრობლემის გადავადება არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას – ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” მოთხოვნას მთავრობისადმი, რომ ხელისუფლებამ კერძო სექტორს საგადასახადო შეღავათები, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ, კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივოს. თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ გადასახადების გადავადება პრობლემას ვერ გადაჭრის და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური განხილვა უნდა მოხდეს და ბიზნესს სხვადასხვა მექანიზმი შესთავაზონ. “პრობლემა არსებობს გადახდისუნარიანობაში და რა გარანტია გვაქვს, რომ 6-7 თვის მერე, ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – ქართულ სადაზღვევო ბაზარს გაორმაგების პოტენციალი აქვს

18 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემებს პანდემიის პერიოდში სადაზღვევო ინდუსტრიის მდგომარეობა, ქართულ ბაზარზე მისი ზრდის საკითხი, გამოწვევები და მისი გაციფრულება წარმოადგენდა. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება XPRIMM-ის მხარდაჭერით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. მასზე დასწრება ყველა დარეგისტრირებული მსურველისთვის თავისუფალი იყო. საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციას უძღვებოდა ფრანკფურტის გოეთესა და ლუვენის უნივერსიტეტების პროფესორი კარელ ვან ჰულე. მასში მონაწილეობა მიიღეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის ...

Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმი საქართველოს საფინანსო სისტემაზე დისკუსიას მიეძღვნა

„საქართველო – პატარა ქვეყანა, დიდი შოკი – ფინანსური სისტემის ფუნქციონირება უპრეცედენტო შოკის პირობებში”, – ამ სახელწოდებით “საერთაშორისო სავალუტო ფონდის” შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ორგანიზებით, დისკუსიის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მომხსენებლებად საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით ...

Read More »

დონალდ ტრამპი – პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, დამატებითი ფაქტები მოწმობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბებას აქვს ადგილი. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. „მატულობს მტკიცებულებები, რომლებიც ამომრჩეველთა მონაცემებით თაღლითობას მოწმობს. მათ შორის, 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში და კიდევ მრავალი ათასი მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ ხმების ხელოვნური რაოდენობაა“ , -აცხადებს ტრამპი. მედიასაშუალება ...

Read More »