Home » 2020 » November » 19

Daily Archives: November 19, 2020

თეგეტა მოტორსი ავტომობილის მძღოლებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად სპეციალურ აქციებს სთავაზობს

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში პირველი თოვლი მოვიდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და დედაქალაქშიც მოსალოდნელია თოვლი. ტემპერატურის კლებასთან ერთად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოცურებით ან საჭის ვერ დამორჩილებით. ამიტომ მნიშვნელოვანია შეამოწმოთ რამდენად მზად არის თქვენი ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის. „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის შემოწმებას სრულიად უფასოდ გთავაზობთ, რაც მოიცავს  ...

Read More »

ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების საკვების შეტანა ნებადართულია. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=uriserv:OJ.L_.2020.386.01.0006.01.ENG&toc=OJ:L:2020:386:TOC აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, საქართველოში სპეციალური ვიზიტისას დადებითად შეაფასა. კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანიჰესის“ პროექტი პიკზე საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს

„ნამახვანიჰესი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანიჰესის“ მშენებლობის გამო საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარისას. „პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით. სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება“, – ...

Read More »

„რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დღეს ყველაზე უფრო რეალურია”

“რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დღეს ყველაზე უფრო რეალურია”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გამახარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას სოჭში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. „პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კარგა ხანს არ იყო ცნობილი, რაზე იყო იქ საუბარი. თუმცა, ძნელი მისახვედრი არაა, რის ...

Read More »

შემოსავლების სამსახური – გადასახადის 9 238 გადამხდელს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდა

ეკონომიკის სტიმულირების, ასევე, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დეკლარაციების შესაბამისად, 9 238 გადასახადის გადამხდელს, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე უკვე დაუბრუნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაბრუნებული თანხის საერთო ოდენობამ 73 მილიონი ლარი შეადგინა. მთავრობის აღნიშნული ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება. გადაწყვეტილება ...

Read More »

ნათია თურნავა – წერტილოვანი შეზღუდვები იქნება – რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ

წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც თურნავამ განმარტა, არსებულ პირობებში რამდენადაა შესაძლებელი სრულფასოვნად იმუშაონ ზამთრის კურორტებმა, ეს კითხვა დგას. „ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ...

Read More »

„აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაემატება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაემატება: „კერძოდ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, საქართველოში ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება – ...

Read More »

4-ჯერ შემცირებული გაყიდვები და ბრძოლა გადარჩენისთვის – როგორ შეცვალა პანდემიამ საავტომობილო ბაზარი

ბიზნესი, რომელიც ერთ დროს საკმაოდ მომგებიანი იყო, დღეს გადარჩენისთვის იბრძვის. კორონავირუსის პანდემიამ და მეზობელ ქვეყნებში არსებულმა მდგომარეობამ, ქართველ ავტოდილერების ნაწილს გაყიდვები არა თუ გაუნახევრა, ოთხჯერ შეუმცირა. ამბობენ, რომ მათი ბიზნესის მიმართ რაიმე მნიშვნელოვანი შეღავათი არ განხორციელებულა, შესაბამისად, არსებობა ძალიან უჭირთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 33 677 მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, 45 189 ერთეულით ნაკლების, ვიდრე 2019 ...

Read More »

ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა

ბათუმის მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  ბათუმის მერია ავრცელებს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, თერმოსკრინინგის აპარატების დამონტაჟება დანარჩენ ავტობუსებშიც იგეგმება. „კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში დავამონტაჟეთ თერმოსკრინინგის აპარატები, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება მგზავრთა ტემპერატურა. სატესტო რეჟიმის გავლის შემდგომ, ვგეგმავთ აპარატების მონტაჟს დანარჩენ ავტობუსებშიც. მოგეხსენებათ, ავტობუსებში ასევე დამონტაჟებულია სადეზინფექციო სითხის დისპენსერები. აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ...

Read More »

მაჭავარიანი დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებაზე: სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს

ივანე მაჭავარიანი დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ...

Read More »