Home » 2020 » November » 18

Daily Archives: November 18, 2020

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავსტრიის ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა ავსტრიის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, საქართველოში თომას მიულმანს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ამჟამად არსებული ფინანსური რესურსები, მათ შორის, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მობილიზების საკითხები. ივანე მაჭავარიანმა სტუმარს ...

Read More »

„თეგეტა მოტორსის“ 25 წლის საიუბილეო კონკურსში ახალთახალი მაზდას, ნიუს ელექტრო სკუტერების და საირმეში დასვენების ვაუჩერის მოგებაა შესაძლებელი

„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის გახდა. აღნიშნულ საიუბილეო თარიღს ჰოლდინგი განსაკუთრებულად აღნიშნავს.  „თეგეტა მოტორსმა“  თავისი იუბილის აღსანიშნავად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, კრეატიული ვიდეო გადაიღოთ და მიულოცოთ „თეგეტა მოტორს“ 25 წლის იუბილე. კომპანია გამარჯვებულებს საჩუქრად გადასცემს: პირველი ადგილი – მაზდა CX3, მეორე ადგილი – ელექტრო სკუტერი NIU და მესამე ადგილი – კურორტ საირმეს საგზური, ასევე სპეციალური პრიზი ელექტრო სკუტერი NIU ...

Read More »

“BOGG-ს ინვესტიციების მოზიდვის და მისი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების დიდი გამოცდილება აქვს”

საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, – აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. „უცხოელი ინვესტორების მხრიდან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკისა და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და ...

Read More »

MeowTalk – აპლიკაცია, რომელიც კატების „საუბარს“ გითარგმნით

აპლიკაცია MeowTalk-ის მიზანია, ადამიანებს უკეთ ესმოდეთ კატების, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ანუ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც კატის „საუბარს“ ადამიანურ ენაზე თარგმნის. როგორ უნდა გამოიყენოთ MeowTalk? ამ აპლიკაციის საშუალებით, იწერთ თქვენი კატის კნავილს და კრუტუნს, შემდეგ კი ამ ხმას უსადაგებთ 9 უნივერსალურ, საბაზისო სურვილს თუ შეგრძნებას, მაგალითად,  „მშია“, „მტკივა“ და ა.შ. ამ აპლიკაციაში არაფერი არაორდინალური და მისტიკური არ არის, ის უბრალოდ ...

Read More »

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია ENKA Renewables (შპს „ენკა რინიუებლზ“) საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. «გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ნებართვასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ქვედა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება. ქვედა ნამახვანი ჰესის პროექტის ფარგლებში კომპანია ...

Read More »

არიელ კოენი: საქართველო გახდება სპეციალური სტატუსის მქონე ნატოსთვის, რაც ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობით დასრულდება

ბატონი პომპეო ცდილობს აჩვენოს, რომ შეერთებული შტატები ჩართულია სამხრეთ კავკასიაში და აქვს ძალიან ძლიერი ურთიერთობები საქართველოსთან და რომ ის განაგრძობს ამ პარტნიორობას მომავალშიც, – ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი არიელ კოენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს. „ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციებს შორის იშვიათ მსგავსებებს შორისაა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების კარგი ურთიერთობების ქონა. მაგალითად უკრაინასა და საქართველოსთან და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოების მხარდაჭერა. ვფიქრობ რომ ...

Read More »

სუსტი ლარის პოლიტიკა არ ამართლებს და ბიზნესს ძირს უთხრის

სუსტი ლარის პოლიტიკა საქართველოსთვის მომგებიანი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ უკვე ბიზნესმენებიც ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ეროვნული ბანკის მიდგომას აკრიტიკებენ ანალიტიკოსებიც და აცხადებენ, რომ ამ მხრივ არსებული პოლიტიკა შესაცვლელია.  ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკას კიდევ ერთხელ უპირისპირდება და აცხადებს, რომ სებ-ის ინტერვენციები მოჩვენებითია. „ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვების პოლიტიკა რომ არაეფექტურია, ამას ადასტურებს მცირე ...

Read More »

თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით – გახარია პომპეოს

გიორგი გახარია მაიკლ პომპეოს შეხვდა. თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა ...

Read More »

ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება – პომპეო

გიორგი გახარია მაიკლ პომპეოს შეხვდა. „ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება“, – ამის შესახებ შშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ, გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული ...

Read More »

„პომპეომ უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა საქართველოთი, როგორც რეგიონის ცენტრით“

„საქართველომ თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთადერთი ისეთი დერეფნის კარიბჭედ, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ არ გადის რუსეთსა ან ირანზე. სხვაგვარად, საქართველო შესაძლოა, არც ისე საინტერესო იყოს ევროპელი და აშშ-ს ინვესტორებისთვის. მაგრამ როგორც რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის ყველაზე მეტად დამცავი და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, საქართველო შეიძლება გახდეს ...

Read More »