Home » 2020 » November » 17

Daily Archives: November 17, 2020

ეროვნული ბანკი – ოპტიმისტური სცენარით, 2021 წელს ლარი 5%-ით გამყარდება, ხოლო პესიმისტურით 20%-ით გაუფასურდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა. საბაზისო სცენარის მიხედვით, 2020 წელს, ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება. ეს გამოწვეულია ახალი კორონავირუსის გლობალური გავრცელების პირობებში როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის მკვეთრი დაცემით. თუმცა, როგორც სებ-ის საბაზისო სცენარშია აღნიშნული, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული პიკური ვარდნის შემდეგ, ეკონომიკურ აქტივობაში გაჯანსაღების დაწყების ნიშნების გამოიკვეთა. ამასთან, საბაზისო სცენარის მიხედვით, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა სოლიდური იქნება. სწორედ ამიტომ მომდევნო წლების ...

Read More »

National Geographic-მა საქართველო 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია “Dream Now, Go Later.“ 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები ...

Read More »

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტირი, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახურში ადასტურებენ. გამყრელიძეს კონტაქტი ინფიცირებულებთან ჰქონდა და ის თვითიზოლაციაში დღეიდან, 17 ნოემბრიდან იქნება. შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს და კორონავირისის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს. ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

Read More »

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილის ქონება პანდემიამდელ ნიშნულს – $5.57 მილიარდს დაუბრუნდა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის შეფასების თანახმად, სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ქონება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს – $5.57 მილიარდ აშშ დოლარს დაუბრუნდა. ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიო საფონდო ბირჟებზე წამყვანი კომპანიების აქციების ზრდას უკავშირდება. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონება ბოლოს ამ ნიშნულზე 2020 წლის თებერვალში იყო, უკვე მარტიდან კი პანდემიის გამო გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ივანიშვილის ...

Read More »

პაატა იმნაძე – ქვეყანაში რომ „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს

„ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ახლა ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. აღნიშნული განცხადება პაატა იმნაძე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და პრემიერ-მინსტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, თავიდანვე იყო პროგნოზები, რომ ყველა იმ აქტივობას, რაც ...

Read More »

ADB წევრების კოვიდ-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის $20 მილიონს გამოყოფს

აზიის განვითარების ბანკმა 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ტექნიკური დახმარების სახით, განვითარებადი წევრებისთვის კორონავირუსის დაავადების (კოვიდ-19) ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისა და ვაქცინის სამართლიანი და ეფექტური განაწილებისთვის სისტემების დანერგვის უზრუნველსაყოფად. ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ADB-ის განვითარებადი წევრებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების შეფასებისა და ქვეყნის მზაობის გეგმის განსავითარებლად, რათა მოხდეს შესაძლებლობების გაძლიერება ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობის, მისი შესწავლის, გავრცელების, მიწოდებისა და მონიტორინგისთვის. ბანკის ...

Read More »

ბიბილოვი: სადაც რუსეთს ფეხი შეუდგამს, ყველგან განვითარებაა: სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სირიაში

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის აზრით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შეყვანა “მწვავედ აუცილებელი” იყო. «ცალსახად: რომ არა რუსეთის ჩარევა, ყარაბაღელ ხალხს გაცილებით უფრო დიდი, გამოუსწორებელი დანაკარგის განცდა მოუწევდა», – განაცხადა ბიბილოვმა გაზეთისთვის «Южная Осетия» (“სამხრეთ ოსეთი”) მიცემულ ინტერვიუში. ამასთან, მისი აზრით, მთიანი ყარაბაღის მოვლენები და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები «სამხრეთ ოსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს»: «სამხრეთ ...

Read More »

ჯო ბაიდენი: აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაიზრდება

აშშ-ს მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ Twitter-ზე განაცხადა აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც ამერიკული მედია პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვებულს უწოდებს. როგორც კი ქვეყანა დაიწყებს კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლას, მისი თქმით, საათობრივი ხელფასები გაიზრდება. “ჩვენ ამას გავაკეთებთ, 15 დოლარიანი მინიმალური ხელფასით დავიწყებთ, უკეთესი შეღავათებით და უფრო ძლიერი კოლექტიური შეთანხმებებით, რაც საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ თქვენი ოჯახები”, – წერს ბაიდენი. ...

Read More »