Home » 2020 » November » 16

Daily Archives: November 16, 2020

საქართველოს საექსპერტო საზოგადოება აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართავს მაიკლ პომპეოს

„საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსება საქართველოში“, – აცხადებენ მაიკლ პომპეოსადმი ღია წერილის ხელის მომწერები. უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე 40-ზე მეტი ქართველი ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი და მაღალჩინოსანი აწერენ ხელს ღია წერილს მაიკ პომპეოსადმი. გთავაზობთ ნაწყვეტს ღია წერილიდან: „ძალიან ვაფასებთ ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშშ-ის რეგიონული და გლობალური ინტერესების წინსვლის კონტექსტში, ...

Read More »

Heraldscotland-ი: საქართველო შესაფერისი კანდიდატია, რათა დაიკავოს ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირში შექმნილი ვაკანტური ადგილი

პატარა ქვეყნის კვალობაზე, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველო შესაფერისი კანდიდატია, რათა დაიკავოს ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირში შექმნილი ვაკანტური ადგილი,- ამის შესახებ გამოცემა ,,heraldscotland“ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. „ვინც თბილისის ფარგლებს გარეთ მოინახულებს ვრცელ მწვანე ველებს, ცაში ატყორცნილ მთებს, უკიდეგანოდ გადაჭიმულ ვენახებს, უძველეს ტაძრებს და კლდის წვერზე წამომჯდარ საგუშაგო კოშკებს, დარწმუნდებიან, რომ საქართველო არის საოცნებო ტურისტული მიმართულება – როგორც ამაზე თავად მმართველი პარტიის სახელიც მიუთითებს. ...

Read More »

ანაკლიას ვეტო რუსეთმა დაადო, კრემლს და ივანიშვილს არ უნდათ საქართველო იყოს მიმზიდველი-გენერალი ბენ ჰოჯესი

ამერიკელმა გენერალმა, აშშ-ს ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა გადაცემა “დღის სტუმარში” საქართველოში მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტზე, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ანაკლიის პორტის ჩაშლილ პროექტზე ისაუბრა. გენერალი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სწორედ რუსეთის უშუალო მონაწილეობით ჩაიშალა “ვისურვებდი საქართველომ ზღვაზე, ფლოტისთვის, მოგვცეს ფლოტის მომარაგების შესაძლებლობა, ჩვენ გვექნებოდა ამის საშუალება, კრემლს რომ არ დაედო ანაკლიის პორტისთვის ვეტო. ნამდვილად არ არის კარგი, რომ ანაკლიის პროექტი ჩავარდა, ჩვენ ამ ...

Read More »

სარესტორნო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა – სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან სასწრაფოდ ითხოვენ დახმარებას

პანდემიურმა პროცესმა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი თავდაყირა დააყენა. პანდემიის შეკავების მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა, რომელიც ძირითადად გამკაცრებული რეგულაციებით გამოიხატება (სოციალური დისტანცირება, შინ დარჩენა, ჩაკეტილი საზღვრები, შეზღუდული შიდა გადაადგილებები და სხვა), ბიზნესს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დადგა მომსახურების სექტორი, ხოლო კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშეა ტურიზმის სექტორზე მიბმული სექტორები. ერთ-ერთი ასეთი სექტორთაგანია კვების ობიექტები. ამ სექტორის პრობლემებს, სხვა პრობლემების პარალელურად, ...

Read More »

ყოველწლიურად დაახლოებით 1 მლრდ-მდე კბ/მ უფასო გაზი – რა ეკონომიკური სარგებელი ექნება TAP-ს საქართველოსთვის

მილსადენიც ამოქმედება გაზრდის როგორც საქართველოს გეპოლიტიკურ როლს ევროპისთვის, ასევე მას ექნება პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი – ასე აფასებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თემურ გოჩიტაშვილი Tap-ის მისლადენის ამოქმედებას. როგორც გოჩიტაშვილი “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თუ დღემდე საქართველოზე გამავლი მილსადენით მხოლოდ რეგიონის ქვეყნები მარაგდებოდა, ამის შემდეგ გაზს საქართველოს გავლით ევროპაც მიიღებს. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური ...

Read More »

ჯანმო-ს ხელმძღვანელი – მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს

მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „პანდემიის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო პანდემიის გასაკონტროლებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა დაემატება და არა ჩაანაცვლებს იმ საშუალებებს, რაც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება, საჭიროების ...

Read More »

BBC – კორონავირუსის წინააღმდეგ კომპანია Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკულ კომპანია Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა, – ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანიამ ვაქცინაცია 30 000-ზე მეტ ადამიანს 2-ჯერ ჩაუტარდა და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია. „ახალი პრეპარატის შედეგები გასაოცარია, ეს ნამდვილად დიდებული დღეა“, – განაცხადა Moderna-ს დირექტორმა ტალ ზაკსმა. მისი თქმით, ჯერჯერობით დადასტურებული არაა თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინის ეფექტურობა აცრის შემდეგ, რის გამოც დამატებითი კვლევების ჩატარებაა ...

Read More »

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

„თეგეტა აკადემია“ წარმოადგენს ავტორიზებულ კოლეჯს და უნიკალურ ტრენინგ ცენტრს საავტომობილო მიმართულებით. მისი ისტორია 2015 წლიდან იწყება და ამ ეტაპზე ახორციელებს როგორც ავტორიზებულ საავტომობილო პროგრამებს, ასევე ტექნიკურ და ბიზნეს მიმართულების სასწავლო მოდულებს. „თეგეტა აკადემიის“ გუნდის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-მოდულების და თანამშრომლების განვითარებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების შექმნა, შესაბამისად მათ მიერ შემუშავებულია ავტოპარკის ეფექტური მართვის არაერთი სპეციალიზებული პროგრამა, მათ შორის: ...

Read More »

საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 18.6%-ით გაიზარდა

2020 ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. კერძოდ, ოქტომბერში დაახლოებით 28%-ითაა გაზრდილი ფულადი გზავნილები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ...

Read More »

საქართველოდან 53.8 მლნ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული

2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით (39%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17.9 მლნ აშშ დოლარით (50%) გაიზარდა. ...

Read More »