Home » 2020 » November » 14

Daily Archives: November 14, 2020

თენგიზ ცერცვაძე: მაყურებელი რომ 3-3 სკამის გამოტოვებით დამჯდარიყო, რისკი არ იქნებოდა

ერთა ლიგის ფინალური მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა და საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან 0:1 წააგო. თენგიზ ცერცვაძე კი მატჩის შემდეგ გულშემატკივრის დასწრებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. “მაყურებელი რო სტადიონზე 3-3 სკამის გამოტოვებით დამჯდარიყო და ყველა რეგულაციას დაიცავდნენ, მაშინ ვირუსის გადადების რისკი არ იქნებოდა”, – ამბობს ცერცვაძე. მოგეხსენებათ, უეფამ 33%-ით დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, სტადიონზე ფანები მაინც ვერ დაესწრნენ. https://streams.ge/repository/CERCO_TV1_enc_2.mp4

Read More »

ფინანსთა სამინისტრო – ქონების გადასახადის გადახდის ვადა 16 ნოემბერს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაცით, ფიზიკური პირების ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა 16 ნოემბერს იწურება. ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „აქვე გაცნობებთ, რომ თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის ...

Read More »

ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსი არასოდეს უღალატებს რუსეთს

ბელარუსი არასოდეს უღალატებს რუსეთს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობა არასოდეს იტყვის უარს რუსეთთან თანამშრომლობაზე. „ბელარუსს რუსეთისთვის ზურგი არასოდეს უქცევია. ვიღაცას არ აწყობდა, რომ რუსეთს ჰყავს ასეთი ქვეყანა”, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, ის გამოცდილი პოლიტიკოსია, არაერთი წელი იყო სანქციების ქვეშ. ამიტომ, ევროკავშირი, რომელმაც 6 ნოემბერს მას სანქციები დაუწესა, ვერაფერს შეძლებს. ipn.ge

Read More »

„თიბისიმ“ „ქართული ღვინის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

“თიბისიმ” ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებულ „ქართული ღვინის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ქართული ღვინის ფორუმი“ მესამედ, ამჯერად ონლაინ ფორმატში ჩატარდა და ის ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურას მიეძღვნა. „ვებინარზე ქართული ღვინის ისტორიის, გენეტიკისა და ტრადიციების პარალელურად, მონაწილეებმა საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი ...

Read More »

გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად 1 მილიარდზე მეტი თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, 2020 წლის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უპრეცედენტო ინიციატივას  განახორციელებს საგადასახადო სისტემაში. 2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, მოთხოვნის წარმოდგენის ...

Read More »