Home » 2020 » November » 12

Daily Archives: November 12, 2020

წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა

წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ათეული წლის განმავლობაში, გამწმენდი ნაგებობის არარსებობის გამო, ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. „წყალტუბოში, პროექტის დასრულების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა. წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა ...

Read More »

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში 24%-ით გაიზარდა

2020 წლის III კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 15.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლების ძირითადი 87% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 6-6% სპონსორობა და პროდუქტის განთავსებაზე მოდის. მათივე ინფორმაციით, III კვარტალში ყველაზე მეტი 6.1 მლნ ლარის შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა ...

Read More »

გარი ვაინერჩუკის მონაწილეობით თიბისი ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

19 ნოემბერს თიბისი უმასპინძლებს ონლაინ ბიზნესფორუმს, სადაც მთავარი სპიკერი ანტრეპრენერი, VaynerX-ის დამფუძნებელი გარი ვაინერჩუკი იქნება. გარი ვაინერჩუკი საკმაოდ ცნობილი ადამიანია ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიაში, ის არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საკომუნიკაციო და სარეკლამო კომპანიებისა VaynerX და VaynerMedia. მისი კომპანიების სათაო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში და ისინი ემსახურებიან Fortune 100-ის სიაში მყოფ ბიზნესებს თავიანთი 4 ლოკაციიდან, რომლებიც მსოფლიოს სხვასხვა ქვეყანაში მდებარეობს. ...

Read More »

თიბისის აქციები MSCI UK SMALL CAP INDEX-ში ჩაერთვება

თიბისის აქციები MSCI United Kingdom Small Cap Index-ში ჩაერთვება. TBC Bank Group-მა აქციონერებს უკვე აცნობა, რომ ინდექსს ქართული ბანკის აქციები 30 ნოემბრიდან დაემატება და ძალაში შევა 1 დეკემბრის ვაჭრობიდან. MSCI UK Small Cap Index შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მცირე კაპიტალიზაციის სეგმენტის გასაზომად. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 9.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.46% წინა ...

Read More »

ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება – სერგეი ლავროვი

თურქეთის სამშვიდობო მისიები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები არ გაიგზავნება მთიან ყარაბაღში. ეს ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, თურქი დამკვირვებლების მობილობის საზღვრები შემოიფარგლება იმ გეოგრაფიული კოორდინატებით, რომლებიც განისაზღვრება რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის განსათავსებელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ტერიტორიის იმ ნაწილში, ...

Read More »

თურქეთი ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას გეგმავს

თურქეთი აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას გეგმავს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა. „კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ვაპირებთ, ავაშენოთ სარკინიგზო მაგისტრალი ნახიჩევანის მიმართულებით. წინასწარი კვლევითი სამუშაოები მალე დასრულდება“, – განაცხადა ადილ კარაისმაილოღლუმ. შეგახსენებთ, 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი ...

Read More »

სომხეთს აზერბაიჯანისთვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, შესაძლოა $50 მილიარდის გადახდა მოუწიოს

სომხეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის ყოფილი წარმომადგენელის, გევორგ კოსტანიანის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანისთვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, შესაძლოა 50 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწიოს. ამის შესახებ გამოცემა news.am წერს. ”ამ დოკუმენტის თანახმად, ჩვენ არა მხოლოდ დავკარგეთ ტერიტორიები, არამედ სომხეთს დაეკისრა, ვალდებულება 50 მილიარდ დოლარზე მეტის გადახდის, რომელიც ჩვენ და მომავალმა თაობებმა უნდა გადავიხდით. ორი წლის უკან ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ...

Read More »

ევროკომისიამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შესყიდვის შესახებ Pfizer-თან და BioNTech-თან შეთანხმება დადო

ევროკომისიამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის 300 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ ამერიკულ ფარმაცევტულ კორპორაცია Pfizer-თან და გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან შეთანხმება დადო. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი ავრცელებს“. დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ევროკავშირი იანვარში დატოვა, 40 მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკება კომპანიებთან ცალკე აწარმოა. ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ წარმატებით გაიარა კლინიკური ცდების ბოლო, მესამე ფაზა და დამტკიცდა, რომ ის 90 ...

Read More »

თურნავა – მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით უფრო მეტი სასტუმრო ისარგებლებს

„სესხის მიზნობრიობის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებენ, ჩაერთონ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ცვლილებები შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური დაზუსტების შედეგად მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდება და უფრო მეტი მცირე და საოჯახო ...

Read More »

ივენთ კომპანიებს საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვა შეეძლებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, ივენთ -კომპანიები ჩაერთვებიან საკრედიტო – საგარანტიო სქემაში, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება პანდემიის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარებაში. „არაერთი შეხვედრა გავმართეთ ივენთ-კომპანიების წარმომადგენლებთან და შევისწავლეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები. შედეგად, მოვახდინეთ ცვლილების ინიცირება პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და მათთვისაც, მცირე და საოჯახო სასტუმროების მსგავსად, 12 თვის განმავლობაში ...

Read More »