Home » 2020 » November » 11

Daily Archives: November 11, 2020

უნგრეთის მთავრობამ საკონსტიტუციო ცვლილება მოამზადა, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანას აკრძალავს

უნგრეთის მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება მოამზადა, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანას აკრძალავს. საკონსტიტუციო ცვლილების ტექსტში ნათქვამია, რომ „დედა ქალია, ხოლო მამა კი კაცი“ და მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს ეძლევათ ბავშვის აყვანის უფლება. აღსანიშნავია, რომ ერთნაირსექსიანი წყვილების ქორწინება უნგრეთში კანონით აკრძალულია, თუმცა ბავშვის აყვანა შესაძლებელია, თუ ამას ერთ-ერთი პარტნიორი ცალკე ითხოვს. საკონსტიტუციო კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვები გენდერული როლის ქრისტიანული ინტერპრეტაციით უნდა ...

Read More »

მაჭავარიანი: მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება

მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს. ფინანსთა მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა გასული წლების პოზიტიური დინამიკა საქართველოს ეკონომიკაში და აღნიშნა, 2020 წელს მთელი მსოფლიო შეეჯახა უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ...

Read More »

ფორმულას ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. ლოკდაუნისთვის ემზადება

ფორმულას ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. ლოკდაუნისთვის ემზადება – ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ აცნობა, შესაძლოა, ე.წ. ლოკდაუნი ხვალიდან ამოქმედდეს. სავარაუდოდ, ღამის საათების გარდა, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ. შესაძლოა, აკრძალვები შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც. დღეს, 11 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 421 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან 566 პაციენტია გარდაცვლილი. ჯამში საქართველოში ვირუსის ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“, იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, არგამოცხადების პირობებში კი, მოგვიწევს გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს

საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, „ლოქდაუნის“ არგამოცხადება გამოწვევების და პრობლემების მასშტაბს ზრდის. „პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი „ლოქდაუნის“ ...

Read More »

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა – ვისზე დაიშვება გამონაკლისი

გერმანიის ხელისუფლებამ საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მიმავალ მგზავრთა შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბრიდან შეიცვალა რისკის ქვეყნებს მიკუთვნებული ქვეყნებიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის წესები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემავალ პირებს. რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შესული პირები ვალდებულნი იქნებიან – იყვნენ 10 დღე თვითიზოლაციაში კერძო ბინაში ან სასტუმროში. გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი ...

Read More »

ვაქცინა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდება – ფაუჩი თარიღს ასახელებს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რისკჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან იქნება, ფართო მოხმარებისთვის კი ხელმისაწვდომი, მისი აზრით, 2021 წლის აპრილისთვის იქნება. „ცხადია, ჩვენ მონაცემები დეტალურად უნდა შევისწავლოთ, თუმცა ეს მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ არსებობს კითხვები ეფექტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტიანი იქნება ის ასაკოვან ადამიანებში ახალგაზრდებთან შედარებით, ...

Read More »

„კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო“

კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და პრაქტიკულად მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო, გვქონდა კარგი ფისკალური ბუფერები და საბანკო სისტემაში არსებული კარგი ლიკვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-თან ინტერვიუში განაცხადა. კობა გვენეტაძემ ინტერვიუში ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ფონდის მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა დროული და სწორი ნაბიჯები კოვიდ-19-ის ნეგატიური გავლენების მაქსიმალურად შესამცირებლად. „საერთაშორისო ...

Read More »

არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილება

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. “ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თაობაზე, რომელზეც სახელისუფლო პარტიაში ჯერ მხოლოდ კულუარულად საუბრობენ. სააგენტოს ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე და სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება – წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ. ...

Read More »

რომელი ბანკის ანგარიშზეა ყველაზე მეტი დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება

2020 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 239 მილიონ 630 ათას 112 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული. ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის: საქართველოს ბანკი – 104 მილიონ 472 ათას 445 ლარის დასაკუთრებული ქონების მოცულობით, მას მოსდევს „თიბისი“ – 82 მილიონ 33 ათას 961 ...

Read More »