Home » 2020 » November » 10

Daily Archives: November 10, 2020

ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე, არამედ არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა – კახა ხაზარაძე

„ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე, არამედ, არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა“, – ამის შესახებ “აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი კოვიდით გამოწვეული რეგულაციები და ის კრიზისია, რომლის გამოც, ბიზნესი სამომავლოდ ვეღარ იგეგმება. „უნდა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, თუნდაც რას აპირებს მთავრობა 2021-ში. პირდაპირ გეუბნებით, მთავრობასა ...

Read More »

პუტინი – რუსეთის მიერ დარეგისტრირებული კოვიდ 19-ის ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა, მალე III ვაქცინას დავარეგისტრირებთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ორივე ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა და ქვეყანა მალე მესამე ვაქცინას დაარეგისტრირებს. „მოგიწოდებთ, ამ პროცესების პოლიტიზირება არ მოახდინოთ. მზად ვართ, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ვითანამშრომლოთ,“- განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, 11 აგვისტოს რუსეთმა გამალეის ცენტრის სპეციალისტების მიერ შემუშავებული ვაქცინა „სპუტნიკ V” ოფიციალურად დაარეგისტრირა. ოქტომბერში კი რუსეთში ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, „ვექტორის“, ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილის აღნიშნავს, ის გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება. „მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გავრცელა, სადაც აღნიშნავს: „მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით ...

Read More »

სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 40 მილიონი აშშ დოლარიდან 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ინფორმაციით, დღეს გამართულ აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოტანილი. “2020 წლის 10 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Read More »

საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში შესვლა აეკრძალათ

საფრანგეთის ხელისუფლებამ საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მიმავალ მგზავრთა შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესდა საქართველოდან და ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლაზე. ამგვარად, 11 ნოემბრიდან მხოლოდ შემდეგი მოქალაქეები დაიშვებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე: საფრანგეთის მოქალაქე, ასევე მისი მეუღლე და შვილები; ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ფლობს მოქმედ პასპორტს და მისი მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთშია ან ...

Read More »

ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 17,1%-ით გაიზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი უკვე რამდენიმე თვეა იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73 ათას 650 ადამიანით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 428 ათას 608-ს შეადგენდა, 2020 წლის სექტემბერში კი 502 ათას 258 შეადგინა. გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, ...

Read More »

აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

ამერიკის შეერთებულ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას Freddie Mac-ი ავრცელებს. ამ დროისთვის 30-წლიანი იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 2,78%-ს შეადგენს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1971 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ 30-წლიან იპოთეკაზე საპროცენტო განაკვეთი 3,69%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის 15-წლიან კრედიტებზე 2,32%-იანი განაკვეთი მოქმედებს, 5-წლიან ...

Read More »

„ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო იძულებულია აიძულოს ადამიანები, ეკონომიკურად უმოქმედონი გახდნენ“

რონდელის ფონდის მთავარი მკვლევარი, მერაბ კაკულია გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ იმ ეკონომიკური კრიზისის მიზეზებს განმარტავს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. „კრიზისი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არ არის გამოწვეული ეკონომიკური ხასიათით. ის პროვოცირებულია პანდემიით. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ეკონომიკა მოექცა საშიში დაავადების ტყვეობაში. სანამ ამ დაავადებისგან თავის დაღწევის რეალური პერსპექტივა არ გამოჩნდება, ძნელია იმაზე საუბარი რა შედეგებს მოიტანს ის მრავალრიცხვოვანი ანტიკრიზისული პარადიგმები, რასაც დღეს ...

Read More »

მერაბ კაკულია: პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა ცოტა გადაჭარბებით შევაფასეთ

ეკონომისტი, რონდელის ფონდის მთავარი მკვლევარი, მერაბ კაკულია აცხადებს, რომ  საქართველომ გადაჭარბებულად შეაფასა ის შედეგები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჰქონდა. „ცოტა გადაჭარბებით შევაფასეთ ის წარმატება, თუ შეიძლება მას წარმატება ეწოდოს, რომელიც პირველ ეტაპზე მივიღეთ. ზაფხულში ცოტა მეტად თავდაჯერებულად გამოვიყურებოდით, ვიდრე გაზაფხულზე. ცოტა მოვეშვით, ცოტა გავთამამდით. დავპატიჟეთ მთელი მსოფლიო საქართველოდან სამუშაოდ და სამწუხაროდ, ვერ გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ეს ...

Read More »

გებრეისუსმა Pfizer-ის ვაქცინის შესახებ ინფორმაციას დამაიმედებელი უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი კომპანია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დამაიმედებელს უწოდებს. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა. “მივესალმებით დამაიმედებელ სიახლეს Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინის შესახებ და მივესალმებით ყველა მეცნიერს და მსოფლიოში ველა პარტნიორს, რომლებიც კოვიდ19-თან ბრძოლაში ახალ უსაფრთხო და ეფექტურ ინსტრუმენტებზე მუშაობენ”,- დაწერა მან. მისი თქმით, მსოფლიო უპრეცედენტო სამეცნიერო ინოვაციების და თანამშრომლობის მდგომარეობაში იმყოფება, რაც ...

Read More »