Home » 2020 » November » 09

Daily Archives: November 9, 2020

მწარმოებლის თქმით, COVID-19-ის ვაქცინამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაციას მწარმოებელი ფართომასშტაბიანი ტესტირების პირველ შუალედურშედეგებზე დაყრდნობით ავრცელებენ. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. გამოცემის თქმით, პრეპარატის დასამტკიცებლად 50%-იანი ეფექტიანობაც საკმარისი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტს ვირუსის წინააღმდეგ იმ ადამიანების ნახევარი გამოიმუშავებდა, ვისაც ვაქცინას გაუკეთებდნენ. ამასთან, კომპანიის განცხადებით, ვაქცინას არ ჰქონია სერიოზული გვერდითი ...

Read More »

სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახი ერთჯერად 10 000-ლარიან დახმარებას მიიღებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე), ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, 10 000 ლარამდე დახმარება გაიცემა, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით. შესაბამისი ცვლილება მინისტრის ბრძანებაში შევიდა. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ...

Read More »

„პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც, ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ“

პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ, – წერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით უსუფაშვილი. „გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებსა და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა ...

Read More »

სავაჭრო ცენტრები სამუშაო საათებს ცვლიან – როგორ იმუშავებენ მოლები „კომენდანტის საათის“ პირობებში?

დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. გადაადგილების შეზღუდვის გამო, სამუშაო საათებს ცვლიან სავაჭრო ცენტრებიც. ისინი ძირითადად, 21:00 სთ-მდე იმუშავებენ. კერძოდ: „თბილისი მოლი“ – 10:00-დან – 20:30-მდე; „კარფური“ – 09:30-დან – 20:00-მდე. „ისთ-ფოინთი“ – 10:00 საათიდან 20:00 საათამდე; ხოლო „კარფურის“ ...

Read More »

მდგომარეობა კრიტიკულია, პროცესმა ქუჩიდან ოთახში უნდა გადაინაცვლოს – ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წლის არჩევნების შემდგომ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ახლა კრიტიკული მდგომარეობაა. „გარეთ კოვიდია, ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა, ეს კი ნამდვილად არ გვაწყობს არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად. ეს ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს და შეთანხმდნენ, უნდა მოილაპარაკონ, რომ ეს პროცესები ქუჩიდან ოთახებში გადავიდეს. ეს ყველას ინტერესი უნდა იყოს,“ – აცხადებს ლაშა ...

Read More »

მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, 22:00 საათიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვით დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18.00 საათიდან“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ...

Read More »

რა შემოსავალი მიიღეს ბანკებმა პანდემიის დროს ჯარიმებიდან და საურავებიდან

კომერციულ ბანკებს კორონავირუსის ეპიდემიის დროს საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის გაუნახევრდათ. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, წელს 9 თვეში ამ შემოსავალმა 34 მილიონ 531 ათას 577 ლარი შეადგინა, ეს კი 32 მილიონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც კომერციული ბანკების 2020 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი – 10 მილიონ 796 ათას 864 ლარი „თიბისი ...

Read More »

ამირან გამყრელიძე: ზოგადად, კვირას ცოტა ისვენებს ხოლმე ვირუსი

“პანდემია უკან არ იხევს. უკვე 51 მილიონს მიუახლოვდა ინფიცირებულთა რაოდენობა. დღეს 473 000 ახალი შემთხვევა იყო. ზოგადად, კვირას ცოტა ისვენებს ხოლმე ვირუსი. სამწუხაროდ, 1 262 000 სიკვდილის შემთხვევაა. განსაკუთრებით დაძაბულია სიტუაცია ევროპაში. ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, ევროპის ნაწილი. ამ პერიოდში, როდესაც აცივება იწყება, შემთხვევების ზრდა, სამწუხაროდ, იქნება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის ...

Read More »

“პოლიტიკური დაძაბულობის გაგრძელება დამატებით კრიზისს გამოიწვევს ეკონომიკაში”

“ჯიპას” კანცლერი და გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” თანაწამყვანი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, COVID19-ის შემოტევისა და პოლიტიკური კონკურენციის, ისედაც შემცირებული ინვესტიციების ფონზე. აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ დაძაბულობის გაგრძელება ეკონომიკაში დამატებით კრიზისებს გამოიწვევს. „საქართველოსთვის უცხო არ არის არჩევნების შემდგომი კონკურენცია. ასეთ ვითარებაში, ინვესტორებს გარკვეული ტიპის მოლოდინები უჩნდებათ თუ რა მოხდება ქვეყანაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი აკვირდებიან მოვლენების განვითარების სცენარებს. მოკლევადიან პერიოდში არ ...

Read More »

თუ “ლოქდაუნი” ისევ დაწესდა, ლარის კურსზე კი არა, ეროვნული ვალუტის ყოფნა-არყოფნაზე მოგვიწევს მსჯელობა

ეროვნულმა ვალუტამ ბოლო ერთი კვირაა გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო. თუ კვირის დასაწყისში ერთი დოლარი 3.23 ლარად ივაჭრებოდა, კვირის მიწურულს ერთი დოლარის ღირებულებამ 3.40 ლარს გადააჭარბა. ეკონომისტები ლარის ბოლოდროინდელ დევალვაციას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ეკონომისტი და „აფბას“ ვიცე–პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ლარის არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის კავშირში ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან. „ერთ-ერთი მთავარი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კურსზე და ზოგადად, ეროვნულ ვალუტაზე, ...

Read More »