Home » 2020 » November » 06

Daily Archives: November 6, 2020

TAV GEORGIA-ს შემოსავლები 74%-ით შეუმცირდა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ „ტავ ჯორჯიას“  შემოსავლებში მკვეთრი კლება აქვს. 2020 წლის 8 თვეში, დაგეგმილთან შედარებით, კომპანიის შემოსავლები შემცირებულია 144 მილიონ ლარამდე [-74%], წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 133 მილიონ ლარამდე [-73%]. კომპანიის წლიური საპროგნოზო მონაცემებით 2020 წელი დაიხურება შემოსავლების ნაწილში 64%-იანი კლებით. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას კომპანიამ მოახერხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხარჯების 19%-ით შემცირება და ...

Read More »

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 57 მილიონი ლარის სესხი გაიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით 2893 აგროსესხია გაცემული, რაც, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს. ხოლო სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს. უწყების ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხარჯების 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო სრულად ფარავს. „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხამ, ...

Read More »

რა მოხდება, თუ ამერიკას არჩევნებში მკაფიო გამარჯვებული არ ეყოლება?

ამერიკის არჩევნების წინ, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარებულიყო არჩევნების დღე და მისი შემდგომი კვირები. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ის, რომ დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა, ან პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებდა ამას, ან რომ რამდენიმე კვირიან იურიდიულ ბრძოლას ვიხილავდით, რომელმაც არჩევნების შედეგები შესაძლოა იანვრამდეც კი გახადოს გაურკვეველი. იანვარში შემდეგი მოწვევის კონგრესმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა დაამტკიცოს. ...

Read More »

კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტომატოლოგებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება მიიღონ მონაწილეობა კორონავირუსის მართვის პროცესში. „სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეუძლიათ გამოყენებული იყოს კორონავირუსის მართვაში. ასევე მე-4 დამე-5 კურსის სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი ...

Read More »

ვინც მოყვება როგორ ხდებოდა გაყალბება, ხელშეუხებლობისა და წახალისების გარანტია ექნება — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცესკოს თანამშრომლებს მიმართავს. მისი თქმით, ვინც გამოვა და იტყვის ვინ გააყალბა არჩევნები იქნება ხელშეუხებელი და წახალისდება კიდეც. “მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება! ყველა ვინც ახლა გამოვა და მოჰყვება იმას, თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ ...

Read More »

ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს. მისივე განმარტებით, სწორედ ამის გამო არ ჩანდა ბოლო ორი დღე აქციებზე. „საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს. სად აღარ “აღმინიშნავს” დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის ...

Read More »

„ვაშინგტონ პოსტი“ – აშშ-ის საფოსტო სამსახურს 150 000-ზე მეტი ბიულეტენი კენჭისყრის დღემდე საარჩევნო უბნებზე არ მიუტანია

ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურს კენჭისყრის დღემდე საარჩევნო უბნებზე 150 000-ზე მეტი ბიულეტენი არ მიუტანია. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 12 000 საფოსტო ბიულეტენი არ მიუტანიათ იმ ხუთ შტატში, სადაც საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა. პენსილვანიაში, სადაც 3 439 ბიულეტენმა დააგვიანა, კვლავ მიიიღებენ ბიულეტენებს პარასკევამდე, თუ მათი მარკირება არჩევნების დღემდე მოხდა. ნევადაში, სადაც 4 518 ბიულეტენმა ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე „ლელო“ იყო

“ჩვენ არ ვმარცხდებით! ლელოს და ლელოელებს ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ! ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო მეთოდი გამოიყენა, რათა „ლელოს“ არ გაემარჯვა. ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე სწორედ „ლელო“ იყო, იმიტომ რომ, მმართველ ძალას ყველაზე მეტად დღეს „ლელოსი“ ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა. ეშინია, იმიტომ რომ, ლელო ახალი, ...

Read More »

ბოლო-ბოლო ქვეყანა გაკოტრდება, დეფოლტი გამოცხადდება – თემურ ჭყონია

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, როდესაც პოლიტიკა მძაფრდება, ეპიდსიტუაცია გვავიწყდება. ახლა ორივე ისეა გამძაფრებული და არეული ერთმანეთში, რომ თანაბრად არის კრიზისული. „მე არ მჯერა, რომ სიმართლეს ვერ ვიპოვით, იმიტომ რომ საქმე ეხება ხალხის სიდუხჭირეს, ზამთარი მოდის, ფასები… პენსიები… ბოლო-ბოლო ქვეყანა გაკოტრდება, დეფოლტი გამოცხადდება და მერე რა უნდა ვუყოთ? ამიტომ ხომ უნდა ვიფიქროთ… ჩვენი მთავარი მიზანია არა ფიქრი იმაზე, ვინ ვის მოუგებს? ...

Read More »

ოთარ ნადარაია – კურსის სტაბილურობის გარეშე ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, ეს აქსიომაა

,,კურსის სტაბილურობის გარეშე ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, ეს აქსიომაა“, – ამის შესახებ ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ პალიტრანიუსის გადაცემაში “საქმე”, განაცხადა. ,,წლევანდელი ინფლაცია, სამიზნე ნიშნულზე ბევრად მაღალი იქნება და ეს არის დიდი პრობლემა. კურსის სტაბილურობის გარეშე ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, ეს აქსიომაა. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ინფლაციის დროს მეტია ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუმცა ეს საქართველოს მაგალითზე ასე ...

Read More »