Home » 2020 » November » 05

Daily Archives: November 5, 2020

STOPCOV ფონდში, კომუნიკაციების კომისიისგან განსხვავებით, სემეკ-ი ტრანზაქციის მონაცემებს მალავს და პასუხისმგებლობას გაურბის – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ STOPCOV ფონდში ორი მდიდარი მარეგულირებელი კომისიის მონაწილეობისა და შესაბამისად, სოციალური პასუხისმგებლობის საკითხით დაინტერესდა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ  კომუნიკაციების კომისიისგან განსხვავებით, სემეკ-ს STOPCOV ფონდთან მიმართებით, არავითარი სოციალური პასუხისმგებლობა და მონაწილეობა არ განუხორციელებია, რაც საჯარო უწყების მენეჯმენტის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მხოლოდ ფორმალურ საფუძვლებზე მეტყველებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ...

Read More »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4000 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3409 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0591 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8067 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1095 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის ...

Read More »

Saudi Aramco-ს წმინდა მოგება მე-3 კვარტალში 1,8-ჯერ შემცირდა

მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ 2020 წლის მესამე კვარტალში 11 მილიარდ 789 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 21 მილიარდ 290 მილიონი იყო. კომპანიის ცნობით, მაჩვენებელი შემცირებულია 1,8-ჯერ. რაც შეეხება წლის განმავლობაში მოგებას, ის შემცირებულია ორჯერ და მიმდინარე წლის 9 თვეში 35 მილიარდი დოლარი შეადგინა. Saudi Aramco-ს თავისუფალი ფულადი ნაკადის მაჩვენებელი ამ ...

Read More »

სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ირინოესს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 90 წლის პატრიარქი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მას ჯერჯერობით, ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პატრიარქი მონტენეგროს ეკლესიის მეთაურის პანაშვიდს დაესწრო, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. პანაშვიდის დროს ეკლესიაში ბევრ ადამიანს პირბადე არ ეკეთა და არც დისტანციას იცავდნენ. ზოგიერთი მათგანი კი გარდაცვლილ ეპისკოპოსს კოცნიდა. პანაშვიდს ესწრებოდნენ ...

Read More »

COVID-19-ის კრიზისის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ბაზისბანკმა EFSE-სგან 4.2 მილიონი ევრო მოიზიდა

ბაზისბანკმა EFSE-სთან (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეროპული ფონდი) ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 4.2 მილიონო ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. ბანკსა და ფონდს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როცა ფონდმა ბაზისბანკს ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობას საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ახალი, 4.2 მილიონი ევროს ...

Read More »

#1 ქომაგი – ვითიბი ბანკის მხარდამჭერი კამპანია

ვითიბი, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, 12 ნოემბრის ისტორიული მატჩის წინ, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, კამპანიას ფეხბურთის #1 ქომაგი იწყებს. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, დინამო არენაზე, შედგება ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელში გამარჯვებულიც 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული მატჩის წინ, ბიჭებს ჩვენგან ძალიან სჭირდება იმ ერთიანობის შექმნა, რომელსაც მხოლოდ ...

Read More »

„ერთ ბილ გეითსს უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, თუ 150-კაციან პარლამენტს?!“ – თემურ ჭყონია პოლიტიკურ პროცესებზე

„ყველაფერი გათვლილი და ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ამ გადაბრალების თემებს, ჩვენ ვერ მივიღებთ“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოება არჩევანს აკეთებს სიმრავლეზე და არა ცოდნაზე, რაც დიდი შეცდომაა. სინამდვილეში კი, „ჭკუა უნდა იყოს დომინანტი, და არა ადამიანების სიმრავლე“. „ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს ...

Read More »

პრემიერი: ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გახარიას თქმით, ეპიდვითარების კუთხით სხვა სიტუაცია იყო 1 თვის წინ და დღეს სულ სხვა სიტუაციაა. „ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი: შეუძლებელია რადიკალიზმით სავსე პოლიტიკური ვითარება ლარის კურსზე არ აისახოს

„შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ვითარება, რომელიც რადიკალიზმითაა სავსე, ლარის კურსზე არ აისახოს. ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა იმ მერყეობისა, რასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული იმ რადიკალიზმთან და პოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით საუბრისისას, ბრიფინგზე, განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გავნვითრება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასაც იწვევს. ...

Read More »

წამლები ისევ გაძვირდა – როგორ შეიცვალა ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე

2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 32,15%-ით გაძვირდა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით მოიმატა ფასებმა სხვა ტიპის წამლებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. კერძოდ, გაძვირდა: სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – +12.26% ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – +32.15% ანტიბიოტიკები – +6,66% ვიტამინები – +9,59% საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები – +10,63% ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – +9,91% თერმომეტრი – +12,47% წნევის საზომი აპარატი – +13,70% ამასთან, წინა ...

Read More »