Home » 2020 » November » 04 (page 2)

Daily Archives: November 4, 2020

ივა ჭყონია მთავრობას: ყურადღება მიაქციეთ ლარს

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მთავრობას ურჩევს, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ყურადღება ეროვნულ ვალუტას დაუთმოს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ივა ჭყონია აცხადებს, მომავალი მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ქვეყანა ჩიხში არ შევიდეს. „პასუხისმგებლობის დიდი წილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ვურჩევდი, ვიდრე პოლიტიკური მდგომარეობა დასტაბილურდება, ნომერ პირველი დავალება მათთვის, რომ ყურადღება მიაქციონ ლარს. ეს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის ჩიხში შეყვანას. ისედაც ...

Read More »

კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი ძალაში 4 ნოემბრიდან შედის

საქართველოს პარლამენტის მიერ, 2020 წლის სექტემბერში მიღებული კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი ძალაში 4 ნოემბრიდან შედის. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. მთივე ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება. „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით იმოქმედებენ. მარეგულირებელ ორგანოებს რჩებათ საკუთარ სექტორებში კონკურენციის ...

Read More »

არჩევნების დასრულებისთანავე ლარი უკანმოუხედავად უფასურდება

თუკი პოლიტიკური ტემპერატურა არ განელდა, კურსი 3.50-მდეც მივა არჩევნები სულ რაღაც სამი დღეა, რაც დამთავრდა და ლარის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. ფინანსისტების აზრით, ეს ასეც იყო მოსალოდნელი. ახლა მთავარია, ეროვნული ვალუტა საგრძნობლად არ გაუფასურდეს, რათა შემდგომში მისი გამყარება არ გართულდეს. ამჟამინდელი პროგნოზით, კურსის ვარდნა, ჯერჯეობით, გაგრძელდება და ლარის გამყარებას დეკემბრიდან უნდა ველოდოთ. ახლა მნიშვნელოვანია, ქართული ფული კატასტროფულად არ გაუფასურდეს და კიდევ ...

Read More »

აშშ-ის ორ შტატში სამედიცინო მოხმარებისთვის მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირეს

აშშ-ის ორ შტატში, ნიუ ჯერსსა და არიზონაში სამედიცინო მოხმარების მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ნიუ ჯერსი მეთორმეტე შტატი გახდება, სადაც სამედიცინო მოხმარების მარიხუანა იქნება ლეგალიზებული. გადაწყვეტილებას მხარი მოსახლეობის 67-მა პროცენტმა დაუჭირა. კიდევ ორ შტატში სამედიცინო მოხმარების მარიხუანას ლეგალიზების საკითხი დღეს გადაწყდება. მონტანამ და სამხრეთ დაკოტამ შედეგები უნდა გამოაქვეყნონ.

Read More »

ხვალიდან თბილისში საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება

ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება,  -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ბევრი მსჯელობა იყო უწყებათშორის საბჭოზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ...

Read More »

საქართველოში Covid 19-ის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პირი

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ...

Read More »

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. „მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ...

Read More »

კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებულია

კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებული გახდა და „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა. მონაწილედ „საირმე“ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოარჩიეს: უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლების. „ეს წარმატება ჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევით და თითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურად „საირმეს“ ...

Read More »