Home » 2020 » November » 04

Daily Archives: November 4, 2020

ეროვნული ვალუტა ისევ უფასურდება – რა მიზეზებზე საუბრობენ სფეროს ექსპერტები

არჩევნებიდან მეოთხე დღეს ეროვნული ვალუტა ისევ უფასაურდება. ერთი დოლარის ღირებულება ეროვნული ბანკის მონაცემებით 3.3 ლარია. ბოლო ერთ დღეში ამ მაჩვენებელმა მოიმატა თითქმის 5 თეთრით. რიცხვები ტრადიციულად გაცილებით მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. „თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” დირექტორის ვახტანგ ჭარაიას თქმით, ლარის დასტაბილურებას აქტიური ნაბიჯების გადადგმა და გარკვეული დრო სჭირდება: „ერთ-ორ თვეში, რომ რაღაცას დავგეგმავთ და შედეგად რაღაცას მივიღებთ, რომ ლარი ...

Read More »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3409 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2988 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0421 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8586 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0456 შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 30%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ აზერბაიჯანში 48.6 მილიონი დოლარის 160.1 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. საქსტატის მონაცემების თანახმად, გასულ წელთან შედარებით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 30 %-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში საქართველომ აზერბაიჯანში 1 154,3 მილიონი კუბამეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.7 %-ით ჩამორჩება.

Read More »

აშშ-ში წინასწარი შედეგებით, ბაიდენს 238, ტრამპს კი 213 ხმა აქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმების დათვლა გრძელდება. წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენს 238, დონალდ ტრამპს კი 213 ხმა აქვს, თუმცა მონაცემები მუდმივად იცვლება. წელს კორონავირუსის გამო მოქალაქეებმა ხმა ფოსტით ან ნაადრევ კენჭისყრაზე მისცეს, რის გამოც ქვეყნაში ვარაუდობენ, რომ ხმების დათვლა დროში გაიწელება. ამერიკელებს უკვე მიმართეს როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისე ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ორივე პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარ გამარჯვებაშია დარწმუნებული. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში ...

Read More »

ჯილიან სტირკი: არჩევნების დღეს დავაფიქსირეთ ისეთი ჯგუფები, რომელებიც ასოცირებულნი არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ჯილიან სტირკი „რუსთავი 2“- თან ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ფოკუსირებულნი იყვნენ დაშინების ბრალდებებზე. მისი თმით, გამოვლინდნენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც ასოცირებულნი აროამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. „შემიძლია, გითხრათ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ასევე, აღსანიშნავია, რომ, პანდემიის მიუხედავად, არჩევნებზე იყო საზოგადოების მაღალი ჩართულება. ჩვენ ფოკუსირებულნი ვიყავით დაშინების ბრალდებებზე და თვითონ არჩევნების დღეს მსგავსი ფაქტები სხვადასხვა უბანზე ...

Read More »

თიბისის ფინანსურ დირექტორად გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ფინანსურ დირექტორად  2020 წლის 28 ოქტომბრიდან გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა. გიორგი მეგრელიშვილი თიბისის ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2020 წლის მარტში შემოუერთდა.  გიორგის აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების შესაბამისობაში. ის მუშაობდა ჰოლანდიაში Natwest Markets NV- ში, კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების ხელმძღვანელად. მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, ...

Read More »

სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ აქვს. „მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში“, – წერს სამადაშვილი.

Read More »

ნინო კალანდაძე: 2%-იანი უგულავა რო იხავლებს, ვინმე წავა თუ რა… ყველა კვლევაში პირველზე იყო ოცნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე ოპოზიციის მისამართით საკმაოდ მწვავე განცხადებას აკეთებს: „სამარცხვინოები. როგორ არ მობეზრდათ ეს მაჩანჩალა თავლაფდასხმული, ჩასვრილი სიარული და იმის ძახილი, „ჩვენ ვიბრძვით ძმაო და თქვენ გვაკრიტიკებთ“ და „ამ პირობებში ასეთი შედეგი ვის დაუდია?!”. მე-7 არჩევნებს რო აგებ მორალურად და ელექტორალურად სრულიად გაკოტრებულ ძალასთან და ოდნავი თვითკრიტიკულობის ნაცვლად კიდე მეორე ტურისთვის ემზადები და ხალხს აბოლებ ...

Read More »

კომუნიკაციების კომისია – კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილეებს კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება. „მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ არა მხოლოდ გამარჯვებულებს, არამედ მონაწილეებს, კომუნიკაციების კომისია, ულტრათანამედროვე პრიზებთან ერთად, კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს. კონკურსის  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილე  სტუდენტები გაივლიან BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას,  კურსის გავლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია მათ სერტიფიკატებს გადასცემს და მისცემს შესაძლებლობას საკუთარი ...

Read More »

ბიტკოინმა $14 000-იანი ზღვარი გადალახა

ბოლო ერთ კვირაში ბიტკოინმა $14 000-იანი ზღვარი მეორედ გადალახა. ამას CoinDesk-ის მონაცემები ადასტურებს. ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის აღმასვლა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. 4 ნოემბერს 02:44 საათისთვის ბიტკოინი $14,060 ღირდა, კრიპტოვალუტის ფასი 2%-ით გაიზარდა. ბიტკოინი $14 000-იან ზღვარს 31 ოქტომბერს მიუახლოვდა. მანამდე კრიპტოვალუტა ამ ზღვარზე 2018 წლის იანვარში იყო.

Read More »