Home » 2020 » November » 02

Daily Archives: November 2, 2020

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 33,1%-ით გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკამ პოზიციები აღიდგინა, რომელიც გაზაფხულზე დაკარგა და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წლიურ გამოხატულებაში ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი მესამე კვარტალში გაზრდილია 33,1%-ით. ეს არის იმაზე მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე ვარაუდობდნენ ანალიტიკოსები. ეს ამავდროულად იყო ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი, მას ...

Read More »

ბილაინის მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე Startup Touch ერთმანეთს სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს, აქსელერატორებსა და ერთმანეთს გაეცნენ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს სტარტაპ ღონისძებების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამჯერად ბილაინმა სპოსორობა გაუწია ონლაინ კონფერენციის Startup Touch ჩატარებას. Startup Touch ეს არის ექსკლუზიური დისტანციური კონფერენცია, რომელიც აკავშირებს სტარტაპებს, ინვესტორებს, მენტორებს, აქსელერატორებს და მეწარმეებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2 დღიანი ღონისძიება ონლაინ ჩატარდა და მას დაეწსრო 200-მდე მონაწილე ევროპიდან, ისრაელიდან ...

Read More »

„არჩევნები ყოველ ჯერზე ახდენდა თავის წილ უარყოფით გავლენას ლარის სტაბილურობაზე”

საარჩევნო პროცესები ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, დღეს ამას კორონავირუსი და ძალზე გაუფასურებული ლარიც ემატება. ბოლო 1 წელიწადში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, მაგრამ ლარს ვერც ამან უშველა. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების დამაჯერებელი ნიშნები უკვე ჩანს, მაშინ როცა ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაზე რთული ეტაპი ზამთარსა და გაზაფხულზე გველოდება. პრემიერის დაპირების ...

Read More »

საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, რომელიც 1-ელი ნოემბრიდან იგეგმებოდა, გადაიდო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1-ელი ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო. როგორც განათლების სამინისტროდან გვაცნობეს, თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება. ცნობისთვის, ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება ...

Read More »

საფოსტო და საკურიერო საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა

2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 22,3 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია. შემოსავლების 52,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 87,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 12,7 პროცენტი – ადგილობრივ გზავნილებზე. სულ საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2019 წლის განმავლობაში ...

Read More »

უკრაინა საქართველოში რძის პროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორია

საქსტატის მონაცემებით, წელს უკრაინიდან საქართველოში 2,506.3 ათასი დოლარის 2.228.7 ტონა რძე და ნაღები შემოვიდა. იმპორტის მოცულობით შემდეგ პოზიციაზეა ირანი, საიდანაც წელს შემოტანილი 1,006.6 ტონა რძე და ნაღები ქვეყანას 1, 414. 2 ათასი დოლარი დაუჯდა. შემდეგ პოზიციაზეა ბელორუსი – საქართველოში მისი რძისა და ნაღების წლევანდელი იმპორტი 339.0 ტონას გაუტოლდა, რაშიც საქართველომ 273.8 ათასი დოლარი გადაიხადა. 457. 2 ტონა რუსული რძისა და ...

Read More »

„ახალი მთავრობის პრიორიტეტი ინფლაციის კონტროლი და საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია უნდა იყოს”

არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. ამას გარდა, „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი ეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა მმართველმა გუნდმა, იმისთვის რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყოს ხელი. ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თემურ ბასილია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ახალი მმართველი გუნდის მთავარი გამოწვევა ინფლაციის კონტროლირებად ჩარჩოში მოქცევა, მაკროეკონიმიკური სტაბილურობის შენარჩუნება და საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციაა. „პირველ ...

Read More »

ირაკლი იაშვილი: არაკონსტიტუციური მოქმედებები ჩამოშლის ქვეყანას, ბიზნესს

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროცესებს და მის გავლენას ეკონომიკასა და ბიზნესზე „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, თუმცა თუ პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა, ეს მძიმედ აისახება როგორც ეკონომიკაზე, ისე ბიზნესზე და ზოგადად, ქვეყანაზე. „იმ ფონზე, როდესაც რეგიონში საბრძოლო მოქმედებებია, არის პანდემია და ისედაც მძიმე ეკონომიკური ფონია, ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა. გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და მომდევნო დღეების განმავლობაში კარანტინში იქნება. გებრეისუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაემორჩილოს ჯანდაცვის სახელმძღვანელო მითითებებს, რადგან სწორედ ამ გზით მოხდება ვირუსის გადამცემი ჯაჭვის გაწყვეტა. „მე კარგად ვარ და სიმპტომების გარეშე ვარ, მაგრამ უახლოეს დღეებში თვითკარანტინში ვიქნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლების შესაბამისად და ვიმუშავებ სახლიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ...

Read More »

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »