Home » 2020 » October (page 3)

Monthly Archives: October 2020

აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 2019 წელს „საპარტნიორო ფონდის“ მოგებამ 70.9 მილიონი ლარი შეადგინა

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2019 წელს 70.9 მილიონი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ  „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს. როგორც ფონდში აღნიშნავენ, „საპარტნიორო ფონდის“ 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი პოზიტიურია. „საპარტნიორო ფონდის“ შემოსავლები 22%-ით გაიზარდა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ...

Read More »

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტზე რჩება. სებ-ის ინფორმაციით, არსებული პროგნოზით, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. „ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება ...

Read More »

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი – ჩვენ უნდა დავიცვათ ეკლესია, რომელსაც თავს ესხმიან

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი მხარდამჭერებს მოუწოდებს, ეკლესია დაიცვან. ამის შესახებ განცხადება იაროსლავ კაჩინსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც აბორტების შესახებ კანონის გამკაცრებას პოლონეთში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. დემონსტრანტების ნაწილმა ეკლესიებში წირვა შეაფერხა. „ეკლესიებზე თავდასხმა პოლონეთში ისტორიაში არასდროს მომხდარა. ხელისუფლებისა და ხალხის მოვალეობაა, დაიცვან ეკლესიები, ამისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. მოვუწოდებ მმართველი პარტიის ყველა წევრსა და ყველა ჩვენს მხარდამჭერს, დაიცვან ...

Read More »

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა

ბინის დაზღვევის შეძენა, თვეში მხოლოდ 12 ლარიდან შეგიძლიათ, – ამის შესახებ „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „საინტერესოა, შენ რა წარმოგიდგენია, როცა ბინის დაზღვევაზე ფიქრობ? ალბათ, გონებაში პირველად ყველაზე ხშირად მომხდარი და მრავალჯერ გამეორებული წყლის ჩამოსვლა გაგახსენდება. სავარაუდოდ, ისიც კარგად იცი, ბინის დაზღვევა ხანძარს, ყაჩაღობას, გათბობის სისტემების, ელექტრო თუ სხვა შიდა გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლას და სტიქიურ მოვლენებსაც რომ ფარავს. თუმცა, „თიბისი დაზღვევა“ სვამს ...

Read More »

კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ნავთობს აიაფებს

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის პარალელურად, ნავთობი გაიაფებას აგრძელებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეპიდემიის კიდევ უფრო გავრცელების პასუხად, მთავრობები ყველანაირ აქტივობას ზღუდავენ, რაც ეკონომიკას აზარალებს და ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს. გარდა ამისა, ლიბიამ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის მიწოდება კიდევ უფრო გაზარდა. ქვეყანამ საბადო „ელ-ფილზე“ ფორსმაჟორული მდგომარეობა მოხსნა, რამაც ამ საბადოზე მოპოვება გაზარდა. შესაბამისად, მოიმატა ექსპორტმა. ლიბიის ნავთობის ეროვნული ...

Read More »

ჯანმო – ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა

ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-ს განუცხადა. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ჰარისმა აღნიშნა, რომ ევროპაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მესამედით გაიზარდა. „სამწუხარო ის არის, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ბევრი მძიმედ ავადმყოფი ადამიანი ხვდება და ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები ძალიან მალე ივსება პაციენტებით,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა. მისი ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2197 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, 33 858-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 253 ადამიანი ემსხვერპლა.

Read More »

ნათია მეზვრიშვილი – საარჩევნო უბანზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

არჩევნებზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიისა, მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული. „როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვიახლოვდება. წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ და ეპიდემიოლოგებმა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ...

Read More »

გიორგი სიორიძე: გურია ერთადერთი რეგიონია, რომელსაც უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაუფიქსირდა – ხელისუფლებას გურია უბრალოდ არ აინტერესებს

„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი –  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი – მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ...

Read More »

ალექსანდრე ლუკაშენკო: არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ. „სტუდენტებო, თუ სასწავლოდ მოხვედით, მაშინ ისწავლეთ. ვინც კანონის დარღვევით არასანქცირებულ აქციებზე გამოვიდა, უფლებას კარგავს, იყოს სტუდენტი. გთოვთ, ასეთები ჯარში ან ქუჩაში გააგზავნეთ. ისინი უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ...

Read More »