Home » 2020 » October (page 2)

Monthly Archives: October 2020

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2906 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2906 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 19810-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, 37263-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაიცვალა კიდევ 12 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 285 ადამიანი ემსხვერპლა.

Read More »

თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც დღეს 18 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი მცირე ზომის მაღაზიით იყო წარმოდგენილი, დღეისათვის უკვე საერთაშორისო კომპანიაა და მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აქვს. „თეგეტა მოტორსის“ ბიზნეს მოდელი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ის აერთიანებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სამშენებლო ტექნიკის მომსახურების სრულ სპექტრს. საქართველოს მასშტაბით ...

Read More »

შვეიცარიამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის საქართველო, „წითელი ზონიდან“ ამოიღო

შვეიცარიამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის საქართველო, „წითელი ზონიდან“ ამოიღო. ამის მიზეზი შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გახდა. განახლებულ ინფორმაციას შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისი ავრცელებს. „წითელ ზონაში“ მოხვდნენ მხოლოდ ის ქვეყნები და რეგიონები, სადაც 100 ათას ადამიანზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენეობა შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება. ამგვარად, შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „წითელ ზონაში“ არიან ანდორა, ბელგია, ჩეხეთი ...

Read More »

გიორგი გახარია – ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ხოლო გაზის საფასურის ანაზღაურება 650 ათას ოჯახს შეეხება

როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1-ლი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური კრიზისის ფონზე მთავრობა მოქალაქეებს შეუმსუბუქებს მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ. „ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს; წყლისა და დასუფთავების ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – წელს რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს

„წელს რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო წელს, პოლიტიკურ ინსტრუმენტად რთველი და ფერმერების ემოციებით თამაში იყო გამოყენებული. „საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი, ძირითად ინდუსტრიულ ჯიშზე – რქაწითელზე, განისაზღვრა 80 თეთრით. ფასის დაფიქსირება სახელმწიფოს მხრიდან იყო არაორდინალური ...

Read More »

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. „ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე ...

Read More »

ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციისა და საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის საფუძველზე მიიღო. რეგულაციების თანახმად, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გამონაკლისის სახით ნიდერლანდებში მოგზაურობა კვლავ შესაძლებელია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ნიდერლანდების, ევროკავშირის სხვა ქვეყნის ან ნიდერლანდების მიერ მიჩნეული უსაფრთხო ქვეყნის ბინადრობის მოწმობა აქვთ. გამონაკლისი შემთხვევების სრულ სიას საელჩო საკუთარ ვებგვერდზე ...

Read More »

კელი დეგნანი: მსურს ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო

მსურს, ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. „საქართველოში ჩვენ ოც წელზე მეტია, ვუჭერთ მხარს არჩევნების ჩატარებას. ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, მისი სისტემებისა და პროცედურების შესაქმნელად. ვეხმარებით საკანონმდებლო ორგანოს, განავითაროს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვეხმარებით პოლიტიკურ პარტიებს ...

Read More »

ფქვილის იმპორტიორი კომპანია დახურვის პირასაა – რატომ გაათავისუფლა „მარგიმ“ თანამშრომლები

ფქვილის იმპორტირი კომპანია „მარგი“ დახურვის პირასაა. როგორც კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ღონიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან ხორბლისა და ფქვილის ბიზესში მოქმედი საწარმოების არაკონკურენტ გარემოში ჩაყენებაა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ხორბლის იმპორტს, ფქვილის იმპორტიორებს არაადექვატურ ფასთან ბრძოლა უწევთ. ,ყველა თანხმდება, რომ სუბსიდირება არ არის სწორი მექანიზმი, მაგრამ თუ საჭირო გახდა ისევ გავაგრძელებთო, ეს არის ყოვლად გაუგებარი. ჩვენ, გაჭირვებული ...

Read More »

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „თიბისი ლიზინგმა“ პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დააფინანსა

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც პირველად დაფინანსდება ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისის“ პრესამსახური ავრცელებს აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერაც. „პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ...

Read More »