Home » 2020 » October (page 10)

Monthly Archives: October 2020

მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ბილაინი დეველოპერებისთვის ჰაკათონს ატარებს

„შექმენი თამაში და გახდი ბილაინის პარტნიორი“ საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას. 23 – 25 ოქტომბერს, ბილაინი კომპიუტერული თამაშების ჰაკათონს, Beeline Game Jam -ს ატარებს და თამაშების შექმნით დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს. Beeline Game Jam -ის მიზანი, მობილური თამაშების ადგილობრივი დეველოპერების აღმოჩენა, წახალისება და თანამშრომლობის შეთავაზებაა. დიზაინერების, დეველოპერებისა და მომიჯნავე ...

Read More »

წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარას“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას, 2 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარას“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ...

Read More »

სოფელ კუმისში „თიბისის“ მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა

სოფელ კუმისში „თიბისის“ მხარდაჭერით რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა. „თიბისის“ ინფორმაციით, საწარმოს დამფუძნებელი ფერმერი ჯემალ ფალავანდიშვილია. „თიბისის“ მხარდაჭერით მშენებლობა პანდემიის პერიოდში დაიწყო, ფერმერი საწარმოს გახსნას ნოემბერში გეგმავს. თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოში 5 ტონამდე რძე გადამუშავდება და პირველ ეტაპზე ორი სახეობის ყველი დამზადდება. ჯემალ ფალავანდიშვილი ყველის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს. „რძის გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთებამდე რეალიზაციის პრობლემამ მიმიყვანა, რომელსაც მე პირადად ვაწყდებოდი. დაახლოებით, 20 ...

Read More »

სექტემბერში, ოპოზიციიდან პოლიტიკურ რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა გიორგი ვაშაძის პარტიამ დახარჯა

ოპოზიციური პარტიებიდან, პირველიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში ყველაზე მეტი – 913 272 ლარი „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დახარჯა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, საარჩევნო ბანერებსა და სხვა სახის რეკლამაში გადახდილი თანხის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემდეგ მოდის, „ევროპული საქართველო“, მან 593 905 ლარი დახარჯა. „ლელო საქართველოსთვის“ რეკლამაში 408 765 ლარი აქვს გადახდილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 188 068 ლარი. რაც შეეხება რეკლამაში უშუალოდ თანხების გადანაწილებას, ...

Read More »

„ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარჯი 1-ელიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 4 305 178 ლარს შეადგენს, საიდანაც პარტიამ მხოლოდ რეკლამაში 3 197 851 ლარი დახარჯა. როგორც პარტიის მიერ შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რეკლამის ხარჯებიდან „ქართულმა ოცნებამ“ 1 067 461 ლარი სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა, 32 750.2 ლარი ბეჭდვურ რეკლამაში, ინტერნეტ რეკლამისთვის 267 797 ლარი გაიღო, გარე რეკლამისთვის 1 649 984 ლარი დახარჯა, ხოლო სხვა ...

Read More »

თიბისი შენთვის – 100 ციფრული სტრატეგია 100 ბიზნესისთვის

დღეს ბიზნესისთვის ციფრული სივრცე ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი გახდა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, მათ ლოიალობას და, ზოგადად, ბიზნეს ამოცანების შესრულებას. ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლის მონაცემებით კომპანიების 70%-მა უკვე განახორციელა, ან მუშაობს პროცესების დიჯიტალიზაციაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, ფიზიკური შეხების წერტილებიდან ონლაინ სივრცეში გადანაცვლება არა მხოლოდ მოგების გაზრდის საშუალება, არამედ აუცილებლობა გახდა. ქართულმა კომპანიებმაც მომხმარებლამდე ...

Read More »

„ავერსმა“ მედიკამენტები კიდევ უფრო გააიაფა

უკვე რამდენიმე თვეა, კომპანია „ავერსმა“ პირადი სააფთიაქო თაროს პროექტი წამოიწყო: ირჩევთ ათი დასახელების მედიკამენტს და ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, მათზე განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობთ, ხოლო ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ განაახლოთ არჩეული პროდუქტების სია. სააფთიაქო თარო ძალიან მოხერხებულია მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს და რეგულარულად იღებს ამა თუ იმ წამალს. მაგრამ პანდემიამ და ეკონომიკურმა რყევებმა საქართველოში ბევრი ოჯახი დააზარალა და ასეთი შეღავათითაც კი ...

Read More »

„სომხეთის ტერიტორიას პირდაპირი საფრთხე თუ დაემუქრება, რუსეთმა უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთმა დაარწმუნა ერევანი, რომ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თუ სომხეთის ტერიტორიზე დარტყმა განხორიელდება. ამის შესახებ ფაშინიანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „არსებობს შეთანხმების ბაზა, ამ შეთანხმებებში გაწერილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას პირდაპირი საფრთხე თუ დაემუქრება, რუსეთმა უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით უკვე ოთხჯერ ესაუბრა. „ბიბისის“ ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 235-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 62-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, არის იმედი, რომ ვაქცინა გვექნება წლის დასასრულს. იმედი არსებობს“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს სოლიდარობისა და ვაქცინის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფისკენ. ”ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, სოლიდარობა გვჭირდება და მთელი ენერგია უნდა გამოვიყენოთ ...

Read More »