Home » 2020 » October » 28

Daily Archives: October 28, 2020

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. „ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე ...

Read More »

ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციისა და საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის საფუძველზე მიიღო. რეგულაციების თანახმად, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს ნიდერლანდებში შესვლა აეკრძალათ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გამონაკლისის სახით ნიდერლანდებში მოგზაურობა კვლავ შესაძლებელია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ნიდერლანდების, ევროკავშირის სხვა ქვეყნის ან ნიდერლანდების მიერ მიჩნეული უსაფრთხო ქვეყნის ბინადრობის მოწმობა აქვთ. გამონაკლისი შემთხვევების სრულ სიას საელჩო საკუთარ ვებგვერდზე ...

Read More »

კელი დეგნანი: მსურს ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო

მსურს, ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. „საქართველოში ჩვენ ოც წელზე მეტია, ვუჭერთ მხარს არჩევნების ჩატარებას. ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, მისი სისტემებისა და პროცედურების შესაქმნელად. ვეხმარებით საკანონმდებლო ორგანოს, განავითაროს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვეხმარებით პოლიტიკურ პარტიებს ...

Read More »

ფქვილის იმპორტიორი კომპანია დახურვის პირასაა – რატომ გაათავისუფლა „მარგიმ“ თანამშრომლები

ფქვილის იმპორტირი კომპანია „მარგი“ დახურვის პირასაა. როგორც კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ღონიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან ხორბლისა და ფქვილის ბიზესში მოქმედი საწარმოების არაკონკურენტ გარემოში ჩაყენებაა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ხორბლის იმპორტს, ფქვილის იმპორტიორებს არაადექვატურ ფასთან ბრძოლა უწევთ. ,ყველა თანხმდება, რომ სუბსიდირება არ არის სწორი მექანიზმი, მაგრამ თუ საჭირო გახდა ისევ გავაგრძელებთო, ეს არის ყოვლად გაუგებარი. ჩვენ, გაჭირვებული ...

Read More »

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „თიბისი ლიზინგმა“ პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დააფინანსა

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც პირველად დაფინანსდება ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისის“ პრესამსახური ავრცელებს აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერაც. „პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ...

Read More »

აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 2019 წელს „საპარტნიორო ფონდის“ მოგებამ 70.9 მილიონი ლარი შეადგინა

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2019 წელს 70.9 მილიონი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ  „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს. როგორც ფონდში აღნიშნავენ, „საპარტნიორო ფონდის“ 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი პოზიტიურია. „საპარტნიორო ფონდის“ შემოსავლები 22%-ით გაიზარდა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ...

Read More »

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტზე რჩება. სებ-ის ინფორმაციით, არსებული პროგნოზით, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. „ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება ...

Read More »

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი – ჩვენ უნდა დავიცვათ ეკლესია, რომელსაც თავს ესხმიან

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი მხარდამჭერებს მოუწოდებს, ეკლესია დაიცვან. ამის შესახებ განცხადება იაროსლავ კაჩინსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც აბორტების შესახებ კანონის გამკაცრებას პოლონეთში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. დემონსტრანტების ნაწილმა ეკლესიებში წირვა შეაფერხა. „ეკლესიებზე თავდასხმა პოლონეთში ისტორიაში არასდროს მომხდარა. ხელისუფლებისა და ხალხის მოვალეობაა, დაიცვან ეკლესიები, ამისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. მოვუწოდებ მმართველი პარტიის ყველა წევრსა და ყველა ჩვენს მხარდამჭერს, დაიცვან ...

Read More »

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა

ბინის დაზღვევის შეძენა, თვეში მხოლოდ 12 ლარიდან შეგიძლიათ, – ამის შესახებ „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „საინტერესოა, შენ რა წარმოგიდგენია, როცა ბინის დაზღვევაზე ფიქრობ? ალბათ, გონებაში პირველად ყველაზე ხშირად მომხდარი და მრავალჯერ გამეორებული წყლის ჩამოსვლა გაგახსენდება. სავარაუდოდ, ისიც კარგად იცი, ბინის დაზღვევა ხანძარს, ყაჩაღობას, გათბობის სისტემების, ელექტრო თუ სხვა შიდა გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლას და სტიქიურ მოვლენებსაც რომ ფარავს. თუმცა, „თიბისი დაზღვევა“ სვამს ...

Read More »

კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ნავთობს აიაფებს

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის პარალელურად, ნავთობი გაიაფებას აგრძელებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეპიდემიის კიდევ უფრო გავრცელების პასუხად, მთავრობები ყველანაირ აქტივობას ზღუდავენ, რაც ეკონომიკას აზარალებს და ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს. გარდა ამისა, ლიბიამ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის მიწოდება კიდევ უფრო გაზარდა. ქვეყანამ საბადო „ელ-ფილზე“ ფორსმაჟორული მდგომარეობა მოხსნა, რამაც ამ საბადოზე მოპოვება გაზარდა. შესაბამისად, მოიმატა ექსპორტმა. ლიბიის ნავთობის ეროვნული ...

Read More »