Home » 2020 » October » 27

Daily Archives: October 27, 2020

ალექსანდრე ლუკაშენკო: არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ. „სტუდენტებო, თუ სასწავლოდ მოხვედით, მაშინ ისწავლეთ. ვინც კანონის დარღვევით არასანქცირებულ აქციებზე გამოვიდა, უფლებას კარგავს, იყოს სტუდენტი. გთოვთ, ასეთები ჯარში ან ქუჩაში გააგზავნეთ. ისინი უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ...

Read More »

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ 26 307 განაცხადი შევიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღება დასრულებულია. წელს, პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გამოგზავნა განაცხადები. ჯამში, 26,307-მა აპლიკანტმა დაარეგისტრირა ბიზნესიდეა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამაში მონაწილეობის მსურველები, კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ ელ. ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. „წელს, ბიზნესიდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 27 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 130 530 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.270 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო ...

Read More »

გოცირიძე – ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ

ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ – ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არც ერთი სისტემა არ მუშაობს, მათ შორის, არც სამართალდამცავი სისტემა. გოცირიძე არაპროფესინალიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესები აბსურდული პოლიტიკური მოტივით იყო მართული. „ქვეყანას ყოველდღიურად ძარცვავენ და აგერ უკვე ტერორისტული აქტიც მოხდა, ეს იმის ...

Read More »

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის მსურველ ბიზნესებს ვადა ჯერ კიდევ აქვთ. წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეხუთე წელია, თიბისიქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი ...

Read More »

თიბისი მომხმარებელს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების გამოყენებით გადაიხადოს

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს  ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით  გადარიცხონ. თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალის გააქტიურება და  კომუნალური გადასახადების ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში  გადახდა.  ამ გზით მომხმარებელი საკომისიო გადასახადს არ გადაიხდის და დაზოგავს დროს. ამასთანავე, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკს უკვე დაემატა კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც, რაც არსებული ან ახალი  კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების ...

Read More »

კომპანია Admixer ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამირების საშუალებებს ნერგავს

პოსტსაბჭოთა სივრცის დიჯითალ ბაზრის წამყვანი მოთამაშე კომპანია Admixer საქართველოს ბაზარზეც აფართოებს თავისი კომპეტენციის არეალს. Admixer.ge-ს 2020 წლის ოქტომბრიდან დიმიტრი ტიკარაძე აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობს, რომელიც, ქართველ პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი გამოცდილებით და პროფესიონალთა გუნდით უძღვება ამ საქმეს. „მიმდინარე წელს კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი ...

Read More »

ნათია თურნავა – შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა

პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და სწორედ ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე; არ იყო კარგად ...

Read More »

ჯაჭვლიანი: დღეიდან ოცნების წევრი არ ვარ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს. მან მმართველ გუნდს ზონდერბრიგადა უწოდა და თქვა, რომ “ეს რეჟიმი უნდა წავიდეს”. “კალაძემ ხომ თქვა, მე არ ვიცი სოსო ჩვენი გუნდის წევრი არის თუ არ არისო, ეს მის ნამუსზე იყოს. მე ახლა დღეიდან, ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი არ ვარ, იმ ზონდერბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს ...

Read More »

კახეთის გზატკეცილზე მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელები ლიფტებით აღიჭურვება

კახეთის გზატკეცილზე მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელები ლიფტებით აღიჭურვება. ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს. „მიწისზედა ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები გამოიყენება ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა მაგალითად, აეროპორტის გზატკეცილი, სადაც არაა შუქნიშანი. იქ მიწისქვეშა გადასასვლელებს დავტოვებთ, თუმცა, ინფრასტრუქტურასაც მოვაწესრიგებთ და იქნება ლიფტებით ...

Read More »