Home » 2020 » October » 16

Daily Archives: October 16, 2020

„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა

„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს დაევალათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დავალებებთან გამკლავება: მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი, ქსელის ტრაფიკის ანალიზი, პენტესტი (სისტემაში შეღწევის ტესტირება) და ღია წყაროების ანალიზი (open source intelligence). ჰაკათონის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული: ალექსი ქისტაური, ნიკა ღონღაძე და მარიამ სპანდერაშვილი, როგორც გამარჯვებულებს. ასევე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ „თეგეტა მოტორსა“ და მის შვილობილ ...

Read More »

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 6 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ისტორია 2014 წლიდან იწყება. 6 წლის წინ კომპანიამ „ტოიოტა კავკასიისგან“ ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო და აქტიურად დაიწყო ტოიოტას ავტომობილების რეალიზაცია. იმავე წელს გაიხსნა განახლებული სერვისცენტრი, რომელიც უნიკალურია მისი მასშტაბით და გამოირჩევა მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობით. პროექტი განხორციელდა ს.ს. „თიბისი ბანკის“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მხარდაჭერით. „თეგეტა მოტორსმა“ პროექტში 11 მილიონამდე ლარის ...

Read More »

დავით სოკოლოვს, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს ბინას ელოდებოდა, კახა კალაძემ სახლი აჩუქა

ცნობილი ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის საცხოვრებელი სახლის პრობლემა 20 წლის განმავლობაში ჰქონდა. წლების წინ, მან ბინის შესაძენად თანხა შეიტანა, თუმცა ომიანობის პერიოდის გამო მშენებლობა შეჩერდა და მობინადრეებმა დაკარგეს თანხა. ერთ-ერთი იყო დავით სოკოლოვი, რომელიც 20 წლის მანძილზე ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას და როგორც მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეს საკითხი კახა კალაძის მეშვეობით გადაწყდა და მას უკვე საკუთარი სახლი აქვს. „20 წელიწადი ვისთანაც ...

Read More »

94%-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება – გაეროს გენმდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე

94%-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ამას მეცნიერება ამბობს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე და 2-დან 5 წლამდე პერიოდი სჭირდება. „ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ...

Read More »

თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს კომუნალურ გადასახადებში საქველმოქმედო პლატფორმა – “ჩართე“ დაემატა

აქ, ახლა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქველმოქმედო პლატფორმაზე – „ჩართე“, ნებისმიერი თანხა გადარიცხონ და ამ გზით ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტითა და პერსონალური კომპიუტერით უზურნველყოფას. აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, განათლების ხელშეწყობა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. არსებული მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად ...

Read More »

საქართველოში სექტემბერში ფულადი გზავნილების რეკორდული მოცულობა შემოვიდა

2020 წლის სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან 192,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%-ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ...

Read More »

ბადრი ჯაფარიძე – თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის არჩევნებზე მისვლა, ეს არის „ქართული ოცნება“

„პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ქმნის მორიგ პანიკას, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ, შესაძლოა, დააფრთხოს და არ მივიდნენ არჩევნებზე”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნებზე ადამიანების მაქსიმალური მონაწილეობა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და შესაძლებლობა გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, ...

Read More »

საქართველოში 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

16 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 2100 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. “ამ ეტაპზე, კახეთში 270 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთში დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ...

Read More »