Home » 2020 » October » 12

Daily Archives: October 12, 2020

გიორგი ვაშაძემ TV პირველთან 1 000 000 ლარის ღირებულების სარეკლამო ხელშეკრულება დადო

გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ, სტრატეგია აღმაშენებელმა TV პირველთან მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო. ინფორმაცია გაერთიანების დეკლარაციაშია ასახული. TV პირველში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ნახევარი უკვე აითვისა და შესაბამისი თანხაც გადაიხადა. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, ჯამში რამდენი წუთის განმავლობაში გადიოდა ამ არხზე მისი რეკლამა, რადგან ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა გადაცემაში გადიოდა სარეკლამო რგოლი. მაქსიმალური თანხა ავიღეთ და ...

Read More »

11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილია ექსპორტირებული

11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა – 2 195 ტონით (54%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება – 13.1 მლნ აშშ დოლარით (63%) გაიზარდა. ,,ქართული თხილის ექსპორტი, ...

Read More »

“მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება”

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ...

Read More »

მთავრობის ინფორმაციით, პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა. აღნიშნული რიცხვი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე დაასახელა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. “წლევანდელ წელს ეკონომიკური შემცირება, რა თქმა უნდა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს – ვგულისხმობ ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით და ის, ...

Read More »

აქ.ახლა – თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

აქ, ახლა მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცე მზად არის მომხმარებლებისა და სტუმრების მასპინძლობისათვის. მულტიფუნქციური სივრცე თიბისის განახლებული, პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია და ის მომხმარებელს სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. აქ მოსული სტუმრებისთვის ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელიც მათ საჭიროებებზე, საქმიანობასა და ინტერესებზეა მორგებული. სივრცე შენობის 4 სართულზე, 2400 კვ.მ.-ზეა ...

Read More »

ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე გრიპის ვაქცინით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა. გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა დანარჩენი 110 ათასი დოზა ვაქცინა. ამასთანავ, გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს დამატებით 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზეც. „გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4- ვალენტიანი ფრანგული წარმოების ...

Read More »

სქემა, რომლითაც 112 კლინიკებთან მუშაობს, ჩვეულებრივი კარტელური გარიგებაა

ექსკლუზიურად „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლურ კლინიკაში გადაჰყავთ. სანდო წყარო, 112- დან გვიყვებოდა, რომ პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკებში არ უნდა გადაიყვანონ, რადგან მათ აქვთ იმ დაწესებულებების სია, სადაც გადაუდებელი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური ბრძანების შესახებ დაგვიდასტურეს ჰოსპიტალურ სექტორშიც, კლინიკების უმეტესობაში განგვიცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური დავალებით პატარა, მონოპროფილური კლინიკების ჩაძირვაა გადაწყვეტილი. ...

Read More »

პირბადეების გამოყენების კუთხით ღონისძიებები გამკაცრდება

ვიმედოვნებთ, დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება და ნიღბების ინტენსიური, მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება. „აღსანიშნავია ის კომპონენტი, რომ კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში გვაქვს ...

Read More »

საქართველოში კაკლის მოსავალი მოსალოდნელზე მცირეა – როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

კაკლის მოსავლის აღება საქართველში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ქვეყანაში ინტენსიური ბაღების უმეტესობა შედარებით ახალია, რადგან ის მთავრობის 2014 წლის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა. East ruit-ის ექპერტებმა ქართველი მწამოებლები გამოკითხეს, თუ როგორ მიმდინარეობს სეზონი და ამასთან, რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. გამოკითხულთა ნაწილი, წელს პირველად მიიღებს კომერციულ მოსავალს, ნაწილი კი ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმშია. შედეგად, მწარმოებლები ჯერ ისევ ბაღებზე ზრუნვის ხარჯებს ...

Read More »

პოლონეთმა “გაზპრომს” უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმა დააკისრა

პოლონეთმა “გაზპრომი” 7,6 მლრდ, ხოლო “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ში” ჩართული კომპანიები 100 მლნ დოლარით დააჯარიმა. პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა (UOKiK) მიიღო გადაწყვეტილება რუსული „გაზპრომის“ და მასთან კავშირში მყოფი 5 ევროპული კომპანიის დაჯარიმებაზე. სამსახური ამ კომპანიებისგან ითხოვს გაწყვიტონ პარტნიორული ურთიერთშეთანხმება. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხუთ კომპანიას ჯამურად დაეკისრა 385 მილიონი ზლოტის ჯარიმა, რაც 100 ...

Read More »