Home » 2020 » October » 05

Daily Archives: October 5, 2020

25,8 მლრდ ლარის ბრუნვა ერთ წელიწადში – სათამაშო ბიზნესი 2019

2019 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 25,860 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 87,3%-ით მეტია. გაზრდილია ასევე მისი წილი მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვაში. კერძოდ, თუ 2018 წელს სათამაშო ბიზნესის წილი მთლიან ბრუნვაში თითქმის 16%-ს შეადგენს, გასულ წელს მან 23,7%-ს მიაღწია. როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მართალია, ...

Read More »

გახარია – ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას და არანაირი საფუძველი დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს

ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს შევზღუდოთ არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს. „ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს ...

Read More »

„ვირუსის სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი“

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი ...

Read More »

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო. დღეს ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს, ღონისძიებაში თავდაცვის მინისტრთან ერთად ის სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ, ვინც “არმი სითის” მცხოვრები უნდა გახდეს. პროექტის მიხედვით, მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი უნდა აშენდეს. სამხედროები 1092 ბინის შეძენას თეთრი კარკასის სახით შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. თავდაცვის მინისტრის თქმით, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა წელიწად-ნახევარში დასრულდება. „ჩვენ ...

Read More »

ბელგიის ვიცე-პრემიერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

ბელგიაში ვიცე-პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტრანსგენდერი ქალი დანიშნეს. ამის შესახებ The Brussels Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში. პეტრა დე სუტერი მანამდე ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, ახლა კი პრემიერის მოადგილის თანამდებობასთან ერთად სახელმწიფო საწარმოების და სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ის განათლებით გინეკოლოგია და გენტის უნივერსიტეტში რეპროდუქტიული მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ბელგიის ლგბტ-ორგანიზაციებმა დე სუტერის დანიშვნა ისტორიულ მოვლენად შეაფასეს, ძირითადად იმიტომ, რომ ამ ფაქტს მედიაში აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. imedinews.ge

Read More »

კალაძე – „ქართუ“ თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს იპოდრომის ყოფილ ტერიტორიას, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს დღეს უსასყიდლოდ გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. როგორც კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარკის პროექტზე ჰოლანდიური კოპანია მუშაობს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. „დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ქალაქის ცენტრში გადასცემს ...

Read More »

თურნავა: აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის კომერციის მდივნის მოადგილე, ჯოზეფ სემსართან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის მომავალი გეგმები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრისას აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანაა და მის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა დახმარებამ და ...

Read More »

Porsche-ს პირველმა ელექტრო ავტომობილმა Taycan-მა, თბილისი ბათუმის გზა ერთი დამუხტვით გაიარა

საავტომობილო სფეროში 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, პორშეს პირველი სპორტული ელექტრო ავტომობილის, Taycan-ის ბაზარზე გამოჩენა იყო, რომლის თანამონაწილეც საქართველო დროულად გახდა. ტაიკანს ერთი დამუხტვით, საშუალოდ 450 კმ.-ის გავლა შეუძლია. ელექტრო ავტომობილების ერთი დამუხტვით გამავლობის მანძილი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ავტომობილის მართვაზე, სიჩქარეზე და გზებზე, ასევე როგორ ამინდში და დღე/ღამის რომელ მონაკვეთში გვიწევს მგზავრობა. „პორშე ცენტრი თბილისმა“ ტაიკანით საქართველოში ყველაზე პოპულარული მიმართულების ...

Read More »

ილჰამ ალიევი – ზოგი ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ

ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირსა და სხვა ორგანიზაციებს შეატყობინა, რომ სომხეთმა ყარაბაღში უკანონო დასახლება შექმნა, რაც დანაშაულია, თუმცა ამაზე არავის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. „გააკეთა მინსკის ჯგუფმა განცხადება? არა! გააკეთა ევროკავშირმა? არა. მათ განაცხადეს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. თუკი არ ...

Read More »

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ქართუს“ დაფინანსებით ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის შემდეგ თბილისის მერმა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

Read More »