Home » 2020 » October » 04

Daily Archives: October 4, 2020

კერძო ბაღები დახურვის წინაშეა, მთავრობის ჩარევის გარეშე კი, შესაძლოა, სკოლამდელი აღზრდის ხელმისწავდომობა – გაძვირდეს – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობას მიმართავს, კერძო ბაღების წინაშე მდგარი პრობლემები განხილვის საგნად აქციოს და წარმოებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, შექმნას კერძო ბაღების ერთჯერადი დახმარების მატერიალური პროგრამა, რათა ბაღები არ აღმოჩდნენ დახურვის წინაშე, სკოლამდელი აღზრდის უფლება ხელმიუწვდომელი და სამუშაო ადგილები – შემცირების წინაშე. „ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით,  პანდემიის პირობებში, სახელმწიფოს მიერ კერძო ბაღების გაჩერების შედეგად შექმნილმა სირთულეებმა არაერთი ...

Read More »

2 ახალი საფუძველი, რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევას კანონით გადაავადებს

კანონით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორი ახალი საფუძველი დამტკიცდა. კერძოდ, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ბოლო კანონპროექტი იყო “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მიიღო. პროექტი ითვალისწინებს წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორ ახალ საფუძველს. კერძოდ, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: არის პროფესიული განათლების მართვის ...

Read More »

უკრაინის პრემიერი: 15 წლის შემდეგ ქვეყანაში პენსიების გაცემა შეჩერდება

უკრაინაში 15 წლის შემდეგ პენსიების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლვოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე განაცხადა. მიზეზად დენის შმიგალმა დემოგრაფიული ცვლილებები დაასახელა, რის გამოც ბიუჯეტში პენსიებისა და სოციალური შემწეობების გასაცემად თანხა აღარ დარჩება. „იმისათვის, რომ პენსიონერებს პენსია გადავუხადოთ, გადასახადების ორჯერ გაზრდა მოგვიწევს, რაც შეუძლებელია. კომპანიები გადასახადების გაზრდას ახლაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამიტომ, 15 წლის შემდეგ პენსიონერებისთვის ფული აღარ დაგვრჩება. ეს უბრალო მათემატიკაა. სახელმწიფომ შეიძლება პენსიონერებს ...

Read More »

გიორგი გახარია: არჩევნები უნდა ჩავატაროთ ისე, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც, პარალელურად, ახლა არჩევნები უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ღირსეულად მივიჩნევთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა საქართველოს ...

Read More »

„შეგიძლიათ სცადოთ და გქონდეთ პრორუსული პოლიტიკა – ეს მაინც არ შეცვლის რუსეთის პოზიციას და არ დააბრუნებს ტერიტორიებს“

კურტ ვოლკერი, „ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) საპატიო წევრი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში, მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი „რუსეთი მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს მისი მისწრაფებების განხორციელებაში. ყველაზე ცუდი საქართველოსთვის იქნება ისეთი მთავრობის ყოლა, რომელიც ამას დაეთანხმება და დაჰყვება რუსეთის ზეწოლას.“, – აცხადებს კურტ ვოლკერი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. კურტ ვოლკერი, „ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) საპატიო წევრი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში, ...

Read More »

აგვისტოში Samsung-მა გაყიდვებით Huawei-ს აჯობა

სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Electronics მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა მსოფლიოში ნომერ პირველი კომპანია სმარტფონების გაყიდვებით. მან მის პირდაპირ კონკურენტს ჩინურ Huawei-ს აჯობა. ამის შესახებ გაზეთი The Chosun Ilbo წერს. მისი მონაცემებით, ჯერ კიდევ აპრილში ინდოეთის მხრიდან შემოღებული კარანტინის გამო სამხრეთ-კორეულ კომპანიას შეუმცირდა გაყიდვები, მაშინ მისი წილი გლობალურ ბაზარზე შეადგენდა 20%-ს, Huawei-ის წილი – 21%, Apple-ის – 12%, ხოლო Xiaomi-ს წილი ...

Read More »

ხაზარაძე – გვინდა, რომ საქართველო ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ, ლოჯისტიკურ, კულტურულ და ინოვაციურ ცენტრად

გვინდა, რომ იყოს ძლიერი სახელმწიფო, ერთი ადამიანიც კი უნდა იყოს ქვეყნის ზრუნვის ეპიცენტრში,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ სახალხო განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, არასდროს საქართველოში არავის ადამიანზე არ უფიქრია. „გვინდა, რომ საქართველო ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ, ლოჯისტიკურ, კულტურულ და ინოვაციურ ცენტრად. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მთავარი ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არის საშუალო ფენა, იმიტომ, რომ ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილის წარმოების დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო

ქუთაისში, პირველი ქართული ელექტრომობილი, მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა გამოსულიყო, თუმცა Covid-19-ის პანდემიდან გამომდინარე თარიღმა, გაურკვეველი დროით გადაიწია. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. კახა გულედანი ,,ბიზნესპრენიუსთან” საუბრისას, იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, აგვისტოში დაანონსებული პირველი ქართული ელექტრომობილის გამოშვება გადაიდო. ,,Covid19 -ის გამო მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა, რომელიც ჩინეთში ყველაზე ადრე, დეკემბრიდან დაიწყო, ცხადია შეაფერხა ჩვენი გეგმები. უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო ლოგისტიკური ...

Read More »