Home » 2020 » October » 02

Daily Archives: October 2, 2020

ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1929 შეადგინა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

შოთა გულბანი: 2012 წლამდე საკუთრების დაცულობის კუთხით, 144 ქვეყანას შორის საქართველო 131-ე ადგილზე იყო

ზოგადად რომ ავიღოთ ეკონიმური მონაცემები და დავაჯგუფოთ, თუ ვთქვათ წინა პერიოდს შევადარებთ, პრაქტიკულად თითქმის ყველა მიმართულებით გაუმჯობესება იგრძნობა, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა „იმედის“ გადაცემა, „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი წარმატებული საბაზრო ეკონიმიკის მოდელი ეფუძნება საკუთრების დაცულობის გარანტიას და ამ კუთხით, 2012 წლამდე საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იყო. „ამას ადასტურებს ყველა გავლენიანია, გლობალური ...

Read More »

ხაზარაძე – ქართული ღვინისა და ქართველი გლეხის უგულებელყოფა არის სახელმწიფოებრივი დანაშაული

„ლელოს“ წარმომადგენლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივ მოსახლეობასთან და მევენახეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და დაუგეგმავი რთველი, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და ჩამბარებელ ქარხნებში არსებულ პრობლემები გააპროტესტეს. „ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნების” მთავრობის დროს, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საქმე საგრძნობლად გაფუჭდა. „აქ რისთვისაც ვართ, ეს მხოლოდ ხაშმის პრობლემა არაა, არამედ იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც აქვს ვაზის 8000 წლოვანი ისტორია, ...

Read More »

„ვითიბი ბანკი“ ქართული ფეხბურთის ქომაგებს წამახალისებელ კამპანიას – #ჩვენისუპერგმირები სთავაზობს

„ვითიბი ბანკმა“, როგორც ქართული ფეხბურთის №1 ქომაგმა, გულშემატკივრებისთვის წამახალისებელი კამპანია წამოიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულები ბანკისგან საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო ბრენდირებულ მაისურებს, ჩანთებს და ა.შ. ხოლო კამპანიის ბოლოს გათამაშდება მთავარი პრიზი, საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული ეკიპირება. „ვითიბი ბანკი“, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, წარმატებით აგრძელებს ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას. როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დინამო არენაზე გაიმართება შეხვედრა ...

Read More »

მარიამ ქვრივიშვილი – 2024 ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6 მილიარდ დოლარს გაუტოლდება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას, გაძლიერებას და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. შედეგად, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გაგრძელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, ...

Read More »

კახეთში ყურძნის მოსავალი 23 ათასმა მევენახემ დააბინავა და მათი შემოსავალი 242 მილიონ ლარს აღწევს

2 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 242 მილიონ ლარს აღწევს. ამ ეტაპზე, კახეთში 232 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა: 158 ათასი ტონა რქაწითელი, 61,4 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. „მოსავლის დაბინავება კახეთში შეუფერხებლად გრძელდება, ყოველდღიური გადამუშავება 5-6 ათასი ტონის ფარგლებშია. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი ...

Read More »

საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები ...

Read More »

1 წლის განმავლობაში პურპროდუქტები 8.7%-ით, ხორცი 5.7%-ით, რძის ნაწარმი 6.1%-ით გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში პურპროდუქტები 8.7%-ით, ხორცი 5.7%-ით, რძის ნაწარმი 6.1%-ით გაძვირდა. “საქსტატი” სექტემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის თანახმად, სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. “საქსტატის” მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 43 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გარდაცვლილი პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.  დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 295 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

Read More »

ზამთრის პერიოდში კომუნალური სუბსიდირებისთვის მთავრობამ 60 მილიონი ლარი გამოყო

ბიუჯეტის პროექტში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის ასიგნებაში გათვალისწინებულია მხოლოდ მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60.0 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილია, რომლის ანაზღაურებაც მომდევნო წელს გადადის (შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ...

Read More »