Home » 2020 » October » 01

Daily Archives: October 1, 2020

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე „კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება.“ ამასთან, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის ...

Read More »

ივანიშვილი – 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება

ვალდებულები ვართ, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება“,- ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოდ ჩაიწერა. „დღეს ...

Read More »

ვიქტორ ყიფიანი – საქართველოს, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, შეუძლია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყებას ხელი შეუწყოს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მზაობა უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესის დაწყებას. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების   შეფასებისას აღნიშნა.  „დიალოგის პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ მხარეები მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავიდნენ და  კონსენსუსის შედეგად შეძლონ ცეცხლის ...

Read More »

ირაკლი კობახიძე – პარლამენტში 100 დეპუტატით შევალთ

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მე-10 მოწვევის პარლამენტში 100 დეპუტატით შევა და მთავრობასაც დააკომპლექტებს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში – ...

Read More »

პომპეო: რუსეთი მართლმადიდებელი ეკლესიის თავისი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს

29 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კრეტაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.  ​პომპეო კრეტაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შესახვედრად იმყოფება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პომპეომ მრავალი საკითხი მიმოიხილა, აშშ-საბერძნეთის სამხედრო თანამშრომლობის ჩათვლით.  სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის, ლიბიის დესტაბილიზაციას, ისევე როგორც, სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას.  “თავდაცვის ნაწილში ჩვენი თანამშრომლობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი კვლავ განაგრძობს ...

Read More »

რა დაფინანსებას მიიღებენ სამინისტროები – 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი

2021 წელს მთავრობა 17,071 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, ეს კი მიმდინარე წელთან შედარებით 1.1 მლრდ ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 50 მლნ ლარზე მეტით იზრდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები და ის 1,6 მლრდ ლარით არის განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს. კერძოდ, 2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 8,979 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის ...

Read More »

ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონები მოეწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება. ამ დროისთვის, რაიონის მასშტაბით, შვიდი ფიტნეს ზონა მოეწყო შემდეგ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების მიმდებარედ; პოლიტკოვსკაიას N9-ს მიმდებარედ; ალ. ყაზბეგის N34; ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარედ; ნუცუბიძის III მ/რ-ის II კვარტლის N6 კორპუსის მიმდებარედ; ჭავჭავაძის N49 ა-ს მიმდებარედ; ...

Read More »

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, 70 წლამდე პენსიონრებს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით გაეზრდებათ

პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა, რომ 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია გაეზრდება ყოველწლიურად, კანონმდებლობით ...

Read More »

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა. სიის შემადგენლობა: 1. გიორგი გახარია 2. არჩილ თალაკვაძე 3. ირაკლი კობახიძე 4. თეა წულუკიანი 5. მამუკა მდინარაძე 6. კახაბერ კუჭავა 7. გიორგი კახიანი 8. მარიამ ქვრივიშვილი 9. მიხეილ სარჯველაძე 10. მაია ბითაძე 11. მიხეილ დაუშვილი 12. გიორგი ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი არაიკ არუთიუნიანი წერს. „ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილისთვის საპატიო წოდების ჩამორთმევას ერთხმად დაუჭირა მხარი“, – წერს სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი. შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის. ...

Read More »