Home » 2020 » September (page 4)

Monthly Archives: September 2020

უგულავა – ჩვენ ვიცით, რომ იქ, სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში

„ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე გუნდი „ევროპული საქართველოა“ და ჩვენ ვიცით, რომ სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის საპარლამენტო გუნდის წარდგენისას განაცხადა. უგულავას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის გუნდი, რომელმაც შეძლო კორუფციის და ბიუროკრატიის დამარცხება. „ყველა ოლქში აბსოლუტურად განსხვავებული და ამავე დროს საერთო კამპანია გვაქვს, ფოკუსირებული გარდამტეხ ცვლილებებზე. ამავე დროს ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – ჩვენმა ეკონომიკამ ბოლო 6 თვის განმავლობაში მიიღო 1 მილიარდი დოლარის ზარალი

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს – ნუ იმალებით, გამოდით და დაგველაპარაკეთ. მე პირადად გიწვევთ თქვენ დებატებში იმისათვის, რომ ადამიანებმა დაინახონ სად არის ჭეშმარიტება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ეკონომიკაზე, რომელმაც ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო, პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, რადგან მათ მოქმედების გეგმა არ გააჩნიათ. „ეკონომიკა არის ძალიან მძიმე კრიზისში ...

Read More »

სტოლტენბერგი – მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი

საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ შეგვიძლია ყველას ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად ვაკეთებთ და თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ და ასევე თქვენი წვლილით ნატოს მისიებში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის დროს ნატოსა და საქართველოს შორის შავი ზღვის რეგიონის ...

Read More »

„ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება

გორის რაიონის სოფელ ატენში რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ადგილწარმოშობის ღვინო მზადდება.მევენახეობა ადგილობრივებისთვის ტრადიციული საქმიანობაა, ბოლო წლებში კი მზარდია ტურისტების დაინტერესება უშუალოდ გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს, დაათვალიერონ ვენახები, ან უბრალონ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო. კომპანიამ „ატენის ვენახები“ სწორედ ამ მიზნით შეიძინა და გააშენა ვენახები სოფელ ატენში 4 წლის წინ, ხოლო სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლიდან გეგმავს. „აგროტურიზმისადმი ინტერესი იზრდება,ჩვენც გვინდა ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. ...

Read More »

COVID 19 კიდევ 270-მა ადამიანმა დაამარცხა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ რეკორდულად გაიზარდა. 29 სექტემბერს COVID 19 საქართველოში 270-მა ადამიანმა დაამარცხა. საქართველოში კორონავირუსი 8 თვის წინ 26 თებერვალს გამოჩნდა, ამ ხნის განმავლობაში ვირუსით სულ 5866 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 34 გარდაიცვალა, (სიკვდილიანობის კოეფიციენტი – 0.58%) 2324 გამოჯანმრთელდა, 3508 კი მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 5637 პირი იმყოფება, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 800 პირი რჩება. ბოლო ...

Read More »

4%-იანი უმუშევრობა და 140-დოლარიანი მინიმალური ხელფასი – მთიანი ყარაბაღი რიცხვებში

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე, მთიან ყარაბაღში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში, ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სომ­ხუ­რი მხა­რის საბ­რძო­ლო მა­სა­ლის 3 სა­წყო­ბი, ათო­ბით ტექ­ნი­კა, და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 550-ია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ნამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ავ­რცე­ლებ­და, მა­ნამ­დე სომ­ხურ­მა მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის 4 ვერ­ტმფრე­ნი, 33 ტან­კი და საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, ასე­ვე 27 ...

Read More »

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 953.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარი (-71.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 953.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. „2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ აშშ დოლარია (32.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 250.0 მლნ აშშ ...

Read More »

რუსეთი არასდროს ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში – პუტინი

რუსეთი არასდროს ერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და ყოველთვის მხარს უჭერს სიტუაციის სტაბილიზაციასა და სრულ პოლიტიკურ დიალოგს ყველა პოლიტიკურ ძალას შორის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრისას განაცხადა. იტყობინება რუსული სააგენტო “რია”. “თქვენ იცით, რომ ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების და ზოგადად, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართულ მცდელობებს, სრულ პოლიტიკურ ...

Read More »

ამირან გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად 200-500-ის ფარგლებში იმერყევებს, მთავარია, ყველაფერი იყოს მართვადი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობის ფონზე საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად 200-დან 500-ის ფარგლებში იქნება, თუმცა მთავარია, იყოს მართვადი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება სრულად მართვადია და პაციენტებს შესაბამისი დახმარება უტარდებათ. „სამწუხაროდ, გვაქვს ...

Read More »