Home » 2020 » September (page 3)

Monthly Archives: September 2020

ეროვნული ბანკი – საქართველოს ფინანსური სისტემა COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს

ფინანსური სტაბილურობის ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ფინანსური სისტემა COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში შეფასებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკები და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ...

Read More »

აგვისტოში ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

ეკონომიკური ვარდნა აგვისტოშიც გაგრძელდა. მშპ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით შემცირდა. რვათვიანმა კლებამ კი 5.6% შეადგინა. 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.8%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი 4.9%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში ექსპორტი 14.7%-ით, იმპორტი 17.5%-ით სავაჭრო ბრუნვა ...

Read More »

საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 1 თვის განმავლობაში 700-მდე ადამიანმა გამოთქვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 1 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, არაუმეტეს 365 დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი. მათივე ინფორმაციით, ...

Read More »

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს. „წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით მდგომარეობა მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ გარკვეულწილად გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.3%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 8 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.6%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ. მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3120 ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 38-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი ...

Read More »

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიურ პაციენტთა რიცხვს გადააჭარბა

კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 796-ს მიაღწია. ეს ახალი რეკორდია და ასევე რეკორდულ ინფიცირებულთა რაოდეობას – 326-ს 2.4-ჯერ აღემატება. დღევანდელი ზრდით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 3120-ს მიაღწია და აქტიურ პაციენტთა რაოდენობას – 3035-ს გადააჭარბა. საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც მაისის ბოლოდან ეტაპობრივად მოიხსნა. ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი ზრდა კი სექტემბერში დაიწყო.

Read More »

კობა გვენეტაძის რჩევა ბიზნესს და თემურ ჭყონიას პასუხი

“გაცვლითი კურსის რისკი არის ბიზნესის ფინანსური მართვის ერთ-ერთი საბაზო ელემენტი. ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს, რომ ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს…“, – რამდენიმე დღის წინ ლარის კურსთან გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა ამ განცხადებამ არაერთი ბიზნესმენი გააღიზიანა თუ გააბრაზა, ზოგი – მეტად, ზოგი – ნაკლებად. მათ შორისა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ...

Read More »

ვანო მთვრალაშვილი – საწვავის გაძვირება ლარის გაუფასურებამ განაპირობა

ნავთობის ღირებულება სწრაფად მატულობს, რა ემუქრება საწვავის ფასს?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავი საშუალოდ 5-10 თეთრით გაძვირდა, რაც ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა. როგორც მან საწვავის ფასის ზრდის კომენტირებისას განაცხადა, ამ ეტაპზე ნავთობის მსოფლიო ფასი არ გაზრდილა და საქართველოში საწვავის ფასის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი ლარის გაუფასურებაა. „მიზეზი, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი იმატებს, არის ის, რომ ლარი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული. საწვავის ფასი ...

Read More »

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ფინანსურ სექტორში ...

Read More »

“ელიავას ბაზრობაზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი მაღაზიების ნაწილი “ჯიპიაი ჰოლდინგშია” დაზღვეული

ხანძრის შედეგად  “ჯიპიაი ჰოლდინგში” დაზღვეული 4 მაღაზია დაიწვა.დაზღვეული მეწარმეების ზარალის დარეგულირების პროცესი უკვე დაწყებულია. “ელიავას ბაზრობაზე” ხანძრის შედეგად დაზიანებული მაღაზიების ნაწილი  ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული. როგორც კომპანიაში აცხადებენ დამწვარია სამშენებლო მასალებისა და საოჯახო ინვენტარის 4 მაღაზია. მწარმეებს ქონების დაზღვევის პოლისი აქვთ გაფორმებული. ჯიპიაის ზარალების რეგულირების ჯგუფი ხანძრის გაჩენისთანავე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე,  ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს შეფასების პროცესი. დიმიტრი ძირტკბილაშვილი, “ჯიპიაი ჰოლდინგის” ...

Read More »